რა ცვლილებები შედის კანონში ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობაზე | Allnews.Ge

რა ცვლილებები შედის კანონში ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობაზე

ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისთვის მშენებლობის ნებართვის მფლობელებს აღარ მოეთხოვებათ საეტაპო ოქმების წარდგენა. ამას ითვალისწინებს პარლამენტის წევრების: ბექა დავითულიანის, ირაკლი ზარქუას, ეკა სეფაშვილის, ნოდარ ტურძელაძის, სოზარ სუბარის, მაია ბითაძისა და დიმიტრი სამხარაძის საკანონმდებლო ინიციატივა „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე.

კანონპროექტი დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დღეს პირველი მოსმენით განიხილა. ერთ-ერთმა ინიციატორმა, ბექა დავითულიანმა კანონპროექტი პრინციპების დონეზე გააცნო კოლეგებს.

მისი განმარტებით, ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ნებართვის მქონე პირებს აღარ მოეთხოვებათ საეტაპო ოქმების წარდგენა. რაც იმას ნიშნავს, რომ თუ დღემდე კერძო სახლის მშენებელი პირი ვალდებული იყო მშენებლობის პროცესში რამდენჯერმე წარედგინა საეტაპო ოქმები მის მიერ დაგეგმილი გრაფიკის შესრულებასთან დაკავშირებით, კანონპროექტით ის ამ ვალდებულებისგან თავისუფლდება და დარჩება მხოლოდ საბოლოო შემაჯამებელი ოქმი, რომლითაც მშენებელი ექსპლოატაციაში მიღების ოქმით მიმართავს ზედამხედველ ორგანოს.

განაგრძეთ კითხვა