"ღირსების მარში“ დღეს არ შედგება - რა განცხადებას ავრცელებს "თბილისი პრაიდი" | Allnews.Ge

"ღირსების მარში“ დღეს არ შედგება - რა განცხადებას ავრცელებს "თბილისი პრაიდი"

"თბი­ლი­სი პრა­ი­დის“ "ღირ­სე­ბის მარ­ში“ დღეს არ შედ­გე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბას "თბი­ლი­სი პრა­ი­დი“ ავ­რცე­ლებს, რო­მელ­საც უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ომი სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და ქვეყ­ნის ევ­რო­პუ­ლი კურ­სის წი­ნა­აღ­მდეგ.

ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დღე­ვან­დელ­მა მოქ­მე­დე­ბებ­მა, კი­დევ ერთხელ, მკა­ფი­ოდ დაგ­ვა­ნა­ხა, რომ პო­ლი­ტი­კურ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არ სურს აღას­რუ­ლოს მისი პირ­და­პი­რი მო­ვა­ლე­ო­ბა. Პრე­მი­ე­რი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის სა­მარ­ცხვი­ნო, ძა­ლა­დობ­რი­ვი, ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი და ან­ტი­და­სავ­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა, რო­მელ­შიც მან პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და აგ­რე­სი­ის ვექ­ტო­რე­ბი აქ­ტი­ვის­ტებ­ზე გა­და­ი­ტა­ნა, არის ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის, სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო­სა და პრო­რუ­სუ­ლი ჯგუ­ფე­ბის კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი ძა­ლა­დობ­რი­ვი, შემ­გუ­ებ­ლუ­რი, წა­მა­ხა­ლი­სე­ბე­ლი და რუ­სუ­ლი პო­ლი­ტი­კის გაგ­რძე­ლე­ბა. აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უმოქ­მე­დო­ბამ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა და სი­ცო­ცხლე რე­ა­ლუ­რი საფრ­თხის წი­ნა­შე და­ა­ყე­ნა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჰქონ­და ყვე­ლა შე­საძ­ლებ­ლო­ბა უზ­რუნ­ვე­ლე­ყო პრა­იდ კვი­რე­უ­ლის მო­ნა­წი­ლე­თა უსაფრ­თხო­ე­ბა, არ მი­ი­ღო არა­ვი­თა­რი ქმე­დი­თი ზომა ადა­მი­ა­ნე­ბის ფუნ­და­მენ­ტუ­რი უფ­ლე­ბე­ბის და­სა­ცა­ვად. “თბი­ლი­სი პრა­ი­დის” წევ­რებს, სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­სა და დიპ­ლო­მა­ტი­ურ კორ­პუსს არა­ერ­თი შეხ­ვედ­რა ჰქონ­და შსს-ს წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან, ისი­ნი იც­ნობ­დნენ ჩვენს სა­მოქ­მე­დო სტრა­ტე­გი­ას, მათ­თვის შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი იყო კონ­კრე­ტუ­ლი გეგ­მე­ბი, რო­მელ­თა მი­ხედ­ვი­თაც, უნდა მომ­ხდა­რი­ყო მარ­შის უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვა, თუმ­ცა, ნაც­ვლად ქმე­დი­თი ზო­მე­ბი­სა, ჩვენ დი­ლი­დან ვუ­ყუ­რებთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა მხრი­დან ძა­ლა­დობ­რი­ვი ჯგუ­ფე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბას.

Სწო­რედ ასეთ უმოქ­მე­დო­ბა­სა და სი­ძულ­ვი­ლის ჯგუ­ფე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლა­უფ­ლე­ბის ია­რა­ღად გა­მო­ყე­ნე­ბას მოჰ­ყვა ის, რომ დარ­ბე­უ­ლია “თბი­ლი­სი პრა­ი­დი­სა” და მოძ­რა­ო­ბა “სირ­ცხვი­ლი­ას” ოფი­სე­ბი, პო­ლი­ცი­ის თვალ­წინ ძა­ლა­დო­ბენ ჟურ­ნა­ლის­ტებ­ზე, ეს უფრო მე­ტია ვიდ­რე პრო­ფე­სი­უ­ლი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ში ხე­ლის შეშ­ლა, ეს არის გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ნა­დი­რო­ბა მე­დი­ა­ზე, აქ­ტი­ვის­ტებ­ზე, ყვე­ლა იმ ადა­მი­ან­ზე, რო­მელ­საც თა­ნას­წო­რო­ბის იდე­ის სწამს.

დღე­ვან­დე­ლი მოვ­ლე­ნე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ჩვენ არ გვაქვს მო­ლო­დი­ნი, რომ შსს ადეკ­ვა­ტუ­რად შე­ას­რუ­ლებს და­კის­რე­ბულ მო­ვა­ლე­ო­ბას, რად­გან ვხე­დავთ, რომ ისი­ნი არ რე­ა­გი­რე­ბენ მათ თვალ­წინ მომ­ხდარ ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტებ­ზე, სი­ძულ­ვი­ლის უზარ­მა­ზა­რი ტალ­ღა კი, რო­მელ­საც ახლა ვუ­ყუ­რებთ, სწო­რედ ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა და სა­პატ­რი­აქ­როს მი­ე­რაა შთა­გო­ნე­ბუ­ლი და მხარ­და­ჭე­რი­ლი.

მო­ვუ­წო­დებთ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ებს, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს, მხარ­დამ­ჭე­რებ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს, მკა­ფი­ოდ გა­ე­მიჯ­ნონ სი­ძულ­ვი­ლის რა­დი­კა­ლურ ჯგუ­ფებს და სა­ხელ­მწი­ფოს სრუ­ლი­ად არა­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ უმოქ­მე­დო­ბის პო­ლი­ტი­კას.

“თბი­ლი­სი პრა­ი­დის” სა­ხე­ლით გვსურს გან­ვა­ცხა­დოთ, რომ ღირ­სე­ბის მარ­ში #სო­ლი­და­რო­ბის­თვის დღეს არ შედ­გე­ბა. Ხელი­სუფ­ლე­ბამ არა­თუ არ უზ­რუნ­ველ­ყო ქვი­არ თე­მი­სა და ჩვე­ნი მხარ­დამ­ჭე­რე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა, არა­მედ აქ­ტი­უ­რი მოქ­მე­დე­ბე­ბით შეგ­ვი­შა­ლა ხელი გვე­სარ­გებ­ლა შეკ­რე­ბის უფ­ლე­ბით. ჩვენ არ შეგ­ვიძ­ლია გა­მო­ვი­დეთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის, სა­პატ­რი­არ­ქო­სა და პრო­რუ­სუ­ლი ძა­ლე­ბის მიერ მხარ­და­ჭე­რი­ლი მო­ძა­ლა­დე­ე­ბით სავ­სე ქუ­ჩა­ში და რის­კის ქვეშ და­ვა­ყე­ნოთ ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლე!

ჩვენს მხარ­დამ­ჭე­რებს გვსურს მკა­ფი­ოდ ვუ­თხრათ, რომ ბრძო­ლა ღირ­სე­ბის­თვის გაგ­რძელ­დე­ბა, ეს შე­უქ­ცე­ვა­დი პრო­ცე­სია, რო­მე­ლიც მი­უ­ხე­და­ვად სი­ძულ­ვი­ლის ჯგუ­ფე­ბის, სა­პატ­რი­არ­ქო­სა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­აფ­თრე­ბუ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბი­სა, არ შე­წყდე­ბა! Ჩვენ აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­ვალთ ღირ­სე­ბის­თვის!“,-აღ­ნიშ­ნუ­ლია გა­ვარ­ცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.