"ასეთი არასდროს არაფერი მომხდარა... დამტვრეულია კამერები. გვაფურთხებდნენ, გვაგინებდნენ" - რას ყვებიან ჟურნალისტები, რომლებსაც მოძალადე დემონსტრანტები დაესხნენ თავს | Allnews.Ge

"ასეთი არასდროს არაფერი მომხდარა... დამტვრეულია კამერები. გვაფურთხებდნენ, გვაგინებდნენ" - რას ყვებიან ჟურნალისტები, რომლებსაც მოძალადე დემონსტრანტები დაესხნენ თავს

თბი­ლი­სი პრა­ი­დის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მარ­თულ აქ­ცი­ა­ზე და­ძა­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბაა. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს - ჟურ­ნა­ლის­ტებს და ოპე­რა­ტო­რებს თავს და­ესხნენ და ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს.

"ასე­თი არას­დროს არა­ფე­რი მომ­ხდა­რა. აგ­რე­სი­უ­ლე­ბი არი­ან ყვე­ლა არ­ხის ჟურ­ნა­ლის­ტის მი­მართ. გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ ტე­რი­ტო­რია დავ­ტო­ვოთ. რამ­დე­ნი­მე ჟურ­ნა­ლის­ტია და­შა­ვე­ბუ­ლი. დამ­ტვრე­უ­ლია კა­მე­რე­ბი. გვა­ფურ­თხებ­დნენ, გვა­გი­ნებ­დნენ", - ამ­ბობს "რუს­თა­ვი 2-ის“ ეთერ­ში ჟურ­ნა­ლის­ტი სა­ლო­მე ბო­კუ­ჩა­ვა.

"უცებ ძა­ლი­ან მძლავ­რი ძა­ლა­დო­ბა და­ი­წყო ჟურ­ნა­ლის­ტებ­ზე. ყვე­ლა ერთ მხა­რეს დავ­დე­ქით. და­ი­წყო ფურ­თხე­ბა, გი­ნე­ბა, ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა, ნა­ცე­მი არი­ან ჩვე­ნი ოპე­რა­ტო­რე­ბი, ერთი ძა­ლი­ან მძი­მედ და­შავ­და - ზურა მა­ნა­გა­ძე, რო­მე­ლიც სა­პატ­რუ­ლო ეკი­პა­ჟის მან­ქა­ნა­ში ჩემ­თან ერ­თად ზის.

არ ვა­პი­რებ­დით ტე­რი­ტო­რი­ის და­ტო­ვე­ბას, თუმ­ცა, სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ეკი­პა­ჟის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ძა­ლით ჩაგ­ვსვეს მან­ქა­ნა­ში, რო­გორც თა­ვად ამ­ბო­ბენ, უსაფრ­თხო ად­გი­ლას მივ­ყა­ვართ.

ამ ადა­მი­ა­ნე­ბის აგ­რე­სია ჟურ­ნა­ლის­ტებ­ზე გა­ურ­კვე­ვე­ლი მი­ზე­ზის გამო იყო. ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში პირ­ვე­ლად შე­მე­შინ­და ასე ძა­ლი­ან. პო­ლი­ცი­ამ საკ­მა­ოდ შორს დაგვტო­ვა, სა­დღაც ვა­კე­ში, იმის­თვის რომ არ გად­მოვ­სუ­ლი­ყა­ვით აქ­ცი­ა­ზე, თუმ­ცა უნდა გა­ვა­შუ­ქოთ მოვ­ლე­ნე­ბი. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მუ­შა­ო­ბას მე­ტად აპ­რო­ტეს­ტე­ბენ, ვიდ­რე ამ კვი­რე­ულს. რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ, მე და ჩემს ოპე­რა­ტორს ზურა მა­ნა­გა­ძეს მოგ­ვი­ახ­ლოვ­და აქ­ცი­ის ერთ - ერთი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი, რო­მელ­მაც გვთხო­ვა, რომ აღარ მივ­ბრუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვით აქ­ცი­ა­ზე. უნდა აღ­ვნიშ­ნო, რომ ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს არ ჰქო­ნი­ათ აგ­რე­სია. იქ შეკ­რე­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა არა­ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო", - გა­ნა­ცხა­და "რუს­თა­ვი 2" - ის ჟურ­ნა­ლის­ტმა მა­რი­კა გო­ცი­რი­ძე პირ­და­პი­რი ჩარ­თვი­სას.