პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ | Allnews.Ge

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს, დაპირისპირებაა.

აქციის მონაწილეები განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან ჟურნალისტების და ოპერატორების მიმართ.

ფიზიკური შეურაცხყოფა რამდენიმე ტელეკომპანიის წარმომადგენლებს მიაყენეს.

დაშავებულია რამდენიმე მედიასაშუალების წარმომადგენელი, მათ შორის ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ოპერატორი.

პოლიცია ცდილობს ჟურნალისტები და ოპერატორები ტერიტორიიდან განარიდონ.