"ჰანს კლუგემ თქვა, ძალიან კარგად მუშაობთ, ბრავო თქვენო" - რას ამბობს თენგიზ ცერცვაძე პანდემიის მართვასთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკაზე | Allnews.Ge

"ჰანს კლუგემ თქვა, ძალიან კარგად მუშაობთ, ბრავო თქვენო" - რას ამბობს თენგიზ ცერცვაძე პანდემიის მართვასთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკაზე

"ჰანს კლუ­გემ თქვა, ძა­ლი­ან კარ­გად მუ­შა­ობთ, ბრა­ვო თქვე­ნო", - ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ ეთერ­ში "პო­ლიტ-ქა­ლაქ­ში“ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც პან­დე­მი­ის მარ­თვის კუ­თხით კრი­ტი­კულ პო­ზი­ცი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით დას­მულ კი­თხვას უპა­სუ­ხა.

რო­გორც ცერ­ცვა­ძე ამ­ბობს, ენას ძვა­ლი არ აქვს, ყვე­ლა­ფერს იტყვის.

"ვინც სე­რი­ო­ზუ­ლი ადა­მი­ა­ნია და სე­რი­ო­ზუ­ლად ჩა­ი­ხე­და ჩვე­ნი კლი­ნი­კუ­რი ჯგუ­ფის მუ­შა­ო­ბა­ში და კლი­ნი­კურ მარ­თვა­ში, ამას ისი­ნი არ ამ­ბო­ბენ. ჰანს კლუ­გემ, ჯან­მო-ს ევ­რო­პის ბი­უ­როს ხელ­მძღვა­ნელ­მა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში იყო შვი­დი დღე და ჩვენს საქ­მი­ა­ნო­ბას ეც­ნო­ბო­და, შე­მა­ჯა­მე­ბელ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე თქვა, (ძა­ლი­ან არ უყ­ვართ ოპო­ნენ­ტებს ამის მოს­მე­ნა) რომ ძა­ლი­ან კარ­გად მუ­შა­ობთ, ბრა­ვო თქვენ, ბრა­ვო. ეს თქვა ევ­რო­პის პირ­ველ­მა პირ­მა და ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტმა. რო­დე­საც კლუ­გე კარ­გად ეც­ნო­ბა ჩვენ მუ­შა­ო­ბას და ამ­ბობს, ბრა­ვო და კა­ლო­ი­ა­ნი, რო­მელ­საც ერთი დღე არ გა­უ­ტა­რე­ბია კლი­ნი­კა­ში, ერთი ავად­მყო­ფი არ გა­და­ურ­ჩე­ნია, ერთი კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი, ჭკვი­ა­ნუ­რი წი­ნა­და­დე­ბით არ შე­მო­სუ­ლა, რომ ჩვენ გაგ­ვეთ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­ნა. მხო­ლოდ იმას ამ­ბობს, რომ სა­ჭი­როა სის­ტე­მუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი, ამას ყვე­ლა, ნე­ბი­მის­მი­ე­რი იტყვის“, - გა­ნა­ცხა­და ცერ­ცვა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ვახ­ტანგ კა­ლო­ი­ა­ნი, რო­მე­ლიც მა­ღა­ლი რე­პუ­ტა­ცი­ის მქო­ნეა, უსაქ­მუ­რად ჩა­მო­ყა­ლიბ­და.

"კაცი, რო­მე­ლიც არის ცნო­ბი­ლი რე­ა­ნი­მა­ტო­ლო­გი და მა­ღა­ლი რე­პუ­ტა­ცი­ის მქო­ნე, ამ­ჟა­მად ჩა­მო­ყა­ლიბ­და, რო­გორც ტი­პუ­რი უსაქ­მუ­რი, რო­მე­ლიც ლა­პა­რა­კობს და არა­ფერს აკე­თებს. ერთი ადა­მი­ა­ნი გა­და­არ­ჩი­ნე, მერე და­მი­ჯე­ქი და მე­კა­მა­თე. იმ­დე­ნად კარ­გად არის მომ­ზა­დე­ბუ­ლი კლი­ნი­კუ­რი სექ­ტო­რი, ვერ პო­უ­ლო­ბენ რა­მეს რომ თქვან“, - გა­ნა­ცხა­და ცერ­ცვა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ოპო­ნენ­ტე­ბი გულ­ზე სკდე­ბი­ან.

"გულ­ზე სკდე­ბი­ან ამ სი­ტყვის პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით, რომ ჩვე­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი და ჩვე­ნი მარ­თვის მე­თო­დე­ბი წარ­მა­ტე­ბუ­ლია. პირ­და­პირ ვე­რა­ფერს ამ­ბო­ბენ და ასე არა­პირ­და­პი­რი მი­ნიშ­ნე­ბე­ბი აქვთ“ , - გა­ნა­ცხა­და ცერ­ცვა­ძემ.