"პორტალზე ყველა ხარვეზის გამოსწორება ჯერ ვერ მოხერხდა" - როდის შეძლებენ მოქალაქეები ვაქცინაციისთვის რეგისტრაციას | Allnews.Ge

"პორტალზე ყველა ხარვეზის გამოსწორება ჯერ ვერ მოხერხდა" - როდის შეძლებენ მოქალაქეები ვაქცინაციისთვის რეგისტრაციას

ვაქ­ცი­ნა­ცი­ის რე­გის­ტრა­ცი­ის პორ­ტალ­ზე ყვე­ლა ხარ­ვე­ზის გა­მოს­წო­რე­ბა ჯერ ვერ მოხ­და - 150 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ჩარ­თუ­ლია ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პროგ­რა­მა­ში, გახ­სნის ქოლ-ცენ­ტრს და მო­ქა­ლა­ქეს ექ­ნე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბა და­ჯავ­შნოს რიგი, - ამის შე­სა­ხებ ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე თა­მარ გა­ბუ­ნი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, პორ­ტალ­ზე ხარ­ვე­ზის გა­მოს­წო­რე­ბის­თვის მუ­შა­ო­ბა 24-სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. თუმ­ცა, რო­დის შეძ­ლე­ბენ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი პორ­ტა­ლით რე­გის­ტრა­ცი­ას, ზუსტ ვა­დებს გა­ბუ­ნია ვერ ასა­ხე­ლებს.

მისი თქმით, ქოლ-ცენ­ტრე­ბი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პროგ­რა­მა­ში ჩარ­თულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში უახ­ლო­ე­სი 2 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­იხ­სნე­ბა.

„ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს პორ­ტალ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი კი­ბერ­შე­ტე­ვის შემ­დეგ, გუ­შინ რე­გის­ტრა­ცი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პროგ­რა­მა­ზე, რი­გის და­ჯავ­შნის მიზ­ნით, შე­წყდა. 24-სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში მუ­შა­ობს ტექ­ნი­კუ­რი ჯგუ­ფი. გარ­კვე­უ­ლი ხარ­ვე­ზე­ბი გა­მოს­წორ­და, თუმ­ცა, ბო­ლომ­დე, ჯერ­ჯე­რო­ბით, ყვე­ლა ხარ­ვე­ზის გა­მოს­წო­რე­ბა ვერ მო­ხერ­ხდა, ამ­დე­ნად, მუ­შა­ო­ბა გრძელ­დე­ბა და რო­გორც კი დას­რულ­დე­ბა აღ­დგე­ნი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბა ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას და­უ­ყო­ნებ­ლივ მი­ი­ღებს.

ღია სივ­რცე­ში რე­გის­ტრა­ცი­ის გახ­სნა არ ყო­ფი­ლა აქამ­დე და რო­გორც კი დას­რულ­დე­ბა ეს პრო­ცე­სი მო­გახ­სე­ნებთ. გუ­შინ­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი მო­ი­თხო­ვეს ტექ­ნი­კო­სებ­მა იმის­თვის, რომ ხარ­ვე­ზი აღ­მო­ფხვრი­ლი­ყო, რო­გორც ჩანს, და­ზი­ა­ნე­ბა უფრო კომ­პლექ­სუ­რი იყო, ვიდ­რე თა­ვი­დან ეს შე­ფას­და. ამ­დე­ნად, ჯერ­ჯე­რო­ბით პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს, ჩემ­თვის რთუ­ლია ზუს­ტი ვა­დე­ბის და­სა­ხე­ლე­ბა, და­მა­ტე­ბი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი შე­სას­რუ­ლე­ბე­ლია.

რა თქმა უნდა, მა­სი­უ­რი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პროგ­რა­მის და­წყე­ბა ჩვე­ნი მთა­ვა­რი პრი­ო­რი­ტე­ტია და გარ­და იმი­სა, რომ რეს­გის­ტრა­ცი­ის პორ­ტალს ვი­ყე­ნებთ ჩვენ ამ მიზ­ნე­ბის­თვის, არ­სე­ბობს სხვა ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი გზე­ბიც, 150 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ჩარ­თუ­ლია ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პროგ­რა­მა­ში ხვალ-ზეგ გახ­სნის თა­ვი­ანთ ქოლ-ცენ­ტრს, სა­დაც მო­ქა­ლა­ქეს ექ­ნე­ბა იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ უკვე ად­გილ­ზე დარ­ე­კოს და იქვე და­ჯავ­შნოს რიგი. ამას და­ეხ­მა­რე­ბა რე­გის­ტრა­ცი­ის პორ­ტა­ლი და რე­გის­ტრა­ცი­ის პორ­ტა­ლი არ იქ­ნე­ბა ერ­თა­დერ­თი სა­შუ­ა­ლე­ბა რე­გის­ტრა­ცი­ის­თვის,“- გა­ნა­ცხა­და გა­ბუ­ნი­ამ.