"გაოგნებული ვარ საიდან ჩნდება ამხელა აგრესია" - "თბილისი პრაიდის" ერთ-ერთი ორგანიზატორი საპატრიარქოს განცხადებას პასუხობს | Allnews.Ge

"გაოგნებული ვარ საიდან ჩნდება ამხელა აგრესია" - "თბილისი პრაიდის" ერთ-ერთი ორგანიზატორი საპატრიარქოს განცხადებას პასუხობს

ეს გან­ცხა­დე­ბა კი­დევ ერთი წინ­გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯია სა­პატ­რი­არ­ქოს რო­გორც ინ­სტი­ტუ­ცი­ის და­სუს­ტე­ბის­კენ და თვით­მკვლე­ლო­ბის­კენ, - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა “თბი­ლი­სი პრა­ი­დის” კვი­რე­უ­ლის ერთ-ერთი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი თა­მაზ სო­ზაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს გან­ცხა­დე­ბას, რომ­ლის თა­ნახ­მად 5 ივ­ლისს უნდა შე­იკ­რი­ბონ ქა­შუ­ე­თის ტა­ძარ­თან და მსოფ­ლი­ოს აჩ­ვე­ნონ, რომ „გა­დაგ­ვა­რე­ბის თავ­სმოხ­ვე­უ­ლი მცდე­ლო­ბა მი­უ­ღე­ბე­ლია”.

მი­სი­ვე თქმით, 2013 წლის 17-მა მა­ის­მა დიდი ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნა ამ ინ­სტი­ტუ­ცი­ას, რად­გან გა­მო­ა­ჩი­ნა სა­კუ­თა­რი ძა­ლა­დობ­რი­ვი სახე, მაგ­რამ რო­გორც ჩანს, ეს სა­პატ­რი­არ­ქოს­თვის მა­გა­ლი­თი არ აღ­მოჩ­ნდა.

“სა­პატ­რი­არ­ქოს ეს გან­ცხა­დე­ბა კი­დევ ერთხელ აჩ­ვე­ნებს რო­გორ არი­ან აც­დე­ნი­ლი რე­ა­ლურ ქრის­ტი­ა­ნულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს. გად­მო­ი­ღონ სა­ხა­რე­ბა, ახა­ლი ან ძვე­ლი აღ­თქმა და წა­ი­კი­თხონ. გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვარ სა­ი­დან ჩნდე­ბა ამ­ხე­ლა აგ­რე­სია, რო­გორც ჩანს, 2013 წლის 17 მა­ი­სი არ აღ­მოჩ­ნდა მათ­თვის მა­გა­ლი­თი, ეს საქ­ცი­ე­ლი არის პირ­და­პი­რი და­ნა­შა­უ­ლი.

17-მა მა­ის­მა დიდი ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნა ამ ინ­სტი­ტუ­ცი­ას, რად­გან გა­მო­ა­ჩი­ნა სა­კუ­თა­რი ძა­ლა­დობ­რი­ვი სახე. ეს კი­დევ ერთი წინ­გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯია სა­პატ­რი­არ­ქოს, რო­გორც ინ­სტი­ტუ­ცი­ის და­სუს­ტე­ბის­კენ და თვით­მკვლე­ლო­ბის­კენ. არ მახ­სენ­დე­ბა ერთი ღირ­სე­უ­ლი გან­ცხა­დე­ბა და ქმე­დე­ბა, რო­მე­ლიც ამ ინ­სტი­ტუ­ცი­ამ გა­ა­კე­თა. ერ­თე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც ერი­სა და ბე­რის სა­ხე­ლით სა­უბ­რო­ბენ, რაც არის მტკნა­რი სიც­რუე”, - აღ­ნიშ­ნა თა­მაზ სო­ზაშ­ვილ­მა.