რატომ ავადობენ დასასვენებლად წაყვანილი ბავშვები და რა უნდა გაითვალისწინოთ კურორტზე წასვლამდე - პედიატრის რჩევები | Allnews.Ge

რატომ ავადობენ დასასვენებლად წაყვანილი ბავშვები და რა უნდა გაითვალისწინოთ კურორტზე წასვლამდე - პედიატრის რჩევები

ზა­ფხულ­ში, სრულ­ყო­ფი­ლი დას­ვე­ნე­ბის­თვის, მშობ­ლე­ბი ცდი­ლო­ბენ, ბავ­შვე­ბი რო­გორც მთის, ისე ზღვის კუ­რორ­ტებ­ზე წა­იყ­ვა­ნონ. თუმ­ცა, თუ არ გვე­ცო­დი­ნე­ბა იმ თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლე­ბიც კუ­რორ­ტებ­ზე დას­ვე­ნე­ბას ახ­ლავს თან, შე­იძ­ლე­ბა, ბავ­შვის ორ­გა­ნიზმს სარ­გებ­ლის ნაც­ვლად ზი­ა­ნი მო­ვუ­ტა­ნოთ. ალ­ბათ, ხში­რად გსმე­ნი­ათ მშობ­ლე­ბის­გან, რომ ბავ­შე­ბი ზუს­ტად მა­შინ უხ­დე­ბათ ავად, როცა და­სას­ვე­ნებ­ლად მიჰ­ყავთ. პე­დი­ატ­რე­ბის თქმით, ამას მრა­ვა­ლი ფაქ­ტო­რი გა­ნა­პი­რო­ბებს, თუმ­ცა ძი­რი­თა­დი - კლი­მა­ტის სწრა­ფი ცვლი­ლე­ბის გამო ადაპ­ტა­ცი­ის პრო­ცე­სის­გან გა­მოწ­ვე­უ­ლი გარ­თუ­ლე­ბე­ბია.

სა­ზა­ფხუ­ლო დას­ვე­ნე­ბას­თან და­კავ­შრე­ბულ აქ­ტუ­ა­ლურ სა­კი­თხებ­ზე პე­დი­ატრს, ბავ­შვთა ალერ­გო­ლოგს, მე­დი­ცი­ნის დოქ­ტორს, ავერ­სის პე­დი­ატ­რი­უ­ლი რე­ზი­დენ­ტუ­რის ხელ­მძღვა­ნელს ილო­ნა ხი­ზა­ნე­იშ­ვილს ვე­სა­უბ­რეთ:

- ალ­ბათ, თქვენ­თა­ნაც არა­ერ­თხელ და­უ­ჩივ­ლი­ათ მშობ­ლებს, რომ ბავ­შვი ავად მა­ინ­ცდა­მა­ინც მა­შინ უხ­დე­ბათ, როცა და­სას­ვე­ნებ­ლად მიჰ­ყავთ. რა­ტომ ხდე­ბა ასე?

- კუ­რორ­ტებ­ზე წა­სულ მშობ­ლებს მარ­თლაც ხში­რად ექ­მნე­ბათ პრობ­ლე­მე­ბი ბავ­შვის ჯან­მრთე­ლო­ბის, მდგო­მა­რე­ო­ბის გამო, ამას მრა­ვა­ლი მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს. ერთ-ერთი მთა­ვა­რი ადაპ­ტა­ცი­ის პე­რი­ო­დის სიფრ­თხი­ლით გავ­ლაა. ადაპ­ტა­ცია არის ორ­გა­ნიზ­მის შე­გუ­ე­ბა გა­რე­მო პი­რო­ბებ­თან, გა­რე­მო­სა და გან­სა­კუთ­რე­ბით კლი­მა­ტის შეც­ვლის პი­რო­ბებ­ში ორ­გა­ნიზ­მი იწყებს ფი­ზი­ო­ლო­გი­ურ ადაპ­ტა­ცი­ას, ახა­ლი გა­რე­მო ფაქ­ტო­რე­ბის მი­მართ, ეს ერ­თგვა­რი სტრე­სია ორ­გა­ნიზ­მის­თვის, მას ახ­ლავს ორ­გა­ნიზ­მის დაც­ვი­თი ძა­ლე­ბის და­სუს­ტე­ბაც, ნაკ­ლე­ბად მდგრა­დი ხდე­ბა ახა­ლი და უცხო ან­ტი­გე­ნე­ბის მი­მართ, თუმ­ცა ეს დრო­ე­ბი­თია, ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი ადაპ­ტა­ცი­ის მე­ქა­ნიზ­მე­ბი არ­ცი­სე მარ­ტი­ვია, მას­ში ჩარ­თუ­ლია ორ­გა­ნიზ­მის ჰო­მე­ოს­ტა­ზი, ეს ერ­თგვა­რი სტრე­სია, თუმ­ცა ტრან­ზი­ტო­რუ­ლია, ორ­გა­ნიზ­მის გა­კა­ჟე­ბაც სწო­რედ ამას ეფუძ­ნე­ბა, ადაპ­ტა­ცი­უ­რი მე­ქა­ნიზ­მე­ბის მოქ­ნი­ლო­ბას, სხვა­დას­ხვა გა­რე­მო­სა და კლი­მატ­თან შე­გუ­ე­ბას, ამან არ უნდა შეგ­ვა­ში­ნოს, პი­რი­ქით გა­ვახ­ში­როთ და გა­კა­ჟე­ბულ ბავ­შვსაც მი­ვი­ღებთ, თუმ­ცა მცი­რე ასაკ­ში სა­ჭი­როა სიფრ­თხი­ლე და ზო­მი­ე­რე­ბა...

kids-beaches-children-playing-in-sand-1625305659.jpg

- ახალ კლი­მატ­თან ჰარ­მო­ნი­ა­ში მო­საყ­ვა­ნად ფი­ზი­ო­ლო­გი­ურ ადაპ­ტა­ცი­ას 2-3 დღე სჭირ­დე­ბა, ხოლო გა­რე­მოს­თან შე­სა­გუ­ებ­ლად ბავ­შვს 5-7 დღე. უცხო სა­ხე­ე­ბი, ნივ­თე­ბი, ცხო­ვე­ლე­ბი, კვე­ბის რე­ჟი­მის შეც­ვლა, ძი­ლის დარ­ღვე­ვა. თუ შო­რე­უ­ლი მოგ­ზა­უ­რო­ბაა, იც­ვლე­ბა ბი­ო­ლო­გი­უ­რი სა­ა­თი, ძილ-ღვი­ძი­ლის დარ­ღვე­ვა, შივ­დე­ბა არა­ა­დექ­ვა­ტურ დროს ან უარს ამ­ბობს კვე­ბა­ზე. არის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ან პი­რი­ქით მო­დუ­ნე­ბუ­ლი და ძი­ლი­ა­ნი, კი­დევ ვი­მე­ო­რებ, ამან არ შეგ­ვა­ში­ნოს, ეს ადაპ­ტა­ცი­ის პე­რი­ო­დია, თუმ­ცა ძა­ლი­ან არ უნდა გა­ხან­გრძლივ­დეს, 3 დღის შემ­დეგ აგ­ზნე­ბა ან ძი­ლი­ა­ნო­ბა უნდა მო­იხ­სნას ან თან­და­თან შემ­ცირ­დეს ....

აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე თუ გვინ­და კლი­მა­ტის შეც­ვლით სარ­გე­ბე­ლი მი­ვი­ღოთ 2-3 კვი­რა უნდა და­ვა­ყოვ­ნოთ ბავ­შვი ახალ გა­რე­მო­ში. მა­გა­ლი­თის­თვის: მა­ღალმთი­ან კუ­რორ­ტებ­ზე - ბახ­მა­რო, გო­მის მთა, ბე­შუ­მი, ბა­კუ­რი­ა­ნი, აქ­ტი­ურ­დე­ბა სის­ხლმბა­დი ორ­გა­ნო­ე­ბი და 3 კვი­რა­ში ხდე­ბა სის­ხლის ფორ­მი­ა­ნი ელე­მენ­ტე­ბის გა­ნახ­ლე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად იმუ­ნი­ტე­ტის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა, გა­ნახ­ლე­ბა... რაც შე­ე­ხე­ბა დე­ზა­დაპ­ტა­ცი­ას, ანუ დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ ძველ გა­რე­მოს­თან შე­გუ­ე­ბას, პრო­ცე­სი ისევ ისე­თი­ვე პე­რი­ო­დე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რო­გორც ადაპ­ტა­ცი­ის დროს.

211957179-402997521043159-1583575071727598155-n-44911-1625305677.jpg

- რა უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ მშობ­ლებ­მა, ვიდ­რე ბავ­შვს ზღვის კუ­რორტზე წა­იყ­ვა­ნენ და ჯან­მრთე­ლო­ბის რო­მე­ლი პრობ­ლე­მე­ბია და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ამ სა­კუ­რორ­ტე ზო­ნა­ში?

- ზა­ფხულ­ში დე­დებ­საც და ბავ­შვებ­საც მე­ტად ზღვის კუ­რორ­ტე­ბი იზი­დავს, ზღვა, მზე, პლა­ჟი.. ნამ­დვი­ლად მიმ­ზიდ­ვე­ლია. მარ­თლაც დი­დია სარ­გე­ბე­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბით ურე­კი-გრი­გო­ლე­თის ზოლ­ზე, სა­დაც ქვი­შა მაგ­ნე­ტიტს შე­ი­ცავს და ფას­და­უ­დე­ბე­ლია ძვალ­სახ­სრო­ვა­ნი სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის. ასე­ვე, ზღვის ჰა­ე­რი გა­ჯე­რე­ბუ­ლია მიკ­რო­ე­ლე­მენ­ტე­ბით, მათ შო­რის იო­დით, ინ­სო­ლა­ცია ასე­ვე დ ვი­ტა­მი­ნის უხვი წყა­როა, ამი­ტომ ხში­რად გვე­კი­თხე­ბი­ან პე­დი­ატ­რებს, რა საფრ­თხე­ბი შე­იძ­ლე­ბა ახ­ლდეს ამ მოგ­ზა­უ­რო­ბას, რო­გორ მო­ვემ­ზა­დოთ, რა პრე­ვენ­ცი­უ­ლი ზო­მე­ბი მი­ვი­ღოთ. პირ­ველ რიგ­ში, არ­ცერთ კუ­რორტზე უნდა წა­ვიყ­ვა­ნოთ ბავ­შვი, როცა რო­მე­ლი­მე და­ა­ვა­დე­ბის მწვა­ვე ფა­ზაა, გან­სა­კუთ­რე­ბის ბრონ­ქუ­ლი ას­თმის გამ­წვა­ვე­ბა, ენ­დო­კარ­დი­ტი, ცხე­ლე­ბა, ნაწ­ლა­ვუ­რი ინ­ფექ­ცია... ხოლო პრე­ვენ­ცი­ის­თვის სა­ჭი­როა თან ვი­ქო­ნი­ოთ სა­ო­ჯა­ხო აფ­თი­ა­ქი, რო­მე­ლიც პე­დი­ატრთან იქ­ნე­ბა შე­თან­ხმე­ბუ­ლი.

ჩემი პრაქ­ტი­კი­დან, ძი­რი­თად და­ა­ვა­დე­ბე­ბი, რაც ზღვა­ზე დას­ვე­ნე­ბას ახ­ლავს, არის: ცხე­ლე­ბა ვირუ­სუ­ლი ან ბაქ­ტე­რი­უ­ლი და­ვა­ა­დე­ბე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი, ღე­ბი­ნე­ბა, ფა­ღარ­თი, დერ­მა­ტი­ტე­ბი, დამ­წვრო­ბა, არა­ფერს ვი­ტყვი თერ­მულ და­ზი­ა­ნე­ბა­ზე რა­საც მზის დაკ­ვრას ვე­ძა­ხით. ის, რომ ბავ­შვი უნდა მო­ვა­რი­დოთ მზის პირ­და­პირ დას­ხი­ვე­ბას, ყვე­ლამ ვი­ცით. მზის რა­დი­ა­ცია ძლი­ერ­დებს 11 დან 17 სა­ა­თამ­დე , ამ დროს მოკ­ლე­ტალ­ღუ­რი ულტრა­ი­ის­ფე­რი გა­მოს­ხი­ვე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით ძლი­ერ­დე­ბა, რაც სა­შიშ­რო­ე­ბას ქმნის რო­გორც ბავ­შვის, ასე­ვე მოზ­რდი­ლი­სათ­ვის.

bn-tl451-workfa-p-20170515171831-1625305716.jpg

ჩრდილ­ში, ქოლ­გის ქვეშ ჯდო­მა, სი­თხის მი­ღე­ბა (წყლის) და თეთ­რი ქუდი სა­ვალ­დე­ბუ­ლოა, ხაზს ვუს­ვამ წყლის და არა ტკბი­ლი ან გა­ზი­ა­ნი სას­მე­ლე­ბის მი­ღე­ბას, მინ­და გა­გაფრ­თხი­ლოთ, რომ შაქ­რით გა­ჯე­რე­ბუ­ლი სი­თხის მი­ღე­ბა კი­დევ სხვა პრობ­ლე­მას ქმნის მზის ქვეშ, სი­თხე ორ­თქლდე­ბა, ორ­გა­ნიზ­მში იმა­ტებს შაქ­რის დონე, ორ­გა­ნიზ­მი ისევ ითხოვს სი­თხეს, თუ ამ დროს ისევ და ისევ ტკბი­ლი ან გა­ზი­ა­ნი სას­მე­ლით შე­ვივ­სე­ბით, კონ­ტროლს დავ­კარ­გავთ და შე­იძ­ლე­ბა ჰი­პერ­გლი­კე­მი­უ­რი კომა მი­ვი­ღოთ, ანუ სის­ხლში შაქ­რის უსა­ზღვროდ გაზ­რდი­ლი რა­ო­დე­ნო­ბა... სა­შიშ­რო­ე­ბა იქ­მნე­ბა, როცა პა­ტა­რე­ბი სი­ლის ან ქვი­შის ”გე­მოს გა­სინ­ჯვას“ ცდი­ლო­ბენ, ეს ბუ­ნებ­რი­ვია, აინ­ტე­რე­სებთ, ჯან­სა­ღი ინ­სტიქ­ტია, თუმ­ცა ამან შე­იძ­ლე­ბა მძი­მე ნაწ­ლა­ვუ­რი ინ­ფექ­ცია გა­მო­იწ­ვი­ოს, ამი­ტომ პა­ტა­რა დავ­სვათ ფარ­დაგ­ზე, თან ვი­ქო­ნი­ოთ სუფ­თა წყა­ლი და ხში­რად გა­და­ვავ­ლოთ ხე­ლებ­ზე.

- რაც შე­ე­ხე­ბა მთის კუ­რორ­ტებს, აქ რა საფრ­თხე­ებს შე­იძ­ლე­ბა წა­ვა­წყდეთ და რო­გორ უნდა მო­იქ­ცეს მშო­ბე­ლი, რომ მთის კუ­რორ­ტის­გან მი­ღე­ბუ­ლი სარ­გე­ბე­ლი რაც შე­იძ­ლე­ბა მა­ღა­ლი იყოს?

- მთა­ში ტემ­პე­რა­ტუ­რა შე­და­რე­ბით და­ბა­ლია, თუმ­ცა ცვა­ლე­ბა­დი, ეს სა­ხარ­ბი­ე­ლო არ არის იმით რომ, ტა­ნი­სა­მო­სის ხშირ ცვლი­ლე­ბას ითხოვს და გა­და­ცი­ე­ბის სა­შიშ­რო­ე­ბა მთა­ში მა­ღა­ლია, ჰა­ე­რი მშრა­ლია, სუფ­თა და აე­რო­ი­ო­ნე­ბით გა­ჯე­რე­ბუ­ლი, ასე­ვე ფი­ტონ­ცი­დე­ბით (ბუ­ნებ­რი­ვი ან­ტი­სეპ­ტი­კე­ბი), ატ­მოს­ფე­რუ­ლი წნე­ვა მა­ღა­ლია, გან­სა­კუთ­რე­ბით უნდა ვე­რი­დოთ გა­და­ცი­ვე­ბას, ტრავ­მებს, მწე­რის, ქვე­წარ­მავ­ლის კბე­ნას, ალერ­გი­ულ და­ა­ვა­დე­ბებს.

თუ ბავ­შვს ერთხელ მა­ინც ჰქონ­და ანა­ფი­ლაქ­სი­ის ან ან­გი­ო­ნევ­რო­ზუ­ლი შე­შუ­პე­ბის შემ­თხვე­ვა, უნდა ვი­ყოთ ძა­ლი­ან მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი, ვი­ცო­დეთ, არის თუა არა მწე­რის კბე­ნის სა­შიშ­რო­ე­ბა, სა­უ­კე­თე­სო ვა­რი­ან­ტია აუ­ტო­ი­ნექ­ტო­რე­ბის ტა­რე­ბა, რაც დო­ზი­რე­ბულ ად­რე­ნა­ლინს შე­ი­ცავს, მისი გა­მო­ყე­ნე­ბა მო­მენ­ტა­ლუ­რად აგ­ვა­რი­დებს ანა­ფი­ლაქ­სი­ის მძი­მე შე­დეგს. ტრავ­მე­ბის დროს ჭრი­ლო­ბა ჩა­მოვ­ბა­ნოთ საპ­ნი­ა­ნი წყლით (მხო­ლოდ წყლით არა) და­ვა­მუ­შა­ვოთ ბე­ტა­დი­ნის ხსნა­რით, და­ვა­ფა­როთ სტერ­ლუ­რი ბინ­ტი (არამ­ცდა­რამც ბამ­ბა), თან გვქონ­დეს ან­ტი­ბი­ო­ტი­კის შემ­ცვე­ლი მა­ლა­მო. გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ აც­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა, თუ ბავ­შვს კა­ლენ­და­რუ­ლი აც­რე­ბი ჩა­ტა­რე­ბუ­ლი აქვს სრულ­ყო­ფი­ლად, მას ქვე­წარ­მავ­ლის კბე­ნის ან ჭრი­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში და­მა­ტე­ბით 10 წლამ­დე ტე­ტა­ნუ­სის აცრა არ დას­ჭირ­დე­ბა, თუმ­ცა მა­ინც და­ვუ­კავ­შირ­დეთ პე­დი­ატრს, უნდა გვქონ­დეს მას­თან სა­ტე­ლე­ფო­ნო კო­მუ­ნი­კა­ცია...

- და ბო­ლოს, რა არის თქვე­ნი მთა­ვა­რი რე­კო­მენ­და­ცია მშობ­ლე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც გეგ­მა­ვენ სა­კუ­თა­რი შვი­ლე­ბი და­სას­ვე­ნებ­ლად წა­იყ­ვა­ნონ?

- არ დაგ­ვა­ვი­წყდეს სა­აფ­თი­ა­ქო ჩან­თა, რო­მე­ლიც ჩვენ­თვის ფას­და­უ­დე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდე­ბა სა­ჭი­რო­ე­ბის დროს, მას­ში უნდა იყოს: სი­ცხის დამ­წე­ვი, ღე­ბი­ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო და ან­ტი­სა­ფა­ღა­რა­თო მე­დი­კა­მენ­ტე­ბი, მიკ­რო-ოყნა, ბე­ტა­დი­ნის ხსნა­რი, სტე­რი­ლუ­რი ბინ­ტი, ან­ტი­ბი­ო­ტი­კის შემ­ცვე­ლი მა­ლა­მო, რო­მე­ლი­მე ან­ტი­ჰის­ტა­მი­ნის შემ­ცვე­ლი მა­ლა­მო და და­სა­ლე­ვი სირო­ფი.