რამდენი გველი დაიჭირეს იანვრიდან დღემდე თბილისში? - "დაკბენის ან სიკვდილიანობის შესახებ ინფორმაცია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში არ შემოსულა" | Allnews.Ge

რამდენი გველი დაიჭირეს იანვრიდან დღემდე თბილისში? - "დაკბენის ან სიკვდილიანობის შესახებ ინფორმაცია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში არ შემოსულა"

2021 წლის იან­ვრი­დან დღემ­დე, თბი­ლის­ში 234 ქვე­წარ­მა­ვა­ლი და­ი­ჭი­რეს. ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის“ მიერ ცხო­ველ­თა მო­ნი­ტო­რინ­გის სა­ა­გენ­ტო­დან გა­მო­თხო­ვილ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

სტა­ტის­ტი­კის მი­ხედ­ვით, ყვე­ლა­ზე მეტი ქვე­წარ­მა­ვა­ლი გა­ზა­ფხუ­ლის ბო­ლოს და ზა­ფხუ­ლის და­სა­წყის­ში და­ი­ჭი­რეს. კერ­ძოდ, მა­ის­ში - 79 ქვე­წარ­მა­ვა­ლი, (რაც წინა წლის მაჩ­ვე­ნე­ბელს 24-ით ჩა­მორ­ჩე­ბა), ივ­ნის­ში კი, დღე­ვან­დე­ლი დღის ჩათ­ვლით, 145 ქვე­წარ­მა­ვა­ლი და­ი­ჭი­რეს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ წინა წლის ივ­ნის­ში 141 ქვე­წარ­მა­ვა­ლი და­ი­ჭი­რეს.

ერ­თე­უ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი გა­მოვ­ლინ­და გა­ზა­ფხუ­ლის და­სა­წყის­შიც - 2 ქვე­წარ­მა­ვა­ლი და­ი­ჭი­რეს აპ­რილ­ში, 8 ქვე­წარ­მა­ვა­ლი მარ­ტში.

მიმ­დი­ნა­რე წელს დაკ­ბე­ნის ან სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ცხო­ველ­თა მო­ნი­ტო­რინ­გის სა­ა­გენ­ტო­ში არ შე­სუ­ლა.