რა ქონებით ტოვებს თამარ ჟვანია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტს | Allnews.Ge

რა ქონებით ტოვებს თამარ ჟვანია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ ჟვანია სოციალურ ქსელში წერს და განმარტავს, რომ უფლებამოსილების შესრულებას 1-ლი ივლისიდან აღარ გააგრძელებს.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ქონებით ტოვებს პოსტს თამარ ჟვანია.

2020 წლის 28 ნოემბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 2019 წელს, თამარ ჟვანიამ ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე ხელფასის სახით, 113 697 ლარი აიღო. ხოლო საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში ლექტორის სტატუსით - 1617 ლარი.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, თამარ ჟვანია ფლობს 61,1 კვ.მ ბინას თბილისში, რომელშიც 2019 წელს 44 000 აშშ დოლარი გადაიხადა. ასევე, 117000 აშშ დოლარად შეძენილ 148,99 კვ.მ ბინას დედაქალაქში. განაგრძეთ კითხვა