ისტორიაში პირველად, ტრანსგენდერი ქალი "მის ნევადა 2021" გახდა - ვინ არის კატალუნა, რომელიც 21 კონკურსანტს შორის სილამაზის დედოფლად აღიარეს (ფოტოები) | Allnews.Ge

ისტორიაში პირველად, ტრანსგენდერი ქალი "მის ნევადა 2021" გახდა - ვინ არის კატალუნა, რომელიც 21 კონკურსანტს შორის სილამაზის დედოფლად აღიარეს (ფოტოები)

ტრანსგენ­დე­რი ქალი "მის ნე­ვა­და 2021" გახ­და და ეს არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც აღ­ნიშ­ნულ კონ­კურსს ტრანსგენ­დე­რი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ჰყავს. 27 წლის კა­ტა­ლუ­ნა ენ­რი­კე­სი 21 კონ­კურ­სანტს შო­რის ყვე­ლა­ზე მომ­ხიბ­ვლე­ლად აღი­ა­რეს (კონ­კურ­სის ოფი­ცი­ა­ლუ­რი სა­ხელ­წო­დე­ბაა - Miss Silver State USA).

კონ­კურ­სზე მას ცი­სარ­ტყე­ლას ფე­რე­ბის კაბა ეცვა, ხოლო კონ­კურ­სის შემ­დეგ, "ინ­სტაგ­რამ­ზე" ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა და და­წე­რა - "ყვე­ლას უნდა ჰქონ­დეს შან­სი, რომ თა­ვი­სი ფე­რე­ბი გა­ავ­რცე­ლოს.“

misnevada-41834-1625046220.jpg

ამ გა­მარ­ჯვე­ბის შე­დე­გად ენ­რი­კე­სი ახლა უკვე "მის ამე­რი­კის" კონ­კურ­სან­ტი გახ­და და რო­გორც გა­მო­ცე­მა People წერს, ის იქ­ნე­ბა პირ­ვე­ლი ტრანსგენ­დე­რი ქალი, რო­მე­ლიც ამ კონ­კურ­სზე მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღებს. მსგავ­სი რამ აქამ­დე არ მომ­ხდა­რა.

გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ, ენ­რი­კეს­მა მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და იმ ქა­ლებს, რომ­ლებ­თან ერ­თა­დაც მუ­შა­ობ­და კონ­კურ­სის გან­მავ­ლო­ბა­ში, სპონ­სო­რებს, რომ­ლე­ბიც მხარს უჭერ­დნენ. ასე­ვე მის ნე­ვა­და 2021-მა გა­ამ­ხნე­ვა LGBTQ თე­მის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

kataluna1-40915-1625046254.jpg

View this post on Instagram A post shared by Kataluna Enriquez (@mskataluna)"თქვენ ყო­ველ­თვის ჩემს გულ­ში ხართ. ჩემი გა­მარ­ჯვე­ბა ჩვე­ნი გა­მარ­ჯვე­ბაა. ჩვენ ის­ტო­რია დავ­წე­რეთ“, - წერს კა­ტა­ლუ­ნა. "მის ნე­ვა­დამ“ ასე­ვე უპა­სუ­ხა ჰო­მო­ფო­ბი­უ­რი კო­მენ­ტა­რე­ბის ავ­ტო­რებს:

"მე მსხვერ­პლი აღარ ვიქ­ნე­ბი, მე მე­ო­მა­რი ვარ...#იყა­ვი­შე­სამ­ჩნე­ვი“, - ასე პა­სუ­ხობს კა­ტა­ლუ­ნა "ჰე­ი­თე­რებს.“

kataluna6-41562-1625046294.jpg

გარ­და იმი­სა, რომ კა­ტა­ლუ­ნა ენ­რი­კე­სი მო­დე­ლია, ასე­ვე მას აქვს სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სი და არის დი­ზა­ი­ნე­რი.