ისტორიაში პირველად, ტრანსგენდერი ქალი "მის ნევადა 2021" გახდა - ვინ არის კატალუნა, რომელიც 21 კონკურსანტს შორის სილამაზის დედოფლად აღიარეს (ფოტოები)
ტრანსგენდერი ქალი "მის ნევადა 2021" გახდა და ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც აღნიშნულ კონკურსს ტრანსგენდერი გამარჯვებული ჰყავს. 27 წლის კატალუნა ენრიკესი 21 კონკურსანტს შორის ყველაზე მომხიბვლელად აღიარეს (კონკურსის ოფიციალური სახელწოდებაა - Miss Silver State USA).
კონკურსზე მას ცისარტყელას ფერების კაბა ეცვა, ხოლო კონკურსის შემდეგ, "ინსტაგრამზე" ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა - "ყველას უნდა ჰქონდეს შანსი, რომ თავისი ფერები გაავრცელოს.“

ამ გამარჯვების შედეგად ენრიკესი ახლა უკვე "მის ამერიკის" კონკურსანტი გახდა და როგორც გამოცემა People წერს, ის იქნება პირველი ტრანსგენდერი ქალი, რომელიც ამ კონკურსზე მონაწილეობას მიიღებს. მსგავსი რამ აქამდე არ მომხდარა.
გამარჯვების შემდეგ, ენრიკესმა მადლობა გადაუხადა იმ ქალებს, რომლებთან ერთადაც მუშაობდა კონკურსის განმავლობაში, სპონსორებს, რომლებიც მხარს უჭერდნენ. ასევე მის ნევადა 2021-მა გაამხნევა LGBTQ თემის წარმომადგენლები.

View this post on Instagram A post shared by Kataluna Enriquez (@mskataluna)"თქვენ ყოველთვის ჩემს გულში ხართ. ჩემი გამარჯვება ჩვენი გამარჯვებაა. ჩვენ ისტორია დავწერეთ“, - წერს კატალუნა. "მის ნევადამ“ ასევე უპასუხა ჰომოფობიური კომენტარების ავტორებს:
"მე მსხვერპლი აღარ ვიქნები, მე მეომარი ვარ...#იყავიშესამჩნევი“, - ასე პასუხობს კატალუნა "ჰეითერებს.“

გარდა იმისა, რომ კატალუნა ენრიკესი მოდელია, ასევე მას აქვს საკუთარი ბიზნესი და არის დიზაინერი.