"ლა­შას ნამ­დვი­ლად სჭირ­დე­ბა დახ­მა­რე­ბა. წინასწარ ვიღებდით სკეტჩებს, რომ მაყურებელს არაფერი ეგრძნო" - რას ამბობს ვახო ბიჭიკაშვილი ლაშა გაბუნიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე | Allnews.Ge

"ლა­შას ნამ­დვი­ლად სჭირ­დე­ბა დახ­მა­რე­ბა. წინასწარ ვიღებდით სკეტჩებს, რომ მაყურებელს არაფერი ეგრძნო" - რას ამბობს ვახო ბიჭიკაშვილი ლაშა გაბუნიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

"კო­მე­დი შოუს" მსა­ხი­ობს, ლაშა გა­ბუ­ნი­ას სა­ზო­გა­დო­ე­ბის დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბა. მისი მე­გობ­რე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ვეყ­ნე­ბენ ტექსტს, სა­დაც ვკი­თხუ­ლობთ, რომ მა­მა­კა­ცი სას­წრა­ფოდ ძვი­რა­დღი­რე­ბულ ოპე­რა­ცი­ას სა­ჭი­რო­ებს.

დე­ტა­ლე­ბის გა­სარ­კვე­ვად Ambebi.ge ვახო ბი­ჭი­კაშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და:

- და­ახ­ლო­ე­ბით ორი წე­ლია, რაც ლა­შას ეს პრობ­ლე­მე­ბი აღ­მო­აჩ­ნდა. არა­ერ­თი ოპე­რა­ცია გა­ი­კე­თა, თურ­ქეთ­შიც გა­კეთ­და ოპე­რა­ცია, შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­შიც, მაგ­რამ ეს ფაქ­ტობ­რი­ვად უშე­დე­გო აღ­მოჩ­ნდა. პრობ­ლე­მა აქვს კი­დევ, რო­მე­ლიც თურ­ქეთ­ში უნდა მოგ­ვარ­დეს.

- ლაშა ეკ­რა­ნი­დან არც გამ­ქრა­ლა, რო­გორ ახერ­ხებ­და მუ­შა­ო­ბას?

- ისეთ მო­მენ­ტში და­ი­წყო მისი ვარ­კვლა­ვუ­რი აღ­მას­ვლა, როცა ბევ­რი პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნა. ვი­ცო­დით, რომ ლაშა ხში­რად ვერ მო­ა­ხერ­ხებ­და მოს­ვლას. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ატა­რებ­და დიდ დროს, წი­ნას­წარ ვი­ღებ­დით სკეტ­ჩებს და თვე­ებ­ზე ვა­ნა­წი­ლებ­დით, რომ მა­ყუ­რე­ბელს ეს არ ეგ­რძნო. ლა­შას ნამ­დვი­ლად სჭირ­დე­ბა დახ­მა­რე­ბა.

187119555-4268489949836188-8207925093192969774-n-67624-1625027521.jpg

ლაშა გა­ბუ­ნი­ას შე­სა­ხებ პოს­ტი სა­ზღვარ­გა­რეთ მკურ­ნა­ლო­ბის სერ­ვის­მაც გა­ავ­რცე­ლა.

მათი ცნო­ბით, გა­ბუ­ნია რამ­დე­ნი­მე წლის წინ ავა­რი­ა­ში მოჰ­ყვა, რა­მაც მისი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი გა­მო­იწ­ვია.

"ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რელ მსა­ხი­ობს, რო­მე­ლიც მუდ­მი­ვად ჩვენს გან­წყო­ბა­ზე ზრუ­ნავს დღეს ჩვე­ნი დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბა" -რამ­დე­ნი­მე წლის წინ სა­ბე­დის­წე­რო დღე დად­გა ლაშა გა­ბუ­ნი­ას­თვის, ავა­რი­ის შე­დე­გად ლა­შამ ხერ­ხე­მა­ლი და­ი­ზი­ა­ნა, იმ მო­მენ­ტში თით­ქოს ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზე იყო, მაგ­რამ და­ა­ვა­დე­ბამ წლე­ბის შემ­დეგ იჩი­ნა თავი... ლა­შას ხერ­ხე­მალ­ზე რამ­დე­ნი­მე თი­ა­ქა­რი ჰქონ­და, რო­მე­ლიც ძლი­ერ ტკი­ვი­ლებს იწ­ვევ­და...

პირ­ველ რიგ­ში კის­რის მა­ლის ოპე­რა­ცია ჩა­ტარ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში, ოპე­რა­ცია წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­და თუმ­ცა აუ­ცი­ლე­ბე­ლი გახ­და მე-4 და მე-5 მა­ლა­ზე ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა... კომ­პა­ნია მე­დი­ცენ­ტრის დახ­მა­რე­ბით ლაშა მოხ­ვდა თურ­ქე­თის ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში სა­დაც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ექი­მე­ბის ჩა­რე­ვით გა­უ­კეთ­და ოპე­რა­ცია... მი­უ­ხე­და­ვად ექი­მე­ბის დიდი მონ­დო­მე­ბი­სა და მცდე­ლო­ბი­სა, დღეს ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა სა­ჭი­როა მე 7და მე 8 მა­ლა­ზეც...

191347316-4291372477547935-8337524470403557171-n-67641-1625027593.jpg

სამ­წუ­ხა­როდ, პრობ­ლე­მას თავი ვერ ავა­რი­დეთ და სა­ბო­ლოო გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბამ­დე სულ ცოტა დაგ­ვრჩა... გა­მარ­ჯვე­ბა დღეს ლა­შას­თვის 25 000 ღირს ( ოპე­რა­ცია და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია) დღეს ლა­შას ყვე­ლა­ზე მე­ტად ვჭირ­დე­ბით, ყვე­ლა ნაც­ნო­ბი და უცხო ადა­მი­ა­ნი უნდა გა­ვერ­თი­ან­დეთ და ლა­შას გა­მარ­ჯვე­ბა ერ­თად ვი­ზე­ი­მოთ... თქვე­ნი იმე­დი გვაქვს..." - წე­რია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დახ­მა­რე­ბის მრუს­ვე­ლებს თან­ხის ჩა­რი­ცხვა შე­უძ­ლი­ათ ან­გა­რი­შებ­ზე:

GE24BG0000000100883773

GE56TB7063545064300028

მიმ­ღე­ბი ლაშა გა­ბუ­ნია