"ხენდრო და უბედურება“ - რას წერს გერმანული გამოცემა ქვეყანაში სამუშაოდ ჩასული ქართველების საცხოვრებელ პირობებზე? | Allnews.Ge

"ხენდრო და უბედურება“ - რას წერს გერმანული გამოცემა ქვეყანაში სამუშაოდ ჩასული ქართველების საცხოვრებელ პირობებზე?

"სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კონ­ტე­ი­ნე­რე­ბი არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ტო­ვებს: ფან­ჯრე­ბი მტკი­ცე­დაა ჩაგ­მა­ნუ­ლი, სი­ნეს­ტეა, ია­ტაკ­ზე და ჭერ­ზე წვე­თე­ბი მო­ჩანს, სან­ტექ­ნი­კა მოშ­ლი­ლია...“, - ასე იწყე­ბა გერ­მა­ნულ გა­ზეთ "ზი­უდ­დო­ი­ჩე ცა­ი­ტუნ­გში" («Süddeutsche Zeitung») გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სტა­ტია, სა­თა­უ­რით: "ხენ­დრო და უბე­დუ­რე­ბა“, რო­მელ­შიც გერ­მა­ნი­ა­ში სა­მუ­შა­ოდ წა­სუ­ლი ქარ­თვე­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბია გად­მო­ცე­მუ­ლი (ავ­ტო­რი - კლა­უ­დია ჰენზლე­რი).

"ივ­ნი­სის და­სა­წყის­ში ხენ­დროს მო­სავ­ლის ასა­ღე­ბად ფრის­დრის­ჰა­ფენ­ში, ბა­დე­ნის ტბას­თან მდე­ბა­რე ფერ­მა­ში სა­მუ­შა­ოდ მყოფ­მა ქარ­თვე­ლებ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვი­დე­ო­ე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნეს, რომ­ლის შე­დე­გად ჩნდე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ 24 ქალს და მა­მა­კაცს საკ­მა­ოდ არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო ცხოვ­რე­ბის პი­რო­ბე­ბი აქვთ.

ბოლო წლებ­ში არა­ერ­თხელ ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, რომ სე­ზო­ნურ სა­მუ­შა­ო­ებ­ზე და­საქ­მე­ბუ­ლი უცხო­ე­ლე­ბის ექ­სპლო­ა­ტა­ცია გერ­მა­ნე­ლი ფერ­მე­რე­ბის მიერ კა­ნონ­დარ­ღვე­ვე­ბით ხდე­ბო­და და მათ ღირ­სე­უ­ლად არ ექ­ცე­ოდ­ნენ. გერ­მა­ნელ ფერ­მერ­თა ასო­ცი­ა­ცი­ა­ში ხაზს უს­ვამ­დნენ, რომ ეს მხო­ლოდ ერ­თე­უ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი­აო, მაგ­რამ განა მარ­თლაც ასეა? იქ­ნებ შეც­დო­მე­ბი თვი­თონ სა­მუ­შა­ო­თა სის­ტე­მა­შია?

სა­ქარ­თვე­ლო­დან გერ­მა­ნი­ა­ში სა­მუ­შა­ოდ წას­ვლის სურ­ვი­ლი თით­ქმის 90 ათას­მა ადა­მი­ან­მა გა­ნა­ცხა­და იმ შე­თან­ხმე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, რო­მე­ლიც ქარ­თულ­მა და გერ­მა­ნულ­მა მხა­რე­ებ­მა ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­ა­ფორ­მეს. დო­კუ­მენ­ტის თა­ნახ­მად, 5 ათა­სი ქარ­თვე­ლი შე­იძ­ლე­ბა და­საქმდეს გერ­მა­ნი­ა­ში რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, თუ ად­გი­ლობ­რი­ვი ფერ­მე­რე­ბის მო­თხოვ­ნა იქ­ნე­ბა, თუმ­ცა დღე­ვან­დლამ­დე გერ­მა­ნე­ლი ფერ­მე­რე­ბი ამ მხრივ საკ­მაო პა­სი­უ­რო­ბას იჩე­ნენ.

სა­ქარ­თვე­ლო­ში აქ­ტი­უ­რად მსჯე­ლო­ბა და­ი­წყეს ფრიდ­რიხ­სჰა­ფე­ნის ფერ­მა­ში არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის ირ­გვლივ. ხმებ­მა, ბუ­ნებ­რი­ვია, თბი­ლის­ში მდე­ბა­რე გერ­მა­ნი­ის სა­ელ­ჩომ­დეც მი­აღ­წია, რო­მელ­მაც ამის შე­სა­ხებ გერ­მა­ნი­ა­ში შე­სა­ბა­მის სტრუქ­ტუ­რებს აც­ნო­ბა. ფაქ­ტით და­ინ­ტე­რეს­დნენ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბიც, რომ­ლებ­მაც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მუ­შე­ბის იუ­რი­დი­უ­ლი უზ­რუნ­ველ­ყო­ფა იკის­რეს - და­ი­წყეს ხელ­ფა­სის გა­დახ­დი­სა და სა­მე­დი­ცი­ნო და­ზღვე­ვის სა­კი­თხე­ბის შეს­წავ­ლა. ფერ­მერ­მა, რო­მელ­თა­ნაც 24 ქარ­თვე­ლი მუ­შა­ობ­და, თავ­და­პირ­ვე­ლად უარ­ყო მის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი კრი­ტი­კა, თუმ­ცა ახლა მა­ს­მე­დი­ას­თან კონ­ტაქ­ტზე აღარ გა­მო­დის. სოფ­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ შე­ა­მოწ­მა ფერ­მა, მფლო­ბელს ნაკ­ლო­ვა­ნე­ბე­ბის სია წა­რუდ­გი­ნა და გა­მოს­წო­რე­ბის ვადა და­უ­წე­სა. თვი­თონ ქარ­თვე­ლებს კი უფ­ლე­ბა მი­ე­ცათ და­საქ­მე­ბის ად­გი­ლი შე­ეც­ვა­ლათ, რათა უფრო უკე­თე­სი პი­რო­ბებ­ში ეცხოვ­რათ“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია სტა­ტი­ა­ში.

პუბ­ლი­კა­ცი­ა­ში გან­ხი­ლუ­ლია გერ­მა­ნი­ა­ში უცხო­ელ­თა და­საქ­მე­ბის სის­ტე­მა­ში არ­სე­ბუ­ლი ხარ­ვე­ზე­ბი. რო­გორც ირ­კვე­ვა, ეს სა­კი­თხი სხვა­დას­ხვა სტრუქ­ტუ­რე­ბის - რო­გორც ცენ­ტრა­ლუ­რი ფე­დე­რა­ლუ­რი ორ­გა­ნო­ე­ბის, ასე­ვე ად­გი­ლობ­რი­ვი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა­ში შე­დის და კო­ორ­დი­ნი­რე­ბის დონე არა­სა­ხარ­ბი­ე­ლოა. "უცხო­ე­ლი მუ­შე­ბის უფ­ლე­ბე­ბის სა­კონ­სულ­ტა­ციო ცენ­ტრის ექ­სპერ­ტის ვერ­ნერ ლან­გენ­ბა­ხე­რის თქმით, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ ყვე­ლა სა­კი­თხი ერთი უწყე­ბის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში იყოს. მას იმე­დი აქვს, რომ ჩაგ­მა­ნუ­ლი ფან­ჯრე­ბი და მოშ­ლი­ლი სან­ტექ­ნი­კა წარ­სულ­ში დარ­ჩე­ბა“, - ნათ­ქვა­მია სტა­ტი­ის და­სას­რულს.

myquiz