რამდენ ადამიანს ჩაუტარდა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში? | Allnews.Ge

რამდენ ადამიანს ჩაუტარდა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში?

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნით აც­რილ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 253 988 პირს შე­ად­გენს.

რაც შე­ე­ხე­ბა დღი­უ­რად ჩა­ტა­რე­ბულ ვაქ­ცი­ნა­ცი­ას, ეს რი­ცხვი 2267-ია.

შე­გახ­სე­ნებთ, სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცე­სი 15 მარტს და­ი­წყო. ქვე­ყა­ნა­ში ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­სახ­ლე­ო­ბის ვაქ­ცი­ნა­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობ­და შემ­დე­გი ვაქ­ცი­ნე­ბით: „ას­ტრა­ზე­ნე­კა“, „ფა­ი­ზე­რი“, „სი­ნო­ფარ­მი“, „სი­ნო­ვა­კი“.

კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცია მსოფ­ლი­ოს 180 ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს და ამ დრო­ის­თვის გლო­ბა­ლუ­რად ვაქ­ცი­ნე­ბის 2.89 მი­ლი­არ­დამ­დე დო­ზაა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, - შე­სა­ბა­მის მო­ნა­ცე­მებს გა­მო­ცე­მა Bloomberg-ი ავ­რცე­ლებს.

გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა პლა­ნე­ტის მო­სახ­ლე­ო­ბის 18.9%-ის ორი­ვე დო­ზით აც­რის­თვი­საა საკ­მა­რი­სი.

მსოფ­ლი­ო­ში ვაქ­ცი­ნა­ცია ყო­ველ­დღი­უ­რად, სა­შუ­ა­ლოდ, 43.6 მი­ლი­ონ ადა­მი­ანს უტარ­დე­ბა. ყვე­ლა­ზე მეტი 1.14 მი­ლი­არ­დი ვაქ­ცი­ნა ჩი­ნეთ­ში გა­მო­ი­ყე­ნეს. მას ევ­რო­კავ­ში­რი მოჰ­ყვე­ბა 350 მი­ლი­ო­ნი დო­ზით. აშშ-ში ვაქ­ცი­ნე­ბის 322 მი­ლი­ო­ნი დოზა გა­მო­ი­ყე­ნეს, ინ­დო­ეთ­ში კი - 321 მი­ლი­ო­ნი. ის­რა­ელ­ში ორი­ვე დო­ზით მო­ქა­ლა­ქე­თა 57% აიც­რა, ევ­რო­კავ­შირ­ში - 31.5%, აშშ-ში კი - 45.8%.