რა ქონებას ფლობს დავით ნარმანია, რომელმაც პანდემიურ 2020 წელს 45 ათასი ლარის პრემია აიღო | Allnews.Ge

რა ქონებას ფლობს დავით ნარმანია, რომელმაც პანდემიურ 2020 წელს 45 ათასი ლარის პრემია აიღო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისის თავმჯდომარე დავით ნარმანია ერთ-ერთია იმ საჯარო მოხელეებს შორის, რომლებმაც პანდემიურ, 2020 წელს ყველაზე მეტი პრემია აიღეს. ამის შესახებ, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” (IDFI) მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში იყო აღნიშნული. კერძოდ, კვლევის თანახმად, დავით ნარმანიამ პრემიის სახით, 2020 წელს 45 000 ლარი აიღო.

2021 წლის 9 ივნისს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ნარმანიამ სემეკის თავმჯდომარის პოსტზე გასულ წელს შემოსავლის სახით, 154 930 ლარი; ტექნიკურ უნივერსიტეტში მოწვეული პროფესორის პოზიციაზე - 3 473; ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ასევე მოწვეული პროფესორის პოზიციაზე - 996 ლარი; თსუ-ს მკვლევარისა და პროფესორის პოზიციაზე კი შესაბამისად, 444 და 22 407 ლარი მიიღო.

დეკლარაციის თანახმად, ნარმანია ფლობს მიწის ნაკვეთს ზუგდიდში; ბინას თბილისში; ასევე 2020 წელს 180 000 დოლარად შეძენილ მიწის ნაკვეთს, რომელზე საცხოვრებელი სახლი და დამხმარე ნაგებობაა განთავსებული.

იხილეთ სრულად