"6 665 ადამიანის ყოველთვიური საარსებო პირდაპირ მაჯაზე გკიდიათ ხოლმე, ბატონო ირაკლი" - ხაბეიშვილმა პარლამენტში პრემიერის ძვირადღირებული საათის ფოტო წარადგინა | Allnews.Ge

"6 665 ადამიანის ყოველთვიური საარსებო პირდაპირ მაჯაზე გკიდიათ ხოლმე, ბატონო ირაკლი" - ხაბეიშვილმა პარლამენტში პრემიერის ძვირადღირებული საათის ფოტო წარადგინა

"6665 ადა­მი­ა­ნის სა­არ­სე­ბო პირ­და­პირ მა­ჯა­ზე გკი­დი­ათ" - ასე მი­მარ­თა დე­პუ­ტატ­მა ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილ­მა პარლ­მა­ნეტ­ში პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს. ხა­ბე­იშ­ვილ­მა სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას წა­რად­გი­ნა ასე­ვე პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი სა­ა­თის ფოტო. დე­პუ­ტა­ტის თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­ა­თის ფასი 300 000 ლა­რია.

"1 ლარი და 50 თეთ­რი, ბა­ტო­ნო ირაკ­ლი, იცით რას აღ­ნიშ­ნავს, ან 73 თეთ­რი? - თუ არ იცით მე გე­ტყვით, რომ ასი­ა­თა­სო­ბით თა­ნა­მო­ქა­ლა­ქეს ეუბ­ნე­ბით, რომ ყო­ველ­დღი­უ­რად ერთ ლა­რად და 50 თეთ­რად გა­მო­იკ­ვე­ბონ, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლებს ვგუ­ლის­ხმობ. ომის ვე­ტე­რა­ნებს ეუბ­ნე­ბით, რომ 73 თეთ­რად გა­ო­იკ­ვე­ბონ.

ბა­ტო­ნო ირაკ­ლი, აქ არის დამ­რგვა­ლე­ბუ­ლი თქვე­ნი ერთი თვის ხელ­ფა­სი, 30 000 ლარი, ყო­ველ­დღი­უ­რად 1003 ლარს იღებ­დით, თქვენ­სა­ვე დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში გაქვთ მი­თი­თე­ბუ­ლი.

425 670 ლარი - რას გე­უბ­ნე­ბათ ბა­ტო­ნო ირაკ­ლი ეს ციფ­რი? - ეს თან­ხა თქვენ გა­და­ი­ხა­დეთ ორ ავ­ტო­მო­ბილ­ში - თქვენ და თქვენ­მა მე­უღ­ლემ. პო­ლი­ცი­ე­ლი, ჯა­რის­კა­ცი კი 71 წელი უნდა ემ­სა­ხუ­როს სა­ხელ­მწი­ფოს, რომ ზუს­ტად თქვენ­ნა­ი­რი ავ­ტო­მო­ბი­ლი იყი­დოს.

300 000 ლარი და 6 665 ადა­მი­ა­ნი - ალ­ბათ, ვერ მიხ­ვდე­ბით რას ნიშ­ნავს. 6 665 ადა­მი­ა­ნის ყო­ველ­თვი­უ­რი სა­არ­სე­ბო თქვენ პირ­და­პირ მა­ჯა­ზე გკი­დი­ათ ხოლ­მე, ბა­ტო­ნო ირაკ­ლი და აგერ არის ის სა­ა­თი, რო­მელ­შიც თქვენ 300 000 ლარი გაქვთ გა­დახ­დი­ლი, ამა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლიც თუ გაქვთ, არ ვიცი", - აღ­ნიშ­ნა ხა­ბე­იშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, ჯერ კი­დევ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრო­ბის დროს, "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბამ“ ჩა­ა­ტა­რა ჟურ­ნალ­სი­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის მა­ჯის სა­ა­თე­ბის ჯა­მუ­რი ფასი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ნა­ხე­ვარ მი­ლი­ონ ლარს აჭარ­ბებს. ამ გა­მო­ძი­ე­ბის მი­ხედ­ვით, ის და მისი მე­უღ­ლე ნუ­ნუ­კა თა­მა­ზაშ­ვი­ლი სხვა­დას­ხვა დროს ატა­რებ­დნენ 8 სა­ათს, რო­მელ­თა­გან თი­თო­ე­უ­ლის ფასი 18-დან 300 ათას ლა­რამ­დე მერ­ყე­ობს.