"მაღალი ტემპერატურა პირდაპირ გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე" - როგორ გავუმკლავდეთ სიცხეს? - დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები | Allnews.Ge

"მაღალი ტემპერატურა პირდაპირ გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე" - როგორ გავუმკლავდეთ სიცხეს? - დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები

და­ა­ვა­დე­ბათ კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი მო­ქა­ლა­ქე­ებს რე­კო­მენ­და­ცი­ებს უზი­ა­რებს იმა­სა­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ რო­გორ უნდა მო­იქ­ცნენ ზა­ფხუ­ლის ცხელ დღე­ებ­ში იმის­თვის, რომ ჰა­ე­რის მა­ღალ­მა ტემ­პე­რა­ტუ­რამ ჯან­მრთე­ლო­ბას არ ავ­ნოს.

"რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი ზა­ფხუ­ლის ცხელ დღე­ე­ბი­სათ­ვის მო­სამ­ზა­დებ­ლად უმე­ტე­სო­ბას გვა­ხა­რებს ზა­ფხუ­ლის მოს­ვლა და ცხე­ლი ამინ­დი, თუმ­ცა, რო­დე­საც გი­წევს მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის პი­რო­ბებ­ში ხან­გრძლი­ვი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ყოფ­ნა, შენს ჯან­მრთე­ლო­ბას შე­იძ­ლე­ბა საფრ­თხე და­ე­მუქ­როს. ზა­ფხუ­ლის ცხე­ლი დღე­ე­ბის დროს დარ­წმუნ­დით, რომ თქვენ და თქვე­ნი ახ­ლობ­ლე­ბი და­ცუ­ლი ხართ ე.წ. თბუ­რი ტალ­ღე­ბის მავ­ნე ზე­მოქ­მე­დე­ბი­სა­გან.

გან­სა­კუთ­რე­ბით მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე დღე გას­ტანს, პირ­და­პირ გავ­ლე­ნას ახ­დენს ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე - იწ­ვევს რო­გორც გარ­კვე­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას, ასე­ვე უკვე არ­სე­ბუ­ლის გამ­წვა­ვე­ბას და, შე­საძ­ლოა, სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზიც კი გახ­დეს. სი­ცხე გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ში­შია ბავ­შვე­ბი­სათ­ვის, მო­ხუ­ცე­ბი­სა და ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე პი­რე­ბი­სათ­ვის.

ძლი­ერ­მა სი­ცხემ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს გუ­ლის ცე­მის გახ­ში­რე­ბა და სუნ­თქვის გა­უ­ა­რე­სე­ბა. ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მო­ნა­ცე­მე­ბით 2003 წელს და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი „თბუ­რი ტალ­ღე­ბი“ ევ­რო­პა­ში 70,000 სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზი გახ­და. ცოდ­ნამ, თუ რო­გორ და­იც­ვა თავი ცხელ დღე­ებ­ში, შე­საძ­ლოა იხ­სნას შენი და შენი ახ­ლობ­ლე­ბის სი­ცო­ცხლე.

რა­ტომ არის მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა პრობ­ლე­მა?

მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რით გა­მოწ­ვე­უ­ლი მთა­ვა­რი რის­კე­ბია:

  • დე­ჰიდ­რა­ტა­ცია (გა­უ­წყლოვ­ნე­ბა, ორ­გა­ნიზ­მში წლის დე­ფი­ცი­ტი)
  • გა­და­ხუ­რე­ბა, რო­მელ­მაც შე­საძ­ლოა გა­ა­უ­ა­რე­სოს გუ­ლის და­ა­ვა­დე­ბე­ბი­სა და სუნ­თქვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე პირ­თა ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა;
  • სით­ბუ­რი გა­მო­ფიტ­ვა;სით­ბუ­რი დაკ­ვრა.

ვინ იმ­ყო­ფე­ბა ყვე­ლა­ზე მე­ტად რის­კის ქვეშ?

მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა გავ­ლე­ნას ახ­დე­ნენ ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე, თუმ­ცა მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რით გა­მოწ­ვე­უ­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბის ყვე­ლა­ზე მო­წყვლად ჯგუფს გა­ნე­კუთ­ვნე­ბი­ან:

  • 75 წლი­სა და უფ­რო­სი ასა­კის ხან­დაზ­მუ­ლე­ბი
  • ბავ­შვე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით ახალ­შო­ბი­ლე­ბი
  • ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის, გან­სა­კუთ­რე­ბით კი გულ-სის­ხლძარ­ღვთა და სა­სუნ­თქი სის­ტე­მის და­ა­ვა­დე­ბე­ბის მქო­ნე პი­რე­ბი
  • გა­და­ად­გი­ლე­ბის პრობ­ლე­მის (მაგ., პარ­კინ­სო­ნის და­ა­ვა­დე­ბა, ინ­სულ­ტი) მქო­ნე პი­რე­ბი
  • ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე პი­რე­ბი
  • გარ­კვე­ულ პრე­პა­რა­ტებ­ზე მყო­ფი პი­რე­ბი, მ.შ. პრე­პა­რა­ტებ­ზე, რომ­ლე­ბიც გავ­ლე­ნას ახ­დე­ნენ ოფ­ლის გა­მო­ყო­ფა­სა და ტემ­პე­რა­ტუ­რის კონ­ტროლ­ზე
  • ალ­კოჰო­ლის ჭარ­ბი მომ­ხმა­რებ­ლე­ბი და წა­მალ­და­მო­კი­დე­ბუ­ლი (ნარ­კო­ტი­კე­ბის მომ­ხმა­რებ­ლე­ბი) პი­რე­ბი
  • ფი­ზი­კუ­რად აქ­ტი­უ­რი პი­რე­ბი (მაგ., მძი­მე ფი­ზი­კურ სა­მუ­შა­ო­ებ­ში ჩარ­თუ­ლი პი­რე­ბი, სპორ­ტსმე­ნე­ბი)

რო­გორ გა­ვუმკლავ­დეთ სი­ცხეს?

  • შე­ი­ნარ­ჩუ­ნეთ სახ­ლში სიგ­რი­ლე
  • შე­ე­ცა­დეთ სა­ცხოვ­რე­ბელ გა­რე­მო­ში შე­ი­ნარ­ჩუ­ნოთ სიგ­რი­ლე. სახ­ლში ტემ­პე­რა­ტუ­რა შე­ა­მოწ­მეთ დი­ლის 08:00 სა­ა­თი­დან 10:00 მდე, 13:00-ზე და ღა­მით 22:00 სა­ა­თის შემ­დეგ. დღი­სით ოთა­ხის იდე­ა­ლუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რა არ უნდა აღე­მა­ტე­ბო­დეს 320C, ხოლო ღა­მით კი 240C-ს. ეს გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ბავ­შვე­ბი­სა და 60 წელ­ზე უფ­რო­სი ასა­კის ადა­მი­ა­ნე­ბი­სათ­ვის; აგ­რეთ­ვე მათ­თვის, ვი­საც ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის დი­აგ­ნო­ზი აქვთ.
  • ღა­მით გა­ა­ღეთ ფან­ჯრე­ბი და და­ტო­ვეთ ღია დი­ლამ­დე, სა­ნამ გა­რეთ სიგ­რი­ლე იქ­ნე­ბა (თუ ეს სა­ხი­ფა­თო არ არის).
  • დღი­სით შე­ამ­ცი­რეთ სახ­ლში სი­ცხის შეღ­წე­ვა - და­ხუ­რეთ ფან­ჯრე­ბი, ჟა­ლუ­ზე­ბი და და­რა­ბე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით მზის მხა­რეს.
  • შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად გა­მორ­თეთ ელექტრო მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი და ხე­ლოვ­ნუ­რი გა­ნა­თე­ბა.
  • მზის მხა­რეს ჩა­მო­ა­ფა­რეთ დამჩრდი­ლა­ვი ფარ­დე­ბი, ჟა­ლუ­ზე­ბი, და­რა­ბე­ბი.
  • ჩა­მო­კი­დეთ სვე­ლი პირ­სა­ხო­ცე­ბი, რაც გაგ­რი­ლე­ბას­თან ერ­თად სახ­ლს და­ა­ტე­ნი­ა­ნებს.
  • თუ სახ­ლში გაქვთ კონ­დენ­ცი­ო­ნე­რი, და­კე­ტეთ კა­რე­ბე­ბი და ფან­ჯრე­ბი, რათა ეფექ­ტუ­რად გა­მო­ი­ყე­ნოთ ელექტრო­ე­ნერ­გია. ეს აგა­ცი­ლებთ ქვე­ყა­ნა­ში ელექტრო ენერ­გი­ის დე­ფი­ცი­ტის საფრ­თხეს.
  • ვენ­ტი­ლა­ტო­რი გა­მო­გად­გე­ბათ იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ ტემ­პე­რა­ტუ­რა არ აღე­მა­ტე­ბა 35C-ს. ხოლო თუ ტემ­პე­რა­ტუ­რა აღე­მა­ტე­ბა 35C-ს, იგი ვერ მო­გიხ­სნით სი­ცხეს­თან და­კავ­ში­რე­ბულ პრობ­ლე­მებს.
  • მი­ი­ღეთ დიდი რა­ო­დე­ნო­ბით სი­თხე.
  • თავი აა­რი­დეთ სი­ცხეს
  • გა­და­დით ცხე­ლი ოთა­ხი­დან გრილ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით ღა­მით.
  • თუ შე­უძ­ლე­ბე­ლია სახ­ლში სიგ­რი­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, შე­ე­ცა­დეთ დღის 2-3 სა­ა­თი გა­ა­ტა­როთ გრილ ად­გი­ლას.
  • მო­ე­რი­დეთ ქუ­ჩა­ში გას­ვლას დღის ყვე­ლა­ზე ცხელ პე­რი­ოდ­ში.
  • მო­ე­რი­დეთ მა­ღა­ლინ­ტენ­სი­ურ ფი­ზი­კურ აქ­ტი­ვო­ბას.
  • თუ ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლია, მა­შინ მის შე­ას­რუ­ლებ­ლად გა­მო­ი­ყე­ნეთ დი­ლით ყვე­ლა­ზე გრი­ლი პე­რი­ო­დი: 04:00 სა­ა­თი­დან 07:00 სა­ა­თამ­დე.
  • დარ­ჩით/გა­ჩერ­დით ჩრდილ­შიარ და­ტო­ვოთ ბავ­შვე­ბი და ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბი გა­ჩე­რე­ბულ სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბებ­ში!
  • შე­ი­ნარ­ჩუ­ნეთ სხე­უ­ლი გრი­ლად და ტე­ნი­ა­ნად
  • მი­ი­ღეთ გრი­ლი შხა­პი, ან გა­მო­ი­ყე­ნეთ ყი­ნუ­ლის პა­კე­ტე­ბი, სვე­ლი პირ­სა­ხო­ცი, და სხვა.
  • ქუ­ჩა­ში გას­ვლი­სას ატა­რეთ ნა­ტუ­რა­ლუ­რი მა­სა­ლის, ღია ფე­რის, თა­ვი­სუ­ფა­ლი ტან­საც­მე­ლი, ფარ­თო­ფარ­ფლე­ბი­ა­ნი ქუდი ან კეპი, ან ქოლ­გა, და მზის­გან დამ­ცა­ვი სათ­ვა­ლე.
  • იხ­მა­რეთ სა­წო­ლის მსუ­ბუ­ქი თეთ­რე­უ­ლი და არა­ვი­თა­რი ბა­ლი­ში, რათა სი­ცხის დაგ­რო­ვე­ბა აი­ცი­ლოთ თა­ვი­დან.
  • მი­ი­ღეთ დიდი რა­ო­დე­ნო­ბით სი­თხე, გარ­და ალ­კოჰო­ლის, ტკბი­ლი და კო­ფე­ი­ნი­ა­ნი სას­მე­ლე­ბი­სა.
  • საკ­ვე­ბი მი­ი­ღეთ ხში­რად და მცი­რე ულუ­ფო­ბით.
  • მო­ე­რი­დეთ ცი­ლის მა­ღა­ლი შემ­ცვე­ლო­ბის მქო­ნე პრო­დუქ­ტებს.
  • გა­ე­ცა­ნით რე­კო­მენ­და­ცი­ებს დე­ტა­ლუ­რად და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ვებგ­ვერ­დზე: ncdc.ge
myquiz