რამდენ ოჯახს სურს შვილის აყვანა საქართველოში და რამდენი გასაშვილებელი ბავშვია რეგისტრირებული | Allnews.Ge

რამდენ ოჯახს სურს შვილის აყვანა საქართველოში და რამდენი გასაშვილებელი ბავშვია რეგისტრირებული

სა­ქარ­თვე­ლო­ში, დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, გა­საშ­ვი­ლე­ბე­ლი სტა­ტუ­სის მქო­ნე 161 ბავ­შვი ირი­ცხე­ბა.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სა­ხელ­მწი­ფო ზრუნ­ვი­სა და ტრე­ფი­კინ­გის მსხვერ­პლთა, და­ზა­რა­ლე­ბულ­თა დახ­მა­რე­ბის სა­ა­გენ­ტო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, გა­საშ­ვი­ლე­ბე­ლი ბავ­შვე­ბი­დან 125 შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნეა.

ამას­თან, სა­ა­გენ­ტოს ცნო­ბით, დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი მშვი­ლე­ბე­ლი პირი/ოჯა­ხი 2431-ია.

გარ­და ამი­სა, სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მხო­ლოდ 2021 წელს 6 თვე­ში მშვი­ლე­ბელ­თა ერ­თი­ან რე­ესტრში და­რე­გის­ტრი­რე­ბულ იქნა 4 მშვი­ლე­ბე­ლი ოჯა­ხი, გა­საშ­ვი­ლე­ბე­ლი ბავ­შვის სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭა 8 არას­რულ­წლო­ვანს.

2021 წლის ივ­ნი­სამ­დე პე­რი­ოდ­ში, დას­რუ­ლე­ბუ­ლია შვი­ლად აყ­ვა­ნის 7 საქ­მე, აქე­დან 1 შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის სტა­ტუ­სის მქო­ნე ბავ­შვის სა­ერ­თა­შო­რი­სო შვი­ლად აყ­ვა­ნის საქ­მე.

ცნო­ბის­თვის, ბავ­შვის შვი­ლად აყ­ვა­ნა შე­უძ­ლია ანუ მშვი­ლე­ბე­ლი შე­იძ­ლე­ბა იყოს სა­ქარ­თვე­ლო­ში მუდ­მი­ვად მცხოვ­რე­ბი, სრულ­წლო­ვა­ნი პირი, რო­მე­ლიც აკ­მა­ყო­ფი­ლებს მშვი­ლებ­ლის­თვის დად­გე­ნილ მო­თხოვ­ნებს. ბავ­შვის შვი­ლად აყ­ვა­ნის მსურ­ველ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში მუდ­მი­ვად მცხოვ­რებ­მა პირ­მა, სა­ა­გენ­ტოს დი­რექ­ტო­რის მიერ დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი ფორ­მის გა­ნა­ცხა­დი, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლის შე­სა­ბა­მი­სად, მე­ურ­ვე­ო­ბი­სა და მზრუნ­ვე­ლო­ბის ად­გი­ლობ­რივ ორ­გა­ნო­ში უნდა წა­რად­გი­ნოს.

მშვი­ლე­ბელ­სა და გა­საშ­ვი­ლე­ბელ ბავ­შვს შო­რის ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბა არ უნდა იყოს 16 წელ­ზე ნაკ­ლე­ბი. სა­პა­ტიო მი­ზე­ზის არ­სე­ბო­ბი­სას სა­სა­მარ­თლომ შე­საძ­ლე­ბე­ლია შეც­ვა­ლოს ეს ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბა;

მშვი­ლე­ბელ­სა და 10 წლამ­დე ასა­კის გა­საშ­ვი­ლე­ბელ ბავ­შვს შო­რის მაქ­სი­მა­ლუ­რი ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბა არ უნდა იყოს 49 წელ­ზე მეტი (ზედა ასა­კობ­რი­ვი ზღვა­რი). გა­მო­ნაკ­ლის შემ­თხვე­ვა­ში მშვი­ლე­ბელ­სა და 7 წლი­დან 10 წლამ­დე ასა­კის გა­საშ­ვი­ლე­ბელ ბავ­შვს შო­რის მაქ­სი­მა­ლუ­რი ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია იყოს 49 წელ­ზე მეტი, თუ ეს შე­ე­სა­ბა­მე­ბა ბავ­შვის სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სებს. ზედა ასა­კობ­რი­ვი ზღვა­რი არ ვრცელ­დე­ბა და­ქორ­წი­ნე­ბულ მშვი­ლებ­ლებ­ზე, რო­დე­საც ერთ-ერთი მათ­გა­ნი აკ­მა­ყო­ფი­ლებს ამ პუნ­ქტით დად­გე­ნილ მო­თხოვ­ნებს.