"5 ლარი მაქვს ჯიბეში და იმით მოვდივარ უკან" - გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე მყოფი მოქალაქეების ნაწილი დასაქმების სააგენტოს წინააღმდეგ სარჩელის შეტანას გეგმავს | Allnews.Ge

"5 ლარი მაქვს ჯიბეში და იმით მოვდივარ უკან" - გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე მყოფი მოქალაქეების ნაწილი დასაქმების სააგენტოს წინააღმდეგ სარჩელის შეტანას გეგმავს

სა­ქარ­თვე­ლოს 10 მო­ქა­ლა­ქე, რო­მე­ლიც გერ­მა­ნი­ა­ში სე­ზო­ნუ­რი და­საქ­მე­ბის პროგ­რა­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და, ხვალ სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­დე­ბა. რო­გორც ერთ-ერ­თმა და­საქ­მე­ბულ­მა ჯაბა ჩა­ჩა­ნი­ძემ გა­ნა­ცხა­და, მათ დამ­საქ­მე­ბე­ლი შე­ეც­ვა­ლათ, რის შემ­დე­გაც შრო­მი­თი ანა­ზღა­უ­რე­ბა შე­უმ­ცი­რეს და არა­სა­თა­ნა­დო პი­რო­ბებ­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან.

მისი თქმით, ახალ დამ­საქ­მე­ბელ­თან მათ ერთი ყუთი მარ­წყვის მოკ­რე­ფის შემ­თხვე­ვა­ში 2.50 ევ­როს უხ­დი­ან და ხში­რად უწევთ ზე­გა­ნაკ­ვე­თუ­რად, შეს­ვე­ნე­ბის გა­რე­შე მუ­შა­ო­ბა.

ჯაბა ჩა­ჩა­ნი­ძე აცხა­დებს, რომ გერ­მა­ნი­ა­ში დრო­ე­ბით და­საქ­მე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლე­ბი სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლოს და­საქ­მე­ბის სა­ა­გენ­ტოს წი­ნა­აღ­მდეგ ზა­რა­ლის კომ­პენ­სა­ცი­ის მო­თხოვ­ნით, სა­მარ­თლებ­რი­ვი და­ვის და­წყე­ბას გეგ­მა­ვენ.

"გერ­მა­ნუ­ლი მხა­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იყ­ვნენ, შე­ა­მოწ­მეს ყვე­ლა­ფე­რი, შრო­მი­თი პი­რო­ბე­ბი, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბი და დამ­საქ­მე­ბე­ლი შეგ­ვიც­ვა­ლეს. სხვა დამ­საქ­მე­ბელ­თან, სხვა ქა­ლაქ­ში გა­დაგ­ვიყ­ვა­ნეს. სა­ცხოვ­რე­ბელ­თან და­კავ­ში­რე­ბით პრე­ტენ­ზია არ გვქონ­და, მაგ­რამ ისევ ანა­ზღა­უ­რე­ბის პრობ­ლე­მებს წა­ვა­წყდით. ძველ დამ­საქ­მე­ბელ­თან გვიხ­დიდ­ნენ 3 ევ­როს ერთ მოკ­რე­ფილ ყუთ­ზე და აქ 2,5 ევ­როს გვიხ­დი­ან.

1613045766-markvi-768x511-1624509219.jpg

სა­ა­თობ­რი­ვად უფრო ნაკ­ლე­ბი ანა­ზღა­უ­რე­ბაა. 8 სთ-ზე მეტ­საც ვმუ­შა­ობ­დით, მაგ­რამ მა­ინც არ გა­მო­დი­ო­და სა­ა­თობ­რი­ვი ანა­ზღა­უ­რე­ბა. გარ­და ამი­სა, შეს­ვე­ნე­ბის გა­რე­შეც ვმუ­შა­ობ­დით. ეს არის პრობ­ლე­მა, სა­მუ­შა­ოდ ვართ წა­მო­სუ­ლი, მაგ­რამ კი­დევ გა­ურ­კვევ­ლო­ბა­ში, კი­დევ ახალ პრობ­ლე­მებ­ში აღ­მოვ­ჩნდით და 10-მა ადა­მი­ან­მა მი­ვი­ღეთ გა­წყვე­ტი­ლე­ბა, ხვალ უკან დავ­ბრუნ­დეთ.

ხვალ არის ფრე­ნა. არა­ვი­თა­რი სან­ქცია არ და­მე­კის­რე­ბა, რად­გან კონ­ტრაქ­ტი თვი­თონ დამ­საქ­მე­ბელ­მა და­მირ­ღვია. ჩვენ იუ­რის­ტებ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი გა­ვი­ა­რეთ და ვა­პი­რებთ, რომ სარ­ჩე­ლი შე­ვი­ტა­ნოთ ქარ­თუ­ლი მხა­რის, ანუ და­საქ­მე­ბის სა­ა­გენ­ტოს წი­ნა­აღ­მდეგ. 3 ადა­მი­ა­ნი უკვე წა­მო­სუ­ლია, 5 დღით ადრე წა­მო­ვიდ­ნენ და კა­რან­ტინ­ში არი­ან. სა­ვა­რა­უ­დოდ, ჩვენც ასე გაგ­ვიშ­ვე­ბენ და და­ახ­ლო­ე­ბით 8-10 დღის შემ­დეგ ვა­პი­რებთ ერ­თად შე­ვიკ­რი­ბოთ და ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლე­ბით ერ­თობ­ლი­ვი სარ­ჩე­ლი შე­ვი­ტა­ნოთ და­საქ­მე­ბის სა­ა­გენ­ტოს წი­ნა­აღ­მდეგ.

3 ადა­მი­ა­ნი წა­მო­სუ­ლია, ერთი სხვა­გან გა­და­ვი­და, ცალ­კე კერ­ძო დამ­საქ­მე­ბე­ლი იპო­ვა, 10 ადა­მი­ა­ნი მოვ­დი­ვართ და 10 რჩე­ბა. ახა­ლი ბი­ლე­თი ჩვე­ნი­ვე ხარ­ჯე­ბით შე­ვი­ძი­ნეთ, რად­გან პრობ­ლე­მა შეგ­ვექ­მნა და ძვე­ლი ბი­ლე­თი ვერ გა­დავცვა­ლეთ, რომ­ლი­თაც აგ­ვის­ტო­ში წა­მოს­ვლა გვი­წევ­და. ამი­ტომ, ახა­ლი ბი­ლე­თის აღე­ბა მოგ­ვი­წია. ხარ­ჯი ხარჯს და­ე­მა­ტა და პრობ­ლე­მა პრობ­ლე­მას. ჩვენ გა­ვაპ­რო­ტეს­ტეთ შრო­მი­თი პი­რო­ბე­ბი და გვი­თხრეს, ვი­საც არ მოგ­წონთ, შე­გიძ­ლი­ათ წახ­ვი­დე­თო. ამი­ტომ, წა­მოს­ვლას ვა­პი­რებთ“, -გა­ნა­ცხა­და ჩა­ჩა­ნი­ძემ.

მისი გან­მარ­ტე­ბით, გერ­მა­ნი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ბე­დით არც და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლა.

"სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩოს არა­ვი­თა­რი ყუ­რა­დღე­ბა არ გა­მო­უ­ჩე­ნია. 10 დღე ისე გა­ვი­და, სა­ელ­ჩო­დან ერთი ზარი არ შე­მო­სუ­ლა. როცა დავ­რე­კე, უი, პრობ­ლე­მა არ მო­გიგ­ვარ­და­თო? გვე­გო­ნა, რომ მოგ­ვა­რე­ბუ­ლი იყოო. ხომ შე­იძ­ლე­ბა, ელე­მენ­ტა­რუ­ლად დარ­ე­კო და მო­ი­კი­თხო, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ვართ. ამ სა­კი­თხის ასე და­ტო­ვე­ბას არ ვა­პი­რებთ, სა­მარ­თლებ­რი­ვად ვიბ­რძო­ლებთ.

აქ მყო­ფი და­ნარ­ჩე­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი მცი­რე იმედს ჩა­ე­ბღა­უჭ­ნენ, იქ­ნებ რამე შე­იც­ვალ­სო, მაგ­რამ ამ იმე­დის ძებ­ნა­ში უკვე თვე­ზე მეტი გა­ვი­და. სა­ცხოვ­რებ­ლის, კვე­ბის, ინ­ტერ­ნე­ტი­სა და სხვა ხარ­ჯე­ბი ჩვე­ნი იყო. სა­ქარ­თვე­ლო­დან ვა­ლით წა­მო­ვე­დი, აქე­დან რომ მივ­დი­ვარ კა­პი­კი არ მაქვს და ისევ ვა­ლით მივ­დი­ვარ. ასეთ პი­რო­ბებ­ში ფაქ­ტობ­რი­ვად მუ­შა­ო­ბა არ შე­მიძ­ლია. 9 მა­ისს წა­მო­ვე­დით და 1,5 თვე გა­ვი­და. 5 აგ­ვის­ტოს გვი­წევ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლა.

მინ­და გა­ვაჟ­ღე­რო, რომ ეს და­საქ­მე­ბის პროგ­რა­მა სიც­რუ­ეა, ყვე­ლა­ფე­რი ფარსზეა აგე­ბუ­ლი, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა ხარ­ჯი ჩვენ გა­ვი­ღეთ. გერ­მა­ნი­ა­ში რომ წა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი 800 ევრო ვი­სეს­ხე, უკან რომ დავ­რუნ­დე, ამის­თვის კი­დევ 300 ევრო ვი­სეს­ხე. 5 ლარი მაქვს ჯი­ბე­ში და იმით მოვ­დი­ვარ უკან. უბ­რა­ლოდ, გა­უ­საძ­ლი­სია ჩემ­თვის, სულ ნულ­ზე დავ­რჩი. მირ­ჩევ­ნია ისევ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვი­დე, ვიდ­რე ამათ ვე­მო­ნო. ზა­რა­ლის კომ­პენ­სა­ცი­ას აუ­ცი­ლებ­ლად მო­ვი­თხოვთ“, - აცხა­დებს ჩა­ჩა­ნი­ძე.

myquiz