ვინ ჩაანაცვლებს "თელასს" და "ენერგო პროს"? - ცვლილებები ენერგეტიკის სექტორში | Allnews.Ge

ვინ ჩაანაცვლებს "თელასს" და "ენერგო პროს"? - ცვლილებები ენერგეტიკის სექტორში

1-ლი ივლისიდან ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიები იცვლება. კერძოდ, თბილისში, "თელასს" ჩაანაცვლებს "თელმიკო", ხოლო რეგიონებში "ენერგო პროს" ნაცვლად, ელექტროენერგიის მიმწოდებელი "ეპ ჯორჯია" იქნება.

როგორც "სემეკის" თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განმარტა, მომხმარებლებისთვის ტარიფები არ შეიცვლება, თუმცა გარდამავალ ეტაპზე, ანუ 30 ივნისიდან ივლისის პერიოდში, მრიცხველების ამონაწერის კომპანიისთვის მიწოდება თავადაც შეეძლებათ.

“1-ლი ივლისიდან გარკვეული ცვლილებები ხდება ელექტროენერგეტიკის სექტორში, რომელიც არაერთხელ იყო დაანონსებული. კერძოდ, იყოფა კომპანიები, მარეგულირებელი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე. ეს არის ევროკავშირის ძირითადი რეგულაციებიდან და აღებული ვალდებულებებიდან გამომდინარე. თუ ელექტროენერგიას აქამდე გვაწვდიდა თბილისში „თელასი“ და რეგიონებში „ენერგო-პრო“, 1-ლი ივლისიდან, ეს ასე აღარ იქნება.

ისინი დარჩებიან როგორც ქსელის მესაკუთრეები, ანუ კომპანიები, რომლებმაც უნდა მოუარონ, სადენებს, ბოძებს, ტრანსფორმატორებს და ა.შ. და ამისთვის მათ ჩვენს მიერ, ანუ მარეგულირებელი კომისიის მიერ, განსაზღვრული აქვთ მოვლა-პატრონობის ტარიფი. რაც შეეხება ელექტროენერგიის მოწოდებას, ამას განახორციელებენ სხვა კომპანიები. ეს კომპანიები სულ ახლახანს დაასახელა საქართველოს მთავრობამ, თბილისში ეს იქნება კომპანია „თელმიკო“, ხოლო რეგიონებში „ეპ ჯორჯია“.

როცა დადგება 30 ივნისი, თქვენს მიერ მიწოდებულ ჩვენებაზე ანგარიშსწორება უნდა მოხდეს „თელასის“და „ენერგო-პროსთვის“, ხოლო 1-ლი ივლისიდან უკვე ახალი კომპანიისთვის. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ მრიცხველების წაკითხვა არის ბლოკური და თვეში ერთხელ ხდება ამოწერა, ზოგი 2 რიცხვში, ზოგი - 5-ში და ა.შ. ორი მეთოდია შემოთავაზებული. პირველი, თუ მომხმარებელს სურს, რომ თვითონ ზუსტად გამიჯნოს რამდენი გადაუხადოს „თელასს“ და რამდენი ახალ კომპანიას, მას ამის საშუალება აქვს, რომ თავად ამოიწეროს ჩვენება და გააგზავნოს მონაცემი... წაიკითხეთ ვრცლად