"დამაჯერებელი გამარჯვება მოვიპოვეთ"- სომხეთის არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის პარტია ლიდერობს | Allnews.Ge

"დამაჯერებელი გამარჯვება მოვიპოვეთ"- სომხეთის არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის პარტია ლიდერობს

სომხეთში, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის მმართველი პარტია ლიდერობს. სომხური მედიის ინფორმაციით, ხმების 86.4%-ის დათვლის შემდეგ, ფაშინიანის პარტიამ, „სამოქალაქო შეთანხმება“, ხმების 55.02% მოიპოვა.

მეორე ადგილზეა ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის საარჩევნო ბლოკი „სომხეთი“, 20.41%-ით. მესამე ადგილს იკავებს საარჩევნო ბლოკი „მაქვს პატივი“, რომელმაც, წინასწარი მონაცემებით, ხმების 5.23% მოიპოვა. გაგიკ ცარუკიანის ბლოკმა, „აყვავებული სომხეთი“ კი - ხმების 4.1%.

სომხეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. ქვეყნის მასშტაბით გახსნილი იყო 2000-მდე საარჩევნო უბანი. კენჭისყრა დილის 8:00 საათზე დაიწყო და საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა. არჩევნებში 21 პარტია და 4 ბლოკი მონაწილეობდა.

"სომეხმა ხალხმა „სამოქალაქო შეთანხმებას“ და პირადად მე, როგორც პრემიერ-მინისტრს, მოგვანიჭა მანდატი, რომ ქვეყანას გავუძღვეთ. ჩვენ უკვე ვიცით, რომ არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოვიპოვეთ და პარლამენტში დამაჯერებელი უმრავლესობა გვეყოლება,“- აღნიშნა ფაშინიანმა და მხარდამჭერებს ორშაბათს საღამოს ერევნის მთავარ მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდა.

myquiz