"გიორგი ღოღობერიძის ფანკლუბს ვაფრთხილებ... ეს არის დანაშაული" - რას წერს ავსტრიაში მომუშავე ქართველი ექიმი | Allnews.Ge

"გიორგი ღოღობერიძის ფანკლუბს ვაფრთხილებ... ეს არის დანაშაული" - რას წერს ავსტრიაში მომუშავე ქართველი ექიმი

ავ­სტრი­ა­ში მო­მუ­შა­ვე ქარ­თვე­ლი ექი­მი ირმა კვი­ცა­რი­ძე გი­ორ­გი ღო­ღო­ბე­რი­ძის გარ­შე­მო აგო­რე­ბულ სკან­დალს "ფე­ის­ბუ­ქით" ეხ­მა­უ­რე­ბა. ექი­მი სა­ზო­გა­დო­ე­ბის იმ ნა­წილს არ ეთან­ხმე­ბა, რო­მე­ლიც გი­ორ­გი ღო­ღო­ბე­რი­ძეს იცავს და სა­კუ­თარ პო­ზი­ცი­ას მე­ო­რე პოს­ტი­თაც გან­მარ­ტავს:

"ფეს­ბუკ­ზე ხში­რად მომ­დის მო­თხოვ­ნა გა­ვერ­თი­ან­დე ამა­თუ იმ ჯგუფ­ში. ამ­ჯე­რად რამ­დე­ნი­მე ფე­სი­ბუკ მე­გო­ბა­რი და­ჟი­ნე­ბით ითხოვს გავ­წვრი­ან­დე გი­ორ­გი ღო­ღო­ბე­რი­ძის მხარ­დამ­ჭერ ჯგუფ­ში! ტე­ლე­არხ იმე­დის ეთერ­ში გა­სულ­მა გა­და­ცე­მამ ორად გაყო სა­ზო­გა­დო­ე­ბა, ზოგი ტე­ლე­ვი­ზი­ას ლან­ძღავს, ზო­გიც გი­ორ­გი ღო­ღო­ბე­რი­ძის დაც­ვი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი!

მე კი ასე ვფიქ­რობ, კარ­გად დად­გმუ­ლი შოუ იყო! რე­ი­ტინ­გი ორი­ვე მხა­რეს ჭირ­დე­ბა! მას შემ­დეგ, რაც "აკა­დე­მი­კოს­მა" ჰო­მე­ო­პათ­მა "იმე­დის" ტე­ლე­ე­თე­რი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პლათ­ფორ­მად აქ­ცია (აბა რა გი­თხრათ სტუ­დი­ა­ში ისე­თი არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის ზე­ი­მი იყო...) მე­გო­ნა პრო­დი­უ­სე­რი გა­და­ცე­მას და­ხუ­რავ­და! ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ ამ გა­გა­ნია პან­დე­მი­ის დროს არ შე­იმ­ჩნია! ზო­გა­დად მე­დია სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით თუ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბით სა­ჯა­როდ მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რი მკურ­ნა­ლო­ბის გან­ხილ­ვა არის და­ნა­შა­უ­ლი! გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით თუ ვინ­მე თვით­მკურ­ნა­ლო­ბას ჩა­ი­ტა­რებს, დამ­დგარ შე­დეგ­ზე ვინ აგებს პა­სუხს?! და თუ ექიმს ეს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გა­თა­ვი­სე­ბუ­ლი არა აქვს, მა­შინ ის შორ­საა მე­დი­ცი­ნის­გან! ამის გამო ღო­ღო­ბე­რი­ძეს სწო­რად მის­ცეს შე­ნიშ­ვნა. (შე­ნიშ­ვნის ფორ­მუ­ლი­რე­ბა სა­კა­მა­თოა) . "არ ავნო"-ს პრინ­ცი­პი უდევს სა­ფუძ­ვლად მე­დი­ცი­ნას!

ისე ჩემს ბავ­შვო­ბა­ში, ტე­ლე­ვი­ზი­ით (მა­შინ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი არ იყო) კაშ­პი­როვ­სკი "მკურ­ნა­ლობ­და" ხალ­ხს დის­ტან­ცი­უ­რად! ნა­ხე­ვა­რი სსრკ წყლის ჭი­ქით ხელ­ში გაშ­ტე­რე­ბუ­ლი ელო­და ეკ­რან­თან სას­წა­უ­ლის მოხ­დე­ნას! ასე რომ მე ვერ გა­მო­გად­გე­ბით გი­ორ­გი ღო­ღო­ბე­რი­ძის მხარ­დამ­ჭე­რად!" - წერს ირმა კვი­ცა­რი­ძე.

"მოკ­ლედ! გი­ორ­გი ღო­ღო­ბე­რი­ძის ფანკლუბს ვაფრ­თხი­ლებ, თუ რა­ი­მეს თქმა გსურთ, ღიად და­წე­რეთ! პი­რად­ში ნუ მწერთ! მე ჩემი აზრი გა­მოვ­თქვი და პა­სუხს ვა­გებ თი­თო­ე­ულ სი­ტყვა­ზე, რაც დავ­წე­რე! კიდე ცოტა დავ­წე­რე! გავ­მე­ორ­დე­ბი: და­ა­ვა­დე­ბა­თა მკურ­ნა­ლო­ბე­ბის სა­ჯა­რო გან­ხილ­ვა, მე­დი­კა­მენ­ტე­ბის და­სა­ხე­ლე­ბით, მი­თუ­მე­ტეს ისეთ ქვე­ყა­ნა­ში, რო­გო­რიც სა­ქარ­თვე­ლოა, სა­დაც ყვე­ლას არ მი­უწ­ვდე­ბა ხელი სა­მე­დი­ცი­ნო სერ­ვი­სებ­ზე და აფ­თი­აქ­ში მე­დი­კა­მენტს რე­ცეპ­ტის გა­რე­შეც შე­ი­ძენ არის და­ნა­შა­უ­ლი! სა­ჯა­როდ გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში დამ­დგარ უარ­ყო­ფით შე­დეგ­ზე ვინ იღებს პა­სუ­ხიმ­გებ­ლო­ბას?! ექი­მი პა­სუხს აგებს არა მხო­ლოდ პა­ცი­ენ­ტის მკურ­ნა­ლო­ბა­ზე, არა­მედ მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რი თე­რე­პი­ე­ბის სა­ჯა­როდ გა­ცე­მულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე!" - გან­მარ­ტავს სა­კუ­თარ პო­ზი­ცი­ას ირმა კვი­ცა­რი­ძე.

შე­გახ­სე­ნებთ, "იმე­დის" გა­და­ცე­მა "პრა­იმ შო­უ­ში" ექი­მე­ბის ნინო ნა­დი­რა­ძი­სა და გი­ორ­გი ღო­ღო­ბე­რი­ძის და­პირ­პი­რე­ბას სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან აქ­ტი­უ­რი გა­მოხ­მა­რუ­ე­ბა მოჰ­ყვა. გა­და­ცე­მა­ში კლი­ნი­კურ ონ­კო­ლოგ­სა და ექიმ-რე­ზი­დენტ გი­ორ­გი ღო­ღო­ბე­რი­ძეს კარ­დი­ო­ლოგ­მა ნინო კუ­ზა­ნო­ვამ შე­კი­თხვა და­უს­ვა, თუ რამ­დე­ნად კა­ნო­ნი­ე­რია პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის რე­ზი­დენ­ტის მხრი­დან მი­ცე­მუ­ლი სხვა­დას­ხვა სა­მე­დი­ცი­ნო რჩე­ვა. კუ­ზა­ნო­ვას თქმით, შე­საძ­ლოა, ეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ზი­ა­ნის მომ­ტა­ნიც კი აღ­მოჩ­ნდეს. გა­და­ცე­მა­ში გი­ორ­გი ღო­ღო­ბე­რი­ძეს ერ­თგვა­რი თა­ვის მარ­თლე­ბა მო­უხ­და, რა­მაც ნინო კუ­ზა­ნო­ვას მი­სა­მარ­თით სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია.

გა­და­ცე­მის შემ­დეგ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გი­ორ­გი ღო­ღო­ბე­რი­ძის მხარ­და­საჭ­რი უამ­რა­ვი პოს­ტი და­ი­წე­რა. სო­ლი­და­რო­ბის ნიშ­ნად, სო­ცი­ა­ლურ ქსლე­ში გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­ა­კე­თეს ასე­ვე გი­ორ­გის კო­ლო­გებ­მა, ექი­მებ­მა და რე­ზი­დენ­ტებ­მა.

myquiz