როგორია ჩცდ-ს ყველაზე მკაცრი გმირის რეალური ცხოვრება და რით ჰგავს "კომენდანტს"? | Allnews.Ge

როგორია ჩცდ-ს ყველაზე მკაცრი გმირის რეალური ცხოვრება და რით ჰგავს "კომენდანტს"?

პო­პუ­ლა­რულ სე­რი­ალ­ში ამ­ჯე­რად მკაც­რი, საქ­მე­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი და ზედ­მე­ტად წეს­რი­გის მოყ­ვა­რუ­ლი ქა­ლის როლი შეს­თა­ვა­ზეს. ისიც დას­თან­ხმდა, რად­გან რაც უფრო არ ჰგავს მას პერ­სო­ნა­ჟი, მით უფრო სი­ა­მოვ­ნებს ასეთ როლ­ზე მუ­შა­ო­ბა... დღეს ნი­ჭი­ე­რი მსა­ხი­ო­ბის ნანა ბუ­თხუ­ზის გმი­რი "ჩცდ"-ს "კო­მენ­დან­ტია" და მის გარ­შე­მო ცდი­ლობს, სა­კუ­თა­რი წე­სე­ბი და­ამ­კვიდ­როს.

რას ამ­ბობს თა­ვის პერ­სო­ნაჟ­ზე, მისი რა თვი­სე­ბა აქვს, რით გან­სხვავ­დე­ბა ამ ქალ­ბა­ტო­ნის­გან - ამ და სხვა კი­თხვებ­ზე AMBEBI.GE-ს მსა­ხი­ო­ბი თა­ვად პა­სუ­ხობს.

189762109-4440535212666142-350018589730454887-n-41068-1624175609.png

- ეს ქალი ისე­თი კა­ტე­გო­რი­ის ადა­მი­ა­ნია, რო­მე­ლიც ან ძა­ლი­ან გიყ­ვარს და მოგ­წონს, ან კა­ტე­გო­რი­უ­ლად არ მოგ­წონს და ვერ იტან. შუ­ა­ლე­დუ­რი აზრი შე­იძ­ლე­ბა არ­სე­ბობ­დეს, მაგ­რამ ძი­რი­თა­დად, მგო­ნია, რომ აზრი მხო­ლოდ ორად იყო­ფა... მო­ე­წო­ნე­ბა მას, ვი­საც უყ­ვარს ძლი­ე­რი, მკაც­რი თუ სა­ში­ში ქა­ლე­ბი, ზოგი ძა­ლი­ან გა­ღი­ზი­ან­დე­ბა და მის­თვის ის აუ­ტა­ნე­ლი იქ­ნე­ბა.

მაგ­რამ, მგო­ნი, თა­ვად ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი იმა­ზე არ ფიქ­რო­ბენ, ვინ­მეს უყ­ვართ ისი­ნი, თუ არა. მათ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მი­ზა­ნი - ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან კონ­კრე­ტულ საქ­მეს, რო­მე­ლიც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მი­აჩ­ნი­ათ და ამ მიზ­ნის­თვის ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ. მთა­ვა­რია, შე­დეგს მი­აღ­წი­ონ. მთა­ვა­რია, გა­ა­კე­თონ ის, რაც უნ­დათ, რომ გა­მო­უ­ვი­დეთ.

რო­დე­საც სცე­ნა­რის­ტის­გან ეს პერ­სო­ნა­ჟი მი­ი­ღეთ, მგო­ნია, რომ ის ასე­თად მა­ინც თქვენ დახ­ვე­წეთ, მთე­ლი თა­ვი­სი თვი­სე­ბე­ბით გა­მო­ძერ­წეთ...

202153840-1402370800141132-6966521889754802400-n-41096-1624175641.jpg

- ამ ფსი­ქო­ტი­პის ქა­ლის თა­მა­ში, მისი "ძერ­წვა" ჩემ­თვის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო შე­მო­თა­ვა­ზე­ბა იყო. ჩემ­გან რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბის ადა­მი­ა­ნია. ასეთ დროს ბევ­რად სა­ინ­ტე­რე­სოა პერ­სო­ნე­ბის ძი­ე­ბა, მათი გა­გე­ბა და გა­მარ­თლე­ბა, რო­მელ­თა თვი­სე­ბე­ბი, ერთი შე­ხედ­ვით, უარ­ყო­ფი­თია. არა­და, გმირს თუ არ გა­უ­გე და არ გა­ა­მარ­თლე, მას ვერ ითა­მა­შებ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, და­ვი­წყე ჩემი გმი­რის თხზვა...

სცე­ნა­რის­ტი ისე სა­ინ­ტე­რე­სოდ წერს, რომ იმის სა­შუ­ა­ლე­ბას მაძ­ლევს, უფრო სა­ინ­ტე­რე­სოდ შევ­ქმნა. ეს ერ­თობ­ლი­ვი სა­მუ­შაო პრო­ცე­სია. თუმ­ცა მე ამ ქალს ვხე­დავ, ვგრძნობ, მეს­მის, რო­გორ ლა­პა­რა­კობს, რო­გო­რი ტემ­პი აქვს, რო­გორ მოძ­რა­ობს. როცა მსა­ხი­ო­ბი ამ ყვე­ლა­ფერს აცო­ცხლებს, სცე­ნა­რისტს მეტი სურ­ვი­ლი უჩ­ნდე­ბა, პერ­სო­ნა­ჟი სა­ინ­ტე­რე­სოდ გა­ნა­ვი­თა­როს. ეს კი, რო­გორც ვთქვი, ერ­თობ­ლი­ვი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გია. მოკ­ლედ, მას­ზე მეც და­მო­უ­კი­დებ­ლად ვმუ­შა­ობ და უკვე შე­მიყ­ვარ­და კი­დეც...

განაგრძეთ კითხვა

myquiz