რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთის, კერძოდ გაგრის რაიონის სოფელი აიბღა მიიტაცა - მოხდა საქართველოს ტერიტორიის ფაქტობრივი და სამართლებრივი ანექსია | Allnews.Ge

რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთის, კერძოდ გაგრის რაიონის სოფელი აიბღა მიიტაცა - მოხდა საქართველოს ტერიტორიის ფაქტობრივი და სამართლებრივი ანექსია

რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ამ მი­ი­ტა­ცა აფხა­ზე­თის, კერ­ძოდ გაგ­რის რა­ი­ო­ნის სო­ფე­ლი აი­ბღა. ოკუ­პან­ტმა სა­ხელ­მწი­ფომ ღიად, ოფი­ცი­ა­ლურ წყა­რო­ებ­ში გა­ა­ფორ­მა, რომ აი­ბღა კრას­ნო­და­რის ოლ­ქის, ად­ლე­რის რა­ი­ო­ნის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლია. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ასარა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია დე­მოკ­რა­ტი­ის კვლე­ვის ინ­სტი­ტუ­ტი [DRI] ავ­რცე­ლებს.

ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ცნო­ბით, სო­ფელ აი­ბღას ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა ოფი­ცი­ა­ლურ­მა რუ­სეთ­მა კრას­ნო­და­რის ოლ­ქის გამ­გე­ბელს და­ა­ვა­ლა.

"ეს გახ­ლავთ პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, როცა რუ­სეთ­მა ასე აშ­კა­რად და მკა­ფი­ოდ მო­ახ­დი­ნა აფხა­ზე­თის ტე­რი­ტო­რი­ის ანექ­სია და ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­ი­ფორ­მა აფხა­ზუ­რი სო­ფე­ლი. მათ ეს ღია წყა­რო­ებ­ში, მათ შო­რის რუ­კა­ზეც და­ი­ტა­ნეს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ აი­ბღას ანექ­სი­ის სურ­ვი­ლი რუ­სეთ­მა პირ­ვე­ლად 2001 წელს, იმ­ჟა­მინ­დელ დე ფაქ­ტო პრე­ზი­დენტ ვლა­დის­ლავ არ­ძინ­ბას­გან გა­ახ­მა­უ­რა. რად­გან იმ დროს რუ­სეთს აფხა­ზე­თის ე.წ. და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა აღი­ა­რე­ბუ­ლი არ ჰქონ­და და ამ თე­მის გან­ხილ­ვა ქარ­თულ მხა­რეს­თან მო­უ­წევ­დათ. მა­შინ სა­კი­თხი დრო­ე­ბით შე­ჩერ­და, თუმ­ცა 2008 წელს, რო­დე­საც რუ­სეთ­მა აფხა­ზე­თი აღი­ა­რა და აფხა­ზეთ­თან ე.წ. სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის დე­ლი­მი­ტა­ცია-დე­მარ­კა­ცი­ის პრო­ცე­სი და­ი­წყო, ვი­თა­რე­ბა შე­იც­ვა­ლა. 2010 წლის გა­ზა­ფხუ­ლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია ყვე­ლა ხერ­ხს მი­მარ­თავ­და, რათა სა­წა­დე­ლის­თვის მი­ეღ­წია", - აცხა­დებს ambebi.ge -სთან ანა გა­ხო­კი­ძე, DRI- ის პრო­ექ­ტე­ბის მო­ნი­ტო­რი.

ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ მომ­ზა­დე­ბულ პუბ­ლი­კა­ცი­ა­ში დე­ტა­ლუ­რად არის აღ­წე­რი­ლი აი­ბღას ანექ­სი­ის პრო­ცე­სი. დო­კუ­მენ­ტის მი­ხედ­ვით, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ოკუ­პა­ცი­ურ ზრახ­ვებს აფხა­ზე­თის დე ფაქ­ტო ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ თავ­და­პირ­ვე­ლად წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წია, თუმ­ცა, სა­ბო­ლო­ოდ, რუ­სეთ­მა მა­ინც მო­ა­ხერ­ხა აფხა­ზუ­რი სო­ფე­ლი მი­ეთ­ვი­სე­ბი­ნა.

"შე­საძ­ლო ანექ­სი­ის პრე­ვენ­ცი­ის­თვის, 2010 წლის 21 მა­ისს დე ფაქ­ტო პარ­ლა­მენ­ტმა მი­ი­ღო კა­ნო­ნი "აფხა­ზე­თის რეს­პუბ­ლი­კის სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრე­ბის შე­სა­ხებ“, რო­მელ­შიც აღ­ნიშ­ნუ­ლი იყო, რომ: "სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვა­რი აფხა­ზეთ­სა და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას შო­რის გა­დის სსრკ-ში აღი­ა­რე­ბუ­ლი სა­ზღვრე­ბის პე­რი­მეტრზე". ამით სო­ფე­ლი აი­ბღა რჩე­ბო­და აფხა­ზე­თის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში. 2010 წელს აფხა­ზებ­მა რუ­სე­თის შე­თა­ვა­ზე­ბა­ზე, სო­ფე­ლი და­ეთ­მოთ, კა­ტე­გო­რი­უ­ლი უარი თქვეს, თუმ­ცა რუ­სეთ­მა პრო­ცე­სი 2014 წლის ზამ­თრის ოლიმ­პი­ა­დის დროს გა­ნა­ახ­ლა. აფხა­ზეთს შეს­თა­ვა­ზეს შე­ჯიბ­რე­ბე­ბის ნა­წი­ლის აი­ბღა­ში ჩა­ტა­რე­ბა, სპორ­ტულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში სოფ­ლის ჩარ­თვა, თუმ­ცა აფხა­ზურ­მა მხა­რემ ეს შე­თა­ვა­ზე­ბა უარ­ყო. ფაქ­ტობ­რი­ვი ანექ­სია რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ამ 2014 წლის ზამ­თრის ოლიმ­პი­ა­დის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ წარ­მა­ტე­ბით მო­ა­ხერ­ხა. 2021 წლის მა­ის­ში გამ­გებ­ლის და­ნიშ­ვნა აღ­ნიშ­ნუ­ლის მა­უ­წყე­ბე­ლია", - ნათ­ქვა­მია კვლე­ვა­ში.

დო­კუ­მენ­ტის მი­ხედ­ვით, სოფ­ლის ანექ­სი­ას ორმა ფაქ­ტორ­მა შე­უ­წყო ხელი - ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის სი­ღა­რი­ბე და სო­ფელ­ში ინფრას­ტრუქ­ტუ­რის არარ­სე­ბო­ბა.

"2019 წლის­თვის სო­ფელ­ში აღარ ფუნ­ქცი­ო­ნი­რებ­და ორი არ­სე­ბუ­ლი სკო­ლი­დან არ­ცერ­თი, არ იყო სა­მე­დი­ცი­ნო პუნ­ქტი, გაჩ­ნდა პრობ­ლე­მე­ბი ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მი­წო­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ზვა­ვე­ბის ჩა­მო­წო­ლის შე­დე­გად გზე­ბი ისე გა­ფუჭ­და, რომ დაბ­ლობ­ზე ჩა­მოს­ვლა პრაქ­ტი­კუ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­და. მე­ო­რე, აი­ბღა­ში მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ეთ­ნი­კუ­რად რუ­სია. რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ამ ისარ­გებ­ლა აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბით სოფ­ლის ფაქ­ტობ­რი­ვი და სა­მარ­თლებ­რი­ვი ანექ­სია მო­ახ­დი­ნა.

2020 წლის და­სა­წყის­ში ად­გი­ლობ­რივ­მა მო­სახ­ლე­ო­ბამ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის კრას­ნო­და­რის მხა­რის გამ­გე­ბელს მი­მარ­თა და ად­გილ­ზე არ­სე­ბუ­ლი გა­უ­საძ­ლი­სი პი­რო­ბე­ბის შეც­ვლა­ში "დახ­მა­რე­ბა სთხო­ვა“.

აფხა­ზე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ეს მი­მარ­თვა რუ­სუ­ლი ფე­დე­რა­ლუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის (FSB) ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი იყო. "ხალ­ხის მი­მარ­თვას“ რუ­სე­თის მხრი­დან მყი­სი­ე­რი ქმე­დე­ბე­ბიც მოჰ­ყვა, ისე, რომ აფხა­ზე­ბის­თვის ნე­ბარ­თვა არა­ვის უკი­თხავს. "რუ­სებ­მა სო­ფელს ელექტრო­ე­ნერ­გი­ის და სატ­რან­სპორ­ტო ლო­ჯის­ტი­კის პრობ­ლე­მა მო­უგ­ვა­რეს, ზა­ფხულ­ში სო­ჭის მე­რი­ის და­ფი­ნან­სე­ბით, გა­იყ­ვა­ნეს ახა­ლი გზა, აა­შე­ნეს ხიდი და სო­ფე­ლი მდი­ნა­რე ფსო­უს­თან პირ­და­პირ და­ა­კავ­ში­რეს, თუმ­ცა ამ გზით ჩა­მო­სუ­ლე­ბი ფსო­უს რუ­სულ და არა აფხა­ზურ მხა­რეს ხვდე­ბი­ან. აი­ბღა­ში აქ­ტი­უ­რად და­ი­წყეს ექი­მე­ბის ბრი­გა­დე­ბის და ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბე­ბის გაგ­ზავ­ნა, ასე­ვე, სო­ფელ­ში მცხოვ­რე­ბი მა­მა­კა­ცე­ბის და­საქ­მე­ბა ად­ლერ­სა და სოჭ­ში. 2020 წლის აგ­ვის­ტო­ში ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ცე­სე­ბის სა­პა­სუ­ხოდ, აფხა­ზურ­მა მხა­რემ მდი­ნა­რე ფსო­უს­თან ახ­ლად აშე­ნე­ბულ, და­მა­კავ­ში­რე­ბელ გა­და­სას­ვლელ ხიდ­ზე სა­სა­ზღვრო პუნ­ქტი გახ­სნა", - ვკი­თხუ­ლობთ ან­გა­რიშ­ში. დე­მოკ­რა­ტი­ის კვლე­ვის ინ­სტი­ტუ­ტი სა­ერ­თა­შო­რი­სო აქ­ტო­რებს შე­სა­ბა­მი­სი ზო­მე­ბის მი­ღე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს. ანა გა­ხო­კი­ძე ambebi.ge - ს ეუბ­ნე­ბა, რომ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მხრი­დან აფხა­ზე­თის ანექ­სი­ის პრო­ცეს­ზე სა­თა­ნა­დო რე­ა­გი­რე­ბი­სა და რუ­სე­თის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის და­სა­ყე­ნებ­ლად და­უ­ყო­ნებ­ლივ უნდა გა­მო­ი­ყე­ნოს ყვე­ლა შე­საძ­ლო ბერ­კე­ტი სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ.

ambebi.ge

myquiz