"ეს ის ექიმია, ვისითაც ქვეყანა იამაყებს" - რას წერენ ქართველი ექიმები გიორგი ღოღობერიძის შესახებ "პრაიმშოუს" სკანდალური გადაცემის შემდეგ | Allnews.Ge

"ეს ის ექიმია, ვისითაც ქვეყანა იამაყებს" - რას წერენ ქართველი ექიმები გიორგი ღოღობერიძის შესახებ "პრაიმშოუს" სკანდალური გადაცემის შემდეგ

"იმე­დის" გა­და­ცე­მა "პრა­იმ შო­უ­ში" ექი­მე­ბის ნინო ნა­დი­რა­ძი­სა და გი­ორ­გი ღო­ღო­ბე­რი­ძის და­პირ­პი­რე­ბას სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან აქ­ტი­უ­რი გა­მოხ­მა­რუ­ე­ბა მოჰ­ყვა. გა­და­ცე­მა­ში კლი­ნი­კურ ონ­კო­ლოგ­სა და ექიმ-რე­ზი­დენტ გი­ორ­გი ღო­ღო­ბე­რი­ძეს კარ­დი­ო­ლოგ­მა ნინო კუ­ზა­ნო­ვამ შე­კი­თხვა და­უს­ვა, თუ რამ­დე­ნად კა­ნო­ნი­ე­რია პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის რე­ზი­დენ­ტის მხრი­დან მი­ცე­მუ­ლი სხვა­დას­ხვა სა­მე­დი­ცი­ნო რჩე­ვა. კუ­ზა­ნო­ვას თქმით, შე­საძ­ლოა, ეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ზი­ა­ნის მომ­ტა­ნიც კი აღ­მოჩ­ნდეს. გა­და­ცე­მა­ში გი­ორ­გი ღო­ღო­ბე­რი­ძეს ერ­თგვა­რი თა­ვის მარ­თლე­ბა მო­უხ­და, რა­მაც ნინო კუ­ზა­ნო­ვას მი­სა­მარ­თით სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია.

"მარ­თლა არ ვიცი, რა­ტომ მი­მიწ­ვი­ეს ამ გა­და­ცე­მა­ში, მაგ­რამ ძა­ლი­ან სა­წყე­ნი გახ­და, რო­დე­საც მი­ზე­ზი გა­და­ცე­მის მსვლე­ლო­ბი­სას გა­ვი­გე. "პრა­იმ­შო­უს" გვერ­დზე იდო ეს ვი­დეო, მაგ­რამ წა­შა­ლეს… ჩემ გარ­და, კო­ვიდ პან­დე­მი­ის დროს, ყვე­ლა იძ­ლე­ო­და რჩე­ვებს, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა, გა­ნურ­ჩევ­ლად პრო­ფე­სი­ი­სა, მაგ­რამ ამის მი­უ­ხე­და­ვად ჩემი გა­შა­ვე­ბა არ­ჩი­ეს… არა­და არც პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სი მქო­ნია და არც- ფი­ნან­სუ­რი, მხო­ლოდ ხალ­ხის დახ­მა­რე­ბა მინ­დო­და და მინ­და. რე­ზი­დენ­ტი მალე აღარ ვიქ­ნე­ბი, მაგ­რამ მა­ინც ძა­ლი­ან მე­ა­მა­ყე­ბა, რომ "რე­ზი­დენ­ტის" სტა­ტუ­სით გა­მოვ­დი­ო­დი! მე­წყი­ნა ამ­გვა­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა", - და­წე­რა გი­ორ­გი ღო­ღო­ბე­რი­ძემ.

გა­და­ცე­მის შემ­დეგ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გი­ორ­გი ღო­ღო­ბე­რი­ძის მხარ­და­საჭ­რი უამ­რა­ვი პოს­ტი და­ი­წე­რა. სო­ლი­და­რო­ბის ნიშ­ნად, სო­ცი­ა­ლურ ქსლე­ში გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­ა­კე­თეს ასე­ვე გი­ორ­გის კო­ლო­გებ­მა, ექი­მებ­მა და რე­ზი­დენ­ტებ­მა:

ზაზა წე­რე­თე­ლი:

"მო­იწ­ვიო გა­და­ცე­მა­ში ქ. თინა თო­ფუ­რია და ან­ტი­ვაქ­სე­რულ ფან­ტა­ზი­ას გა­ქა­ნე­ბა მის­ცე... და შემ­დეგ იმა­ვე გა­და­ცე­მამ აკ­რი­ტი­კოს ახალ­გაზ­რდა ადა­მი­ა­ნი, გი­ორ­გი ღო­ღო­ბე­რი­ძე, რო­მე­ლიც პო­პუ­ლა­რულ ენა­ზე ცდი­ლობ­და მო­სახ­ლე­ო­ბი­სა­თის მათ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო სა­მე­დი­ცი­ნო ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბას... არის ამა­ში რა­ღაც პრა­იმ­ტა­ი­მე­ი­სე­ბუ­რი და ტევე იმე­დი­სე­ბუ­რი, თუმ­ცა, ახლა ყვე­ლა ამ გა­და­ცე­მას და მის წამ­ყვანს არ­ჩევს და...თა­ვი­სი სკან­და­ლუ­რი როლი კი შე­ას­რუ­ლეს, და მათ­ზე სა­უბ­რო­ბენ კი­დევ ერთხელ, სხვა არ მგო­ნია მაგ გა­და­ცე­მას რა­ი­მე ოდეს­მე აინ­ტე­რე­სებ­და".

გი­ორ­გი დო­ლი­ძე:

"ჩემი მხარ­და­ჭე­რა გი­ორ­გი ღო­ღო­ბე­რი­ძეს. აკა­დე­მი­უ­რი, ნა­კი­თხი, მტკი­ცე ხა­სი­ა­თის და პა­ცი­ენ­ტე­ბის მოყ­ვა­რულ ადა­მი­ანს. ეს ის ექი­მია, ვი­სი­თაც ქვე­ყა­ნა ია­მა­ყებს".

გი­ორ­გი ფხა­კა­ძე:

"სრუ­ლი­ად ვე­თან­ხმე­ბი ჩემს კო­ლე­გას! ახალ­გარზდა კო­ლე­გე­ბი - ეს არის ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­მა­ვა­ლი! მე ვუ­სურ­ვებ ჩემს კო­ლე­გა, გი­ორ­გი ღო­ღო­ბე­რი­ძე წარ­მა­ტე­ბას!!! მისი რამ­დე­ნი­ნე ვი­დეო მაქვს ნა­ნა­ხი და საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სოდ უხ­სნის მო­სახ­ლე­ო­ბას სა­მე­დი­ცი­ნო შემ­თხვე­ვებს და რაც მე ვნა­ხე, სუ­ბორ­დი­ნა­ცია (რაც მე­დი­ცი­ნა­ში არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი) ჰქონ­და და­ცუ­ლი და პირ­ველ­წყა­რო­ე­ბი (მტკი­ცე­ბუ­ლე­ბით მე­დი­ცი­ნა­ზე დგას თანზმედ­რო­ვე მე­დი­ცი­ნა) აქვს მი­თი­თე­ბუ­ლი/ნახ­სე­ნე­ბი. ვუ­სურ­ვებ სა­ქარ­თვე­ლოს, რომ უფრო მეტი ასე­თი ახალ­გაზ­რდა კო­ლე­გა გვყავ­დეს მე­დი­ცი­ნის სხვა­დას­ხვა დარ­გში... თა­ნა­მედ­რო­ვე მე­დი­ცი­ნა დგას: უწყვეტ სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბა­ზე, ხა­რის­ხის მუდ­მი­ვად გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე, და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­მე­დი­ცი­ნო აკ­რე­დი­ტა­ცი­ა­ზე".

თამო ბი­წა­ძე:

"გი­ორ­გი სა­ქარ­თვე­ლოს ღირ­სე­უ­ლი რე­ზი­დენ­ტია და ღირ­სე­უ­ლი ექი­მი იქ­ნე­ბა მალე. ჩვენ, რე­ზი­დენ­ტე­ბი შენს გვერ­დით ვართ, გი­ორ­გი ღო­ღო­ბე­რი­ძე"

ნათი ბარ­ბა­ქა­ძე:

"გი­ორ­გი ღო­ღო­ბე­რი­ძე სამ­წუ­ხა­როდ დღეს მე­დი­ცი­ნა დიდი ბიზ­ნე­სია... ამი­ტომ მათ იგ­რძნეს დიდი საფრ­თხე.. ჩვენ ერ­თად მოვ­დი­ო­დით 2010 წლი­დან, შენ იყა­ვი მთელ კურ­სზე გა­მორ­ჩე­უ­ლი სტუ­დენ­ტი, ყვე­ლა­ზე შრო­მის­მოყ­ვა­რე.. მახ­სოვს 3 დღე ღა­მე­ში და­წე­რე იმუ­ნო­ლო­გი­ის სა­გა­მოც­დო სა­კი­თხე­ბი, რო­მე­ლიც ჩა­ვა­ბა­რეთ შემ­დგომ ყვე­ლამ. გი­სურ­ვებ ბევრ წარ­მა­ტე­ბას, ზოგს კი შუ­რის და­მარ­ცხე­ბას"

ბი­ძი­ნა კუ­ლუმ­ბე­გო­ვი:

"ბოღ­მის სა­ჯა­როდ ნთხე­ვის მას­ტერკლა­სი ჩა­ტა­რე­ბუ­ლია! იმე­დია ამ კარგ და თავ­და­დე­ბულ ადა­მი­ანს ბო­დიშს მო­უხ­დი­ან უს­წრა­ფე­სად ასე­თი სა­მარ­ცხვი­ნო თავ­დას­ხმის გამო"

ლაშა უჩა­ვა:

"სამ­წუ­ხა­როა ფაქ­ტი, რო­დე­საც უფ­რო­სი თა­ო­ბა ამ­ხე­ლა....... ბევ­რი რამ შე­იძ­ლე­ბა და­არ­ქვა, ნამ­დვი­ლად სა­ინ­ტე­რე­სო, უკონ­კუ­რენ­ტო და შე­უ­და­რებ­ლად დიდი ძა­ლის­ხმე­ვა იყო შრო­მა, რო­მე­ლიც გას­წიე, ძა­ლი­ან ბევრ “სპეც-პრო­ფე­სი­ო­ნალ­ზე” მეტი ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­დე სა­ზო­გა­დო­ე­ბას პ.ს. სამ­წუ­ხა­როდ, არ მაქვს შე­ნა­ხუ­ლი ვი­დეო, სა­დაც ქალ­ბა­ტო­ნი რო­მე­ლიც ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა სა­ჯა­როდ და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მი­ცე­მას, ამა­ვე გა­და­ცე­მა­ში მთხოვ­და სწო­რედ იგი­ვეს გა­კე­თე­ბას"

გი­ორ­გი სა­ნი­კი­ძე:

"დღეს მე­დი­ცი­ნა ბიზ­ნე­სია, ექი­მებ­მა იგ­რძნეს საფრ­თხე, როცა ბევ­რად კომ­პე­ტენ­ტუ­რი ადა­მი­ა­ნი უსას­ყიდ­ლოდ ეხ­მა­რე­ბო­და სა­ზო­გა­დო­ე­ბას! გი­ორ­გი წარ­მა­ტე­ბე­ბი! "

თა­მუ­ნა მჟა­ვა­ნა­ძე:

"სო­ლი­და­რო­ბა ჩემს მე­გო­ბარს, კო­ლე­გას, უნი­ჭი­ე­რეს, შე­სა­შუ­რად შრო­მის­მოყ­ვა­რე და მონ­დო­მე­ბულ ადა­მი­ანს. "ცუ­დას რად უნდა მტე­რო­ბა კარ­გია მუ­დამ მტრი­ა­ნი’’. ვაჟა-ფშა­ვე­ლას ამ სი­ტყვებს შემ­დეგ­ნა­ი­რად გან­მარ­ტა­ვენ: "შენ ქმნი ღი­რე­ბულს და ამი­ტომ გყავს მო­შურ­ნე მტრე­ბი, ამას უნდა შე­ე­გუო და ია­მა­ყო კი­დეც. ესაა მო­რა­ლუ­რი კომ­პენ­სა­ცია, რო­მე­ლიც მტრე­ბის ყო­ლის დის­კომ­ფორ­ტს აბა­ლან­სებს.

გუ­შინ­დე­ლი გა­და­ცე­მა იყო "გა­ტე­ლე­ვი­ზო­რე­ბულ-გა­რეკ­ლა­მე­ბუ­ლე­ბის" ამაო მცდე­ლო­ბა იმი­სა, რომ ჩა­ძი­როს და ბოლო მო­უ­ღოს თა­ვის­ზე წარ­მა­ტე­ბულ ახალ­გაზ­რდას, რო­მელ­მაც თა­ვი­სი ასა­კის მი­უ­ხე­და­ვად მი­აღ­წია იმას, რა­საც თა­ვად ვერ შესწვდნენ ვერ­ცერთ ასაკ­ში. შუ­რის, ღვარ­ძლი­სა და გა­უ­ტან­ლო­ბის სე­ნით სა­ნამ ვიქ­ნე­ბით შე­პყრო­ბი­ლე­ბი მოყ­ვა­სის მი­მართ მა­ნამ არა­ფე­რი გვეშ­ვე­ლე­ბა. გი­ორ­გი ღო­ღო­ბე­რი­ძე "სულ ზე­ვით, ზე­ვით, მაღ­ლა და მაღ­ლა".

myquiz