რატომ სჯობს ღია ფერის წიწიბურა მუქ ყავისფერს და რა პირობებში უნდა შეინახოთ ბურღულეული - საჭირო რჩევები დიასახლისებს | Allnews.Ge

რატომ სჯობს ღია ფერის წიწიბურა მუქ ყავისფერს და რა პირობებში უნდა შეინახოთ ბურღულეული - საჭირო რჩევები დიასახლისებს

შვრია, წიწიბურა, ხორბალი, სიმინდი, ბრინჯი - ბურღულეული მაღალი კვებითი და ბიოლოგიური ღირებულებით გამოირჩევა, მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით. თუმცა, იმისთვის რომ ბურღულეული სწორად შეარჩიოთ და მისგან მაქსიმალური სარგებელი მიიღოს თქვენმა ორგანიოზმმა, რამდენიმე რჩევა უნდა გაითვალისწინოთ. პირველ რიგში, ყურადღება მიაქციეთ მის ფერს:

burgulicover-1623920173.jpg

  • მაღალი ხარისხის ბრინჯის მარცვლები გამჭვირვალე, თეთრი, ყვითელი ან მოყავისფროა (იმის მიხედვით თუ რომელი ფერის ბრინჯს ყიდულობთ). დაბალი ხარისხის ბრინჯი კი - გაუმჭვირვალეა!
  • მაღალი ხარისხის, დაუმუშავებელი წიწიბურა ღია ჩალისფერია, მოყვითალო ან მომწვანო ელფერით. ერთხელ მოხალული წიწიბურა ღია ყავისფერია, მუქი ყავისფერი ფერის წიწიბურა კი დაბალი ხარისხისაა!
  • მაღალი ხარისხის შვრიის ბურღული მონაცრისფრო-მოყვითალო ფერისაა, ჭუჭყიანი ნაცრისფერი - დაბალი ხარისხის!
  • მაღალი ხარისხის მანანის ბურღული თეთრი ან ბეჟია, დაბალი ხარისხის - ძალიან თეთრი!

ადამიანის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ვიტამინების, სრულფასოვანი ცილების შემცველობის გამო, წიწიბურა ჯანსაღი კვების შეუცვლელი ნაწილია. გირჩევთ, ღია ფერის წიწიბურა შეიძინოთ, რადგან თუ მუქი ფერისაა, ნიშნავს, რომ ის ერთხელ უკვე დაძველდა და სუნის გასაყვანად ხელმეორედ მოხალეს. ასეთი პროდუქტი დაბალი კვებითი ღირებულებისაა.

wiwibura2-1623920036.jpg

  • შენახვის წესი:

ბურღულის შესანახად შეიძლება გამოვიყენოთ ქილები: კერამიკული, მინისტ, პლასტმასის ან ლითონის. აუცილებელია, შესანახ ჭურჭელს თავსახური კარგად ეხურებოდეს, რომ არ მოხდეს ბურღულის დანესტიანება და მწერების გაჩენა. გაითვალისწინეთ, ბურღული უნდა შეინახოთ გრილ და მშრალ ადგილას.

  • ხორბალი, მანანი, სიმინდი, შვრია - ინახება ოთახის ტემპერატურაზე 4-10 თვე
  • წიწიბურა ინახება ოთახის ტემპერატურაზე 20 თვე
  • ბრინჯი ოთახის ტემპერატურაზე ინახება 18 თვემდე

თუ ბურღულეულის დიდ მარაგს აკეთებთ, წელიწადში 3-4-ჯერ შეამოწმეთ და პროდუქტში მწერების აღმოჩენის შემთხვევაში საკვებად აღარ გამოიყენოთ!

wiwibura3-1623920015.jpg

მომზადებულია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციის მიხედვით

myquiz