რა განსხვავებული სიმპტომები ახასიათებს კორონავირუსის "დელტა", ე.წ. ინდურ ვარიანტს, რომლის შემთხვევები საქართველოშიც გაიზარდა | Allnews.Ge

რა განსხვავებული სიმპტომები ახასიათებს კორონავირუსის "დელტა", ე.წ. ინდურ ვარიანტს, რომლის შემთხვევები საქართველოშიც გაიზარდა

მკვლე­ვარ­თა თქმით, თა­ვის ტკი­ვი­ლი, ყე­ლის ტკი­ვი­ლი და ცხვი­რი­დან სის­ვე­ლე კო­რო­ნა­ვირუ­სის დელ­ტა ვა­რი­ან­ტის, ე.წ. ინ­დუ­რი შტა­მის ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სიმპტო­მე­ბია (ცხვი­რი­დან სის­ვე­ლე სხვა შტა­მე­ბის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი არ არის).

ბრი­ტა­ნე­ლი პრო­ფე­სო­რი ტიმ სპექთო­რი BBC-სთან ამ­ბობს, რომ ახალ­გაზ­რდებ­ში ის მიმ­დი­ნა­რე­ობს, რო­გორც გა­ცი­ე­ბის რთუ­ლი ფორ­მა, მაგ­რამ ასე­ვე არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც თავს ძა­ლი­ან ცუ­დად არ გრძნო­ბენ, სიმპტო­მე­ბი არის სა­შუ­ა­ლო სირ­თუ­ლის, ან სა­ერ­თოდ არაა გა­მო­ხა­ტუ­ლი, თუმ­ცა არი­ან გა­დამ­დებ­ნი და სხვე­ბის­თვის რის­კის შემ­ცველ­ნი.

რო­გორც მე­დი­კო­სე­ბი ამ­ბო­ბენ, კო­ვი­დის სხვა ვა­რი­ან­ტე­ბის ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სიმპტო­მე­ბია ხვე­ლე­ბა, ცხე­ლე­ბა, გე­მო­სა და ყნოს­ვის და­კარ­გვა. მაგ­რამ, რო­გორც პრო­ფე­სო­რი სპექთო­რი ამ­ბობს, დელ­ტა ვა­რი­ან­ტის შემ­თხვე­ვა­ში ზო­გი­ერთ აღ­ნიშ­ნუ­ლი სიმპტო­მი იშ­ვი­ა­თია.

corona-57358-1623818716.jpg

"მა­ი­სის და­სა­წყი­სი­დან ვიკ­ვლევთ სიმპტო­მებს და კვლე­ვა აჩ­ვე­ნებს, რომ სიმპტო­მე­ბი არ არის ზუ­ტად ისე­თი, რო­გო­რიც კო­რო­ნა­ვირუ­სის სხვა შტა­მე­ბის შემ­თხვე­ვა­ში“, - ამ­ბობს ტიმ სპექთო­რი.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით ცხე­ლე­ბა "დელ­ტა" ვა­რი­ან­ტის შემ­თხვე­ვა­შიც გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სიმპტო­მია, თუმ­ცა უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში, კო­რო­ნა­ვირუ­სის აღ­ნიშ­ნულ შტამს არ ახა­სი­ა­თებს გე­მო­სა და ყნოს­ვის და­კარ­გვა."ეს ვა­რი­ან­ტი ცოტა გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. ადა­მი­ან­მა შე­იძ­ლე­ბა იფიქ­როს, რომ მას აქვს სე­ზო­ნუ­რი გა­ცი­ე­ბა, წა­ვი­დეს წვე­უ­ლე­ბა­ზე და იქ სხვე­ბი და­ა­ინ­ფი­ცი­როს. ჩვენ ვფიქ­რობთ, რომ ეს სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მაა. რე­კო­მენ­და­ცი­აა, რომ თუ სა­შუ­ა­ლო სირ­თუ­ლის სიმპტო­მებს გრძნობთ და გა­ცი­ე­ბის შეგ­რძნე­ბა გაქვთ, შე­საძ­ლოა, ეს მხო­ლოდ გა­ცი­ე­ბა არ იყო, ამი­ტომ დარ­ჩით სახ­ლში და აუ­ცი­ლებ­ლად გა­ი­კე­თეთ ტეს­ტი“, - ამ­ბობს პრო­ფე­სო­რი სფექთო­რი.

რო­გორც BBC წერს, კო­რო­ნა­ვირუ­სის დელ­ტა ვა­რი­ან­ტი, რო­მე­ლიც თავ­და­პირ­ვე­ლად ინ­დო­ეთ­ში გა­მოვ­ლინ­და, ახლა დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში სწრა­ფად ვრცელ­დე­ბა და ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის 90% სწო­რედ ეს ვა­რი­ან­ტია.

ამას­თან, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ პა­ა­ტა იმ­ნა­ძის გან­ცხა­დე­ბით, "დელ­ტა" ვა­რი­ან­ტის შემ­თხვე­ვე­ბი იმა­ტებს სა­ქარ­თვე­ლო­შიც.

"სამ­წუ­ხა­როდ, მთელ ევ­რო­პა­ში ძა­ლი­ან იმა­ტებს "დელ­ტა"(ინ­დუ­რი შტა­მი) შტა­მის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, წამ­ყვა­ნი ხდე­ბა "დელ­ტა" შტა­მი ძა­ლი­ან ბევრ ქვე­ყა­ნა­ში, ჩვენ­თა­ნაც იმა­ტებს ამ შტა­მის აღ­მო­ჩე­ნის რა­ო­დე­ნო­ბა. ეს ძი­რი­თა­დად ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც ბრუნ­დე­ბი­ან მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან. დღე­ის­თვის 18 და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვაა, ეს ნიშ­ნავს, რომ "ინ­დუ­რი შტა­მიც“ იწყებს გავ­რცე­ლე­ბას", - აღ­ნიშ­ნავს იმ­ნა­ძე.

myquiz