როგორ გამოიყურება ივა კუზანოვის სახლი საგურამოში, სადაც მეხუთე წელია გადასახლდა - "შარშან 600 კილოგრამი ყურძენი ავიღე და დავწურე" | Allnews.Ge

როგორ გამოიყურება ივა კუზანოვის სახლი საგურამოში, სადაც მეხუთე წელია გადასახლდა - "შარშან 600 კილოგრამი ყურძენი ავიღე და დავწურე"

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოში პლასტიკური ქირურგიის ფუძემდებელი ივა კუზანოვი მეხუთე წელია საგურამოში გადასახლდა, სადაც საკუთარი გემოვნებით სახლიც ააშენა და ბაღ-ვენახიც გააშენა.

ორსართულიანი, თანამედროვე სტილის სახლი ბოლომდე დასრულებული არ არის, პლასტიკურ ქირურგს ეზოში ჯერ კიდევ აქვს დაგეგმილი სამშენებლო სამუშაოები - ერთ ნაწილში ზამთრის ბაღის გაშენებას გეგმავს, სადაც ჯაკუზიც იქნება. აუზის აშენებას კი არ აპირებს, კავკასიონის ხედების ყურება მირჩევნიაო, ამბობს.

kuzanovissaxli-1623750995.jpg

kuzanovixedi-1623750995.jpg

venaxikuzanovi222-1623750996.jpg

"აქ იქნება საქეიფო, იქნება სამწვადე, ისე რომ გოჭიც დაატრიალო და აქედან ჩავალთ ვენახში. ცხრა პლანია სულ, დიდი არაა ვენახი, ათას კვადრატზეა გაშენებული, თუმცა შარშან 600 კილოგრამი ყურძენი ავიღე და დავწურე. თავკვერია, ძალიან მომწონს.

kuzanovipanc-1623750995.jpg

venaxikuzanovi-1623750995.jpg

მარანი ისეა გაკეთებული, რომ ზამთარ-ზაფხულ 15 გრადუსია ტემპერატურა. ოთხი ჭურია, ჩამოვიტანეთ ზესტაფონის რაიონიდან - 150, 80, 60 და 40-ლიტრიანებია და ყველა ივსება, ივსება კი არა, არც მყოფნის და მერე ბოცებში ვასხამ" - ისაუბრა პლასტიკურმა ქირურგმა გადაცემა "ახალი დღის" რუბრიკაში "პროტოკოლი".

venaxikuzanovi2-1623750996.jpg

myquiz