"იწვევს ჰალუცინაციებს, აგრესიას, გულის გაჩერებას, უეცარ სიკვდილს..." - რა ვიცით საქართველოში შემოსული ახალი ნარკოტიკის, ე.წ პინაკას შესახებ და როგორ მუშაობს ვაჭრობის "დარქ-სქემა" | Allnews.Ge

"იწვევს ჰალუცინაციებს, აგრესიას, გულის გაჩერებას, უეცარ სიკვდილს..." - რა ვიცით საქართველოში შემოსული ახალი ნარკოტიკის, ე.წ პინაკას შესახებ და როგორ მუშაობს ვაჭრობის "დარქ-სქემა"

სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის WHO-სა და EMCDDA-ს ან­გა­რი­შე­ბის მი­ხედ­ვით, ბოლო პე­რი­ოდ­ში მსოფ­ლიო ნარ­კო­ბა­ზარ­ზე ახა­ლი ფსი­ქო­აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბა გა­მოჩ­ნდა. ეს არის ე.წ პი­ნა­კა, სა­მე­დი­ცი­ნო და­სა­ხე­ლე­ბით mdmb-4en-pinaca, რო­მელ­საც არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად „მძი­მე წო­ნა­საც“ (heavy weight) უწო­დე­ბენ. ნარ­კო­ლო­გე­ბის ვა­რა­უ­დით, ახა­ლი ნარ­კო­ტი­კი სა­ქარ­თვე­ლო­შიც შე­მო­ვი­და. მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რის, ნარ­კო­ლოგ ზურა სი­ხა­რუ­ლი­ძის თქმით, რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ ზუგ­დიდ­ში მომ­ხდა­რი ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის ფაქ­ტი მას აღ­ნიშ­ნუ­ლი ვა­რა­უ­დის გა­მოთ­ქმის სა­ფუძ­ველს აძ­ლევს.

რას წარ­მო­ად­გენს ახა­ლი ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა ე.წ. პი­ნა­კა, რო­გორ ხვდე­ბა მსგავ­სი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში და რა გავ­ლე­ნას ახ­დე­ნენ ისი­ნი ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე - ამ და სხვა სა­კი­თხებ­ზე Ambebi.ge ზურა სი­ხა­რუ­ლი­ძეს ესა­უბ­რა.

- ზო­გა­დი ვი­თა­რე­ბის მი­მო­ხილ­ვით რომ და­ვი­წყოთ, რამ­დე­ნად დიდი პრობ­ლე­მაა ახა­ლი ფსი­ქო­აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი მსოფ­ლი­ოს­თვის და რო­გო­რია ტენ­დენ­ცია ამ მხრივ?

- ეს, რა თქმა უნდა, გლო­ბა­ლუ­რი გა­მოწ­ვე­ვაა. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ჩვენ ვცხოვ­რობთ ფსი­ქო­აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­რე­ბის ერა­ში, სა­დაც მისი გავ­რცე­ლე­ბა სულ უფრო უკონ­ტრო­ლო ხდე­ბა, ხოლო უსაფრ­თხო­ე­ბის ხა­რის­ხი სულ უფრო იკ­ლებს. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, დღე­ში მი­ნი­მუმ ერთი ახა­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა მა­ინც ჩნდე­ბა. ცვლი­ან ფრო­მუ­ლას, ფუძე კი იგი­ვე რჩე­ბა. ამას კონ­ტრო­ლის მე­ქა­ნიზ­მის შე­სუს­ტე­ბი­სა და თრო­ბის ეფექ­ტე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბი­სა და გამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის მიზ­ნით აკე­თე­ბენ. ახა­ლი დამ­ზა­დე­ბუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის აღ­ნუს­ხვა, ტრან­სპორ­ტი­რე­ბი­სას მათი კონ­ტრო­ლი და აღ­მო­ჩე­ნა ძა­ლი­ან რთუ­ლია. ასე­თი ნარ­კო­ტი­კე­ბის დამ­ზა­დე­ბა მარ­ტი­ვად შე­იძ­ლე­ბა, ჩვე­ულბ­რივ სამ­ზა­რე­უ­ლო­შიც კი. მთა­ვა­რია იცო­დე პრე­კურ­სო­რე­ბი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც გა­ა­კე­თებ ამას. შარ­შან, სა­ქარ­თვე­ლო­ში, ბა­თუმ­ში, ქუ­თა­ის­სა და თბი­ლის­ში, სამი ლა­ბო­რა­ტო­რია აღ­მო­ა­ჩი­ნეს, სა­დაც საკ­მა­ოდ დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ამ­ზა­დებ­დნენ Alfa p-ს, შემ­დეგ კი „დარ­ქნე­ტის: მეშ­ვე­ო­ბით ასა­ღებ­დნენ.

- რას წარ­მო­ად­გენს ე.წ. დარ­ქნე­ტი და რო­გორ მუ­შა­ობს იგი?

- „დარ­ქნე­ტი“ ანუ ე.წ. ბნე­ლი ინ­ტერ­ნე­ტქ­სე­ლი პრაქ­ტი­კუ­ლად უკონ­ტრო­ლოა. რად­გან ამ ბიზ­ნე­სით და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი მუდ­მი­ვად იც­ვლი­ან ინ­ტე­რე­ნეტ­მი­სა­მარ­თებს და მათი შავი ხვრე­ლე­ბის მო­ძებ­ნა თით­ქმის არ ხდე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა მისი მუ­შა­ო­ბის მე­ქა­ნიზმს, ეს გახ­ლავთ სა­ერ­თა­შო­რი­სო ქსე­ლი, რო­მე­ლიც გან­სა­კუთ­რე­ბით ძლი­ე­რად რამ­დე­ნი­მე დიდ ქვე­ყა­ნა­შია წარ­მოდ­გე­ნი­ლი. მათ შო­რის რუ­სეთ­სა და ჩი­ნეთ­ში. მათი ქსე­ლე­ბი მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით არის გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და ინ­ტე­რე­ნე­ტის მეშ­ვე­ო­ბით აქვთ წვდო­მა პო­ტენ­ცი­ურ მომ­ხმა­რებ­ლებ­თან. შე­იძ­ლე­ბა ნე­ბის­მი­ერ­მა ჩვენ­გან­მა მვი­ღოთ Sms სხვა­დას­ხვა ონ­ლა­ინ პლათ­ფორ­მა­ზე, სა­დაც გვთა­ვა­ზო­ბენ რო­გორც ნარ­კო­ტიკს, ისე იოლი ფუ­ლის გა­მო­მუ­შა­ვე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. ფულს ამა თუ იმ ნარ­კო­ტი­კის კონ­კრე­ტულ ად­გი­ლას მი­ტა­ნა­ში იხ­დი­ან. ეს ად­გი­ლე­ბი ძი­რი­თა­დად არის ტყე­ე­ბი, სა­საფ­ლა­ო­ე­ბი, მი­ტო­ვე­ბუ­ლი შე­ნო­ბე­ბი, ერთი სი­ტყვით, ისე­თი ად­გი­ლე­ბი, სა­დაც ადა­მი­ან­თა კონ­ცენ­ტრა­ცია ნაკ­ლე­ბია. და­ვა­ლე­ბა­ში საკ­მა­ოდ მა­ღალ ანა­ზღა­უ­რე­ბას იხ­დი­ან. როცა „დამ­დე­ბე­ბი“ ნარ­კო­ტიკს გა­ნა­თავ­სე­ბენ მი­თი­თე­ბულ ად­გი­ლას, იღე­ბენ ამის ამ­სახ­ველ ფო­ტოს ან ვი­დე­ოს და უგ­ზავ­ნი­ან შემ­კვეთს. მხო­ლოდ ამის შე­მე­დეგ იღე­ბენ გა­სამ­რჯე­ლოს. მომ­ხმა­რებ­ლებს კი ინ­ტერ­ნე­ტის მეშ­ვე­ო­ბით ნარ­კო­ტი­კის ად­გილსსამ­ყო­ფელ­ზე აწ­ვდი­ან ინ­ფორ­მა­ცი­ას და ასე მიმ­დი­ნა­რე­ობს ვაჭ­რო­ბის პრო­ცე­სი.

narkotikebi-82748-1623732498.jpg

- რა შე­გიძ­ლი­ათ გვი­თხრათ ამ ახალ ფსი­ქო­აქ­ტი­ურ ნივ­თი­ე­რე­ბა­ზე, რა გაძ­ლევთ იმის თქმის სა­ფუძ­ველს, რომ მას უკვე სა­ქარ­თვე­ლო­შიც მო­იხ­მა­რენ?

- კლი­ნი­კის მი­ხედ­ვით გა­მოვ­თქვით ეს ვა­რა­უ­დი. ზუგ­დიდ­ში შვიდ­მა ახალ­გაზ­რდამ მო­წია უც­ნო­ბი ნივ­თი­ე­რე­ბა, რის შე­დე­გა­დაც მათი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა უკი­დუ­რე­სად გარ­თულ­და. 5 მათ­გა­ნი ხე­ლოვ­ნურ სუნ­თქვა­ზეც კი იყო შე­ერ­თე­ბუ­ლი. ეს იყო სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სიმპტო­მე­ბი იმის­გან, რაც აქამ­დე ჩვენ­თვის ცნო­ბილ ნარ­კო­ტი­კებს ახა­სი­ა­თებს: გო­ნე­ბის და­კარ­გვა, სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბა, ძი­ლი­ა­ნო­ბა და ა.შ. ერთი სი­ტყვით, ეს კლი­ნი­კა პირ­და­პირ ემ­თხვე­ვა სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მიერ სა­კუ­თარ ან­გა­რი­შებ­ში აღ­წე­რილ სიმპტო­მებს, რაც ამ ახალ ფსი­ქო­აქ­ტი­ურ ნივ­თი­ე­რე­ბას ახა­სი­ა­თებს. „დარ­ქნე­ტის“ მეშ­ვე­ო­ბით ახა­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის შე­მო­ტა­ნა სირ­თუ­ლეს არ წარ­მო­ა­დენს, ამი­ტომ გა­საკ­ვირ­ვი არ უნდა იყოს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­შიც მოხ­ვდა. და­ზუს­ტე­ბით თქმას ვერ ვა­ხერ­ხებთ, რად­გან, სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ არ გვაქვს იმ დო­ნის ტოქ­სი­კო­ლო­გი­უ­რი ლა­ბო­რა­ტო­რია, რომ ეს ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი გა­მო­ვავ­ლინთ. რო­გორც ვიცი, შსს-ს საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ლა­ბო­რა­ტო­რი­ას ფლობს, რო­მელ­საც ეს შე­უძ­ლია. მაგ­რამ რა­ტომ­ღაც არ ხდე­ბა. ფა­ტა­ლუ­რი შემ­თხვე­ვე­ბის დრო­საც კი, როცა უც­ნო­ბი ფსი­ქო­აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბია ლე­ტა­ლო­ბის მი­ზე­ზი, ჩვენ არა­სო­დეს ვი­ცით, კონ­კრე­ტუ­ლად რა ნივ­თი­ე­რე­ბამ გა­მო­იწ­ვია ადა­მი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბა. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, შარ­შან ერთ-ერთ რა­ი­ონ­ში 7 ახალ­გაზ­რდა ემსხვერ­პლა უც­ნობ ნარ­კო­ტი­კულ ნივ­თი­ე­რე­ბას და დღემ­დე უც­ნო­ბია, რა ნივ­თი­ე­რე­ბა იყო ის.

განაგრძეთ კითხვა