როგორია კრწანისის ქუჩაზე მომხდარი ავარიისას დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა - "ნიუ ჰოსპიტალსის“ ექიმის კომენტარი | Allnews.Ge

როგორია კრწანისის ქუჩაზე მომხდარი ავარიისას დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა - "ნიუ ჰოსპიტალსის“ ექიმის კომენტარი

"ნიუ ჰოს­პი­ტალ­სის" კლი­ნი­კის რე­ა­ნი­მა­ტო­ლო­გის, ალექ­სან­დრე მხარგრძე­ლის გან­ცხა­დე­ბით, კრწა­ნი­სის ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი ავა­რი­ის დროს და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი­დან ორ პა­ცი­ენ­ტთან, მათ შო­რის არას­რულ­წლო­ვან­თან ოპე­რა­ცი­უ­ლი ჩა­რე­ვა დღეს იგეგ­მე­ბა.

მი­სი­ვე თქმით, ამ დრო­ის­თვის სამი პა­ცი­ენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა, თუმ­ცა არც ერთი პა­ცი­ენ­ტი არ იმ­ყო­ფე­ბა მარ­თვით სუნ­თქვა­ზე.

"ამ­ჟა­მად ჩვენს კლი­ნი­კა­ში რჩე­ბა 4 პა­ცი­ენ­ტი. სა­მის ზო­გა­დი მდგო­მა­რე­ო­ბა არის მძი­მე, ერ­თის ზო­გა­დი მდგო­მა­რე­ო­ბა არის სა­შუ­ა­ლო სიმ­ძი­მის. ორ პა­ცი­ენ­ტთან იგეგ­მე­ბა ოპე­რა­ცი­უ­ლი ჩა­რე­ვა, მათ შო­რის ერთ-ერთი არას­რულ­წლო­ვა­ნია. საკ­მა­ოდ რთუ­ლი ოპე­რა­ცი­აა.

გრძელ­დე­ბა პა­ცი­ენ­ტე­ბის ინ­ტენ­სი­უ­რი მოვ­ლა და მკურ­ნა­ლო­ბა. პა­ცი­ენ­ტე­ბი არი­ან ზო­გა­დი პო­ლიტ­რავ­მის დი­აგ­ნო­ზით შე­მო­სუ­ლი. მარ­თვით სუნ­თქვა­ზე არც ერთი პა­ცი­ენ­ტი არ იმ­ყო­ფე­ბა. 4-ვე მათ­გა­ნი კონ­ტაქ­ტუ­რია", - გა­ნა­ცხა­და ალექ­სან­დრე მხარგრძელ­მა.

ცნო­ბის­თვის, კრწა­ნი­სის ქუ­ჩა­ზე, ავა­რი­ის შე­დე­გად 2 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა და რამ­დე­ნი­მე და­შავ­და. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ შსს-ში გა­ნუ­ცხა­დეს, მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 276-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ტრან­სპორ­ტის ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს.