შემოსავალი ძველი კონცერტებიდან და წილები რამდენიმე კომპანიაში - რა ქონებას ფლობს ბუბა კიკაბიძე ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით? | Allnews.Ge

შემოსავალი ძველი კონცერტებიდან და წილები რამდენიმე კომპანიაში - რა ქონებას ფლობს ბუბა კიკაბიძე ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით?

ცნო­ბი­ლი მომ­ღე­რა­ლი და მსა­ხი­ო­ბი ვახ­ტანგ (ბუბა) კი­კა­ბი­ძე 1938 წლის 19 ივ­ლისს და­ი­ბა­და და 82 წლის ასა­კა­ში პარ­ლა­მენ­ტა­რიც გახ­და. ის სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში "ნა­ცი­ო­ნა­უ­რი მოძ­რა­ო­ბის“ გარ­შე­მო შექ­მნი­ლი ოპო­ზი­ცი­უ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბის (ბლო­კი "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა - გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცია "ძალა ერ­თო­ბა­შია“) ეგი­დით მოხ­ვდა.

შე­გახ­სე­ნებთ, 2020 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის წინ, პო­ლი­ტი­კურ­მა გა­ერ­თი­ა­ნე­ბამ თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე, დას­კვნი­თი შეხ­ვედ­რა გა­ი­მარ­თა, სა­დაც პარ­ტი­ის სა­პარ­ლა­მენ­ტო სიის პირ­ველ­მა ნო­მერ­მა ბუბა კი­კა­ბი­ძემ ორი სიმ­ღე­რა შე­ას­რუ­ლა, მათ შო­რის, “თბი­ლი­სოც”. კი­კა­ბი­ძემ რამ­დე­ნი­მე სტრო­ფი რუ­სუ­ლად იმ­ღე­რა, რა­საც სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ფარ­თო გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. რო­გორც შემ­დეგ გა­ირ­კვა, ტექ­ნი­კურ ჯგუფს ფო­ნოგ­რა­მა აე­რია, სწო­რედ ამის გამო იმ­ღე­რა ბუბა კი­კა­ბი­ძემ რუ­სუ­ლად “თბი­ლი­სოს” ნა­წი­ლი.

რა წე­რია ბუბა კი­კა­ბი­ძის ქო­ნებ­რივ დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში?

რო­გორც ირ­კვე­ვა, ბუბა კი­კა­ბი­ძე ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია 2021 წლის 11 თე­ბე­რავლს შე­ვა­სო, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც არც მის და არც მისი მე­უღ­ლის სა­ხელ­ზე თბი­ლის­ში სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი არ ფიქ­სირ­დე­ბა.

თუმ­ცა სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლია, რომ კი­კა­ბი­ძე­ე­ბი ვა­კე­ში, 3-სარ­თუ­ლი­ან სახ­ლში ცხოვ­რო­ბენ, რო­მე­ლიც, სა­ვა­რა­უ­დოდ, არც ბუბა კი­კა­ბი­ძის და არც მისი მე­უღ­ლის სა­ხელ­ზე არ არის გა­ფორ­მე­ბუ­ლი და დეკ­ლა­რა­ცი­ა­შიც ამი­ტომ არ მოხ­ვდა.

kikabidze-39762-1623568809.jpgბუბა კი­კა­ბი­ძე მე­უღ­ლეს­თან ერ­თად

ზო­გა­დად, ბუ­ბას პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა არც ისე გა­სა­ჯა­რო­ე­ბუ­ლია, მას დი­დად არ უყ­ვარს ამა­ზე ლა­პა­რა­კი. მისი მე­უღ­ლე ირი­ნა ქე­ბა­ძე ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბის გურამ სა­ღა­რა­ძის პირ­ვე­ლი მე­უღ­ლე გახ­ლდათ. მსა­ხი­ო­ბის­გან ერთი ქა­ლიშ­ვი­ლი მა­რი­ნა სა­ღა­რა­ძე ჰყავს. ცნო­ბი­ლია ისიც, რომ ბუ­ბამ მა­რი­ნა სა­კუ­თა­რი შვი­ლი­ვით გა­ზარ­და და არც მის ვაჟს არ­ჩევს სა­კუ­თარ შვი­ლიშ­ვი­ლებ­ში. ბუ­ბას და ირი­ნას სა­ერ­თო ვაჟი - კონ­სტან­ტი­ნე ჰყავთ, რო­მე­ლიც კა­ნა­და­ში ცხოვ­რობს.

და­ვუბ­რუნ­დეთ დეკ­ლა­რა­ცი­ას, 2018 წელს ბუბა კი­კა­ბი­ძის­თვის ბა­თუ­მი, ხიმ­ში­აშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე, 45 კვ.მ ფარ­თო­ბის ბინა უჩუ­ქე­ბი­ათ, 2012 წელს კი, წყალ­ტუ­ბოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ გე­გუთ­ში, 12 000 დო­ლა­რად შე­უ­ძე­ნია 10086 კვ.მ მი­წის ნაკ­ვე­თი.

2017 წლი­დან მის სა­ხელ­ზე ირ­ცხე­ბა ავ­ტო­მო­ბი­ლი Lexus LX570, რომ­ლის შე­ძე­ნის ფორ­მად კვლავ ჩუ­ქე­ბაა მი­თი­თე­ბუ­ლი.

buba1981-39793-1623568858.jpgკი­კა­ბი­ძე­ე­ბის სახ­ლი ვა­კე­ში

დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბის მო­მენ­ტში, პა­რა­ლა­მენ­ტარს "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის" სამ სხვა­დას­ხვა ან­გა­რიშ­ზე ერი­ცხე­ბო­და შე­მედ­გი რა­ო­დე­ნო­ბის თან­ხე­ბი: ანა­ბა­რი - 7536,8 დო­ლა­რი, 2992,14 დო­ლა­რი და 4166,28 დო­ლა­რი.

გა­სუ­ლი ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­მო­სავ­ლის სა­ხით კი მი­თი­თე­ბუ­ლი აქვს თან­ხე­ბი ძვე­ლი კონ­ცერ­ტე­ბი­დან: 11 000 ლა­რი­სა და 5000 დო­ლა­რის ოდე­ნო­ბით.

რაც შე­ე­ხე­ბა მის სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბას, ვახ­ტანგ კი­კა­ბი­ძე დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში წერს, რომ ფლობს წი­ლებს რამ­დე­ნი­მე კომ­პა­ნი­ა­ში:

ის, 7%-იანი წი­ლით, პარტნი­ო­რია შპს-ში კუს ტბა კალა; ასე­ვე შპს-ში კუს ტბა-2 (44%), შპს-ში კუს ტბა პა­ლა­სი (22%), შპს-ში ფლაგ არტი. ამ კომ­პა­ნი­ე­ბი­დან შე­მო­სა­ვა­ლი დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში მი­თი­თე­ბუ­ლი არ არის.