ავტომობილის უკანა სავარძელზე ღვედი შესაძლოა სავალდებულო გახდეს- პარლამენტში წინადადებას განიხილავენ | Allnews.Ge

ავტომობილის უკანა სავარძელზე ღვედი შესაძლოა სავალდებულო გახდეს- პარლამენტში წინადადებას განიხილავენ

ავტომობილების უკანა სავარძელზე ღვედის გამოყენება შესაძლოა, სავალდებულო გახდეს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საკანონმდებლო წინადადება პარლამენტში მოქალაქე დავით მებაღიშვილმა წარადგინა.

როგორც წინადადების ავტორი აღნიშნავს, ღვედის გამოყენების ვალდებულება ავტომობილის უკანა სავარძლებზე არ ვრცელდება. ამასთან, მისივე შეფასებით, შესაძლოა, ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადარჩენილიყო, თუ უფრო განმტკიცებული იქნებოდა უსაფრთხოების კულტურა.

პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, წინადადება იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უნდა განიხილოს და გადაწყვეტილება ბიუროს აცნობოს.