ქართველი ბიჭი, რომელიც ესპანეთის სახელით მსოფლიოს ორგზის ჩემპიონია - "ძიუდოს ანგელოზად" ცნობილი ნიკოლოზ შერაზადაშვილის ისტორია | Allnews.Ge

ქართველი ბიჭი, რომელიც ესპანეთის სახელით მსოფლიოს ორგზის ჩემპიონია - "ძიუდოს ანგელოზად" ცნობილი ნიკოლოზ შერაზადაშვილის ისტორია

ბუ­და­პეშ­ტში მიმ­დი­ნა­რე ძი­უ­დოს მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის მე­ხუ­თე სა­შე­ჯიბ­რო დღეს ეს­პა­ნე­თის სა­ხე­ლით მო­ას­პა­რე­ზე ქარ­თვე­ლი ნი­კო­ლოზ შე­რა­ზა­დაშ­ვი­ლი ოქ­როს მედ­ლის მფლო­ბე­ლი გახ­და. ფი­ნალ­ში მან მან უზ­ბეკ დავ­ლატ ბო­ბო­ნო­ვო და­ა­მარ­ცხა და გა­ი­მარ­ჯვა.

ქარ­თველ ახალ­გაზ­რდას წარ­მა­ტე­ბა უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა მი­უ­ლო­ცა, მათ შო­რის საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა და­ვით ზალ­კა­ლი­ან­მა.

"ვუ­ლო­ცავ ნიკო შე­რა­ზა­დიშ­ვილს მსოფ­ლიო ორგზის ჩემ­პი­ო­ნო­ბას. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ჩვე­ნი სა­ა­მა­ყო მა­მუ­ლიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ეს­პა­ნე­თის სა­ხე­ლით ას­პა­რე­ზობს, კი­დევ ბევრ მწვერ­ვალს და­ი­პყრობს!" - წერს ზალ­კა­ლი­ა­ნი "ფე­ის­ბუქ­ზე".

db1389987ce909299c683b2b892cb233-58194-1623426734.jpg

2018 წელი - ბაქო

ნი­კო­ლოზ შე­რა­ზა­დაშ­ვილ­მა მსოფ­ლი­ოს პირ­ვე­ლო­ბა მე­ო­რედ მო­ი­გო. პირ­ვე­ლად მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნი 2018 წელს, ბა­ქო­ში მიმ­დი­ნა­რე შე­ჯიბ­რზე გახ­და, მა­ში­ნაც ეს­პა­ნე­თის სა­ხე­ლით ას­პა­რე­ზობ­და.

ქარ­თვე­ლი ბიჭი უკვე წლე­ბია ეს­პა­ნე­თის სა­ხე­ლით ას­პა­რე­ზობს. ნი­კო­ლოზ შე­რა­ზა­დიშ­ვი­ლი 1996 წლის 19 თე­ბერ­ვალს თბი­ლის­ში და­ი­ბა­და. მისი მამა კარ­გად ცნო­ბი­ლი ძი­უ­დო­ის­ტი - ზაზა შე­რა­ზა­დიშ­ვი­ლი, მეტ­სა­ხე­ლად "პა­პუ­ა­სა" იყო, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე წლის წინ სიმ­სივ­ნით გარ­და­იც­ვა­ლა.

nikosherazadishmwvrtneli-2018-10-25-basimmunxa4vtl-58380-1623426784.jpg

ნი­კო­ლოზ შე­რა­ზა­დაშ­ვი­ლი მწვრთნელ­თან ერ­თად

სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბი­სას, პა­ტა­რა ნიკო ძი­უ­დო­სა და წყალ­ბურთში ვარ­ჯი­შობ­და. 10 წლის წინ, შე­რა­ზა­დიშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხი ეს­პა­ნეთ­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად. რად­გან ნი­კო­ლოზს კა­რი­ე­რის გაგ­რძე­ლე­ბა ძი­უ­დო­ში სურ­და, მად­რი­დი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 35 კი­ლო­მეტრში, პა­ტა­რა ქა­ლაქ ბრუ­ნე­ტეს ძი­უ­დოს სკო­ლა­ში შე­იყ­ვა­ნეს. მისი მას­წავ­ლე­ბე­ლი და მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი ჯო­ა­კინ რუ­ი­სი გახ­და, რო­მელ­საც ოლიმ­პი­ა­და­ზე სამ­ჯერ ჰქონ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ღე­ბუ­ლი. 190 სან­ტი­მეტ­რი სი­მაღ­ლის სპორ­ტსმე­ნი 90 კგ წო­ნით კა­ტე­გო­რი­ა­ში ას­პა­რე­ზობს.

121090441-3840650939345912-7330422177461214252-n-58490-1623426866.jpg

2014 წელს ნი­კომ ეს­პა­ნე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა მი­ი­ღო და მა­შინ და­ი­წყო მისი სა­ერ­თა­შო­რი­სო კა­რი­ე­რა ძი­უ­დო­ში. იმა­ვე წელს მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე 21-წლამ­დელ­თა შო­რის ვერ­ცხლის მე­და­ლი მო­ი­პო­ვა. იმ ტურ­ნირ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით ბექა ღვი­ნი­აშ­ვილ­მა ბრინ­ჯა­ოს მე­და­ლი მო­ი­პო­ვა. ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე კი ბექა გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გახ­და, ხოლო შე­რა­ზა­დიშ­ვი­ლი - ბრინ­ჯა­ოს მედ­ლის მფლო­ბე­ლი.

2015 წლის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე შე­რა­ზა­დიშ­ვი­ლი 21-წლამ­დელ­თა შო­რის ვერ­ცხლის მედ­ლის მფლო­ბე­ლი გახ­და, თუმ­ცა მა­შინ ფი­ნალ­ში უკვე ბექა ღვი­ნი­აშ­ვილ­თან და­მარ­ცხდა. ვერ­ცხლის მედ­ლით და­ას­რუ­ლა 2016 წლის ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტი ახალ­გაზ­რდა­თა შო­რის.

95332356-2949910088427914-7719367304038842368-n-58568-1623426903.jpg

ნი­კოს­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი 2018 წელი გა­მოდ­გა, რო­დე­საც უკვე უფ­როს­თა შო­რის თელ-ავივ­ში, ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ბრინ­ჯა­ოს მე­და­ლი მო­ი­პო­ვა. 24 სექ­ტემ­ბერს კი ბა­ქო­ში მიმ­დი­ნა­რე ძი­უ­დოს მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლი მო­ი­პო­ვა.

ამ გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ, ეს­პა­ნე­თის ქა­ლაქ­მა ბრუ­ნე­ტემ ნი­კო­ლოზ შე­რა­ზა­დიშ­ვილს მად­ლო­ბა სა­სი­ა­მოვ­ნო ჟეს­ტით გა­და­უ­ხა­და - "ტა­ტა­მის მე­ფი­სა" და "ძი­უ­დოს ან­გე­ლო­ზის" პა­ტივ­სა­ცე­მად გა­იხ­სნა ქუჩა, რო­მელ­საც "Niko Shera" ეწო­დე­ბა.

"ბრუ­ნე­ტე ამ აქ­ტით ნი­კოს პა­ტივს მი­ა­გებს. ჩვენ წლე­ბის მან­ძილ­ზე ვხე­დავ­დით, რო­გორ იზ­რდე­ბო­და ის, რო­გორც სპორ­ტსმე­ნი!" - გა­ნა­ცხა­და ქა­ლა­ქის მერ­მა ბორ­ხა გუ­ტი­ე­რეს­მა.

"ამას ვე­რას­დროს წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ ეს­პა­ნეთ­ში ჩემი სა­ხე­ლო­ბის ქუჩა იქ­ნე­ბო­და. როცა აქ ჩა­მო­ვე­დით, არც ეს­პა­ნურს ვფლობ­დი და არა­ფე­რი ვი­ცო­დი ეს­პა­ნე­თის შე­სა­ხებ. ახლა ვსა­უბ­რობ ეს­პა­ნუ­რად, ქარ­თუ­ლად, ინ­გლი­სუ­რად და რუ­სუ­ლად. ბრუ­ნეტ­ში გა­ვა­ტა­რე ჩემი პი­რა­დი და სპორ­ტუ­ლი ცხოვ­რე­ბის დიდი ნა­წი­ლი...

მე ვიცი, რომ სა­ქარ­თვე­ლო­დან მოვ­დი­ვარ და ეს არა­სო­დეს უნდა და­მა­ვი­წყდეს. მაგ­რამ აქ მე კომ­ფორ­ტუ­ლად ვგრძნობ თავს, ამა­ყი ვარ" - უთხრა რამ­დე­ნი­მე წლის წინ ეს­პა­ნურ სპორ­ტულ გა­მო­ცე­მა as.com-ს შე­რა­ზა­დიშ­ვილ­მა.

nikosherazadi-2018-10-25-swg5kwdljl-1623426952.jpg

25 წლის სპორ­ტსმე­ნი გა­მარ­თუ­ლად სა­უბ­რობს ქარ­თულ და ეს­პა­ნურ ენა­ზე, ჰყავს დედა, ძმა და სა­ქარ­თვე­ლო­ში ხში­რად სტუმ­რობს ნა­თე­სა­ვებს. ნიკო და მომ­ღე­რა­ლი ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი ნა­თე­სა­ვე­ბი არი­ან და ნი­ნის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­შიც აქვს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ნი­კოს­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი.