3 ლარი საბანკო ანგარიშზე და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციით მიღებული 50 000 - რა ქონებას ფლობს გუბაზ სანიკიძე? | Allnews.Ge

3 ლარი საბანკო ანგარიშზე და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციით მიღებული 50 000 - რა ქონებას ფლობს გუბაზ სანიკიძე?

"ისე არ აღ­მოჩ­ნდეს, რომ სხვე­ბი შე­ვიდ­ნენ პარ­ლა­მენ­ტში და მე გა­რეთ დავ­რჩე“, - გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძის გა­სუ­ლი წლის ნო­ემ­ბერ­ში ნათ­ქვა­მი ეს ფრა­ზა ლა­მის ფრთი­ან გა­მო­ნათ­ქვა­მად იქცა, ოპო­ზი­ცი­ის პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლა-არ­შეს­ვლის მრა­ვალ­თვი­ა­ნი და­ვი­და­რა­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. ევ­რო­პე­ლე­ბის მარ­თლაც გან­საც­ვიფ­რე­ბე­ლი ძა­ლის­ხმე­ვი­სა და სი­ჯი­უ­ტის წყა­ლო­ბით, პარ­ლა­მენ­ტში სა­ბო­ლო­ოდ ყვე­ლა პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა შე­ვი­და.

ყვე­ლა­ზე ბო­ლოს, 8 ივ­ნისს, სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში შე­ა­ბი­ჯეს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ გარ­შე­მო შექ­მნი­ლი ბლო­კის ("ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა - გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცია "ძალა ერ­თო­ბა­შია“) დე­პუ­ტა­ტებ­მა, მათ შო­რის გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძე­მაც.

სა­პარ­ლა­მენ­ტო სხდო­მის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, "გირ­ჩის“ დე­პუ­ტა­ტე­ბის მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ "ფე­ის­ბუ­ქის" პირ­და­პირ ეთერ­ში გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძეც მოხ­ვდა, რო­მელ­მაც კი­თხვას, - რა ემო­ცი­ე­ბით მი­ვი­და პარ­ლა­მენ­ტში, - ასე უპა­სუ­ხა:

"სი­მარ­თლე რომ გი­თხრათ, მა­ინ­ცდა­მა­ინც არ მქონ­და ემო­ცი­ე­ბი. ამ შე­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით არ მაქვს კარ­გი შეგ­რძნე­ბე­ბი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აქ­ტზე ხელი აქ მო­ვა­წე­რე. ეს შე­ნო­ბა დამ­წვა­რიც მაქვს ნა­ნა­ხი, ქარ­თვე­ლე­ბის სი­ჯი­უ­ტის გამო, ამი­ტომ არ მიყ­ვარს, რომ არ და­გი­მა­ლოთ“.

მან ასე­ვე გა­ნა­ცხა­და, ქვე­ყა­ნა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი კი არ დას­რულ­და, სახე იც­ვა­ლაო და დას­ძი­ნა: "ოპო­ზი­ცია პარ­ლა­მენ­ტში ერ­თად რომ შე­მო­სუ­ლი­ყო, კარ­გი იქ­ნე­ბო­და“.

gubaza-42709-1623231599.jpg

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ნი­კი­ძეს პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა თურ­მე არ უყ­ვარს, ცხოვ­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი სწო­რედ იქ აქვს გა­ტა­რე­ბუ­ლი. ის 5 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტა­ტია.

სხვა­დას­ხვა დროს გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძე სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში წარ­მო­ად­გენ­და:

  • ბლოკს "მრგვა­ლი მა­გი­და - თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ქარ­თვე­ლო“ (14-11-1990 - 04-11-1992);
  • ბლოკს "სა­ქარ­თვე­ლოს აღორ­ძი­ნე­ბა“ (20-11-1999 - 22-04-2004);
  • "გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ ოპო­ზი­ცი­ას (ეროვ­ნუ­ლი საბ­ჭო, მე­მარ­ჯვე­ნე­ე­ბი)“ (07-06-2008 - 20-06-2008);
  • გა­ერ­თი­ა­ნე­ბას "ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი - ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ (21-10-2012 - 18-11-2016);
  • ახლა კი წარ­მო­ად­გენს ბლოკს "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა - გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცია "ძალა ერ­თო­ბა­შია“.

რაც შე­ე­ხე­ბა მრა­ვალ­გზის დე­პუ­ტა­ტის ქო­ნე­ბას, ბო­ლოს გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძემ ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია ა.წ. 11 თე­ბერ­ვალს შე­ავ­სო.

ბა­ტონ გუ­ბაზს ჰყავს მე­უღ­ლე - 1980 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ირმა სა­ნი­კი­ძე და ქალ-ვაჟი: 1999 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ლე­ვა­ნი და 2001 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ნინო.

levan-sanikidze1-42726-1623231694.jpg

ლე­ვან სა­ნი­კი­ძე

დეკ­ლა­რა­ცი­ის თა­ნახ­მად, პარ­ლა­მენ­ტა­რის სა­კუთ­რე­ბა­შია 150 კვ.მ ფარ­თო­ბის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი ამ­ბრო­ლა­უ­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ჭყვიშ­ში, რომ­ლის შე­ძე­ნის თა­რი­ღად მი­თი­თე­ბუ­ლია 2017 წელი, ფორ­მად - სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბა, ხოლო ფა­სად - 45000 ლარი.

გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძე ამა­ვე სო­ფელ­ში ფლობს 2008 წელს შე­ძე­ნილ 60000 კვ.მ ფარ­თო­ბის მი­წის ნაკ­ვეთს, რო­მელ­შიც გა­და­უხ­დია 2500 ლარი და რო­გორც ირ­კვე­ვა, მას­ზე ვე­ნა­ხიც გა­უ­შე­ნე­ბია.

მისი მე­უღ­ლის, ირმა სა­ნი­კი­ძის სა­ხელ­ზეა გა­ფორ­მე­ბუ­ლი 150 კვ.მ ფარ­თო­ბის ბინა თბი­ლის­ში, ცინ­ცა­ძის ქუ­ჩა­ზე, რო­მე­ლიც 2011 წელს შე­უ­ძე­ნი­ათ და მას­ში გა­დახ­დი­ლია 250 000 ლარი.

გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძეს მი­თი­თე­ბუ­ლი აქვს, რომ ფლობს მემ­კვიდ­რე­ო­ბით მი­ღე­ბულ იშ­ვი­ა­თი გა­მო­ცე­მე­ბის ბიბ­ლი­ო­თე­კას და 2017 წელს შე­ძე­ნილ Land Rover Discovery 2003-ს, რო­მელ­შიც გა­დახ­დი­ლია 7000 დო­ლა­რი.

დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბის მო­მენ­ტში, მისი ქა­ლიშ­ვი­ლის, ნი­ნოს "თი–ბი–სი ბან­კის" ან­გა­რიშ­ზე ირი­ცხე­ბო­და 2725 დო­ლა­რის ანა­ბა­რი.

ლე­ვან სა­ნი­კი­ძეს მიმ­დი­ნა­რე ან­გა­რიშ­ზე ერი­ცხე­ბო­და 3000 დო­ლა­რი, ირმა სა­ნი­კი­ძის სა­ხელ­ზე გახ­სნილ ანა­ბარ­ზე კი ირი­ცხე­ბო­და - 375 დო­ლა­რი.

ხოლო თვი­თონ გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძეს "ლი­ბერ­თი ბან­კის" სა­პენ­სიო ან­გა­რიშ­ზე მხო­ლო 3 ლარი ჰქონ­და.

რაც შე­ე­ხე­ბა ბოლო ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ღე­ბულ შე­მო­სა­ვალს, გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძემ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ყო­ფი­ლი წევ­რის პენ­სი­ის სა­ხით მი­ი­ღო 6720 ლარი, ხოლო სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო პრო­დუქ­ცი­ის რე­ა­ლი­ზა­ცი­ით - 50 000 ლარი