"ვინც სოფლიდან არის ჩამოსული, მე მათ მიმართ მაქვს პრეტენზია, ყველას ხომ ვერ გამოკვებავს თბილისი" - ქეთი დოლიძე | Allnews.Ge

"ვინც სოფლიდან არის ჩამოსული, მე მათ მიმართ მაქვს პრეტენზია, ყველას ხომ ვერ გამოკვებავს თბილისი" - ქეთი დოლიძე

რე­ჟი­ო­სო­რი ქეთი დო­ლი­ძე სტუმ­რად იყო ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" გა­და­ცე­მა­ში "ნო­ეს­თან". რად­გან ბევ­რს ახ­სოვს მისი ცნო­ბი­ლი ფრა­ზა: "რას აკე­თებს ელი­ა­ვას ბაზ­რო­ბა­ზე და­ბუ­დე­ბუ­ლი ხალ­ხი, რა­ტომ არ ბრუნ­დე­ბი­ან სოფ­ლებ­ში?!“, წამ­ყვან­მა "ჩა­მო­სუ­ლებ­თან" და­კავ­ში­რე­ბით ჰკი­თხა, რა­ზე­დაც რე­ჟი­სორ­მა ასე უპა­სუ­ხა:

"გა­სა­გე­ბია, რა­ტო­მაც არის აქ, მაგ­რამ კერ­ძოდ, ვინც სოფ­ლი­დან არის ჩა­მო­სუ­ლი, მე მათ მი­მართ მაქვს პრე­ტენ­ზია. გუ­რი­ა­ში ჩემი ყვე­ლა ნა­თე­სა­ვი­დან არა­ვინ ჩა­მო­სუ­ლა თბი­ლის­ში, არა­ვინ. ყვე­ლას ხომ ვერ გა­მოკ­ვე­ბავს თბი­ლი­სი, შე­უძ­ლე­ბე­ლია, ყვე­ლა თბი­ლის­ში იყოს. შე­იძ­ლე­ბა ზედ­მე­ტად ხის­ტი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ კი­დევ ერთხელ ვი­მე­ო­რებ, რომ მირ­ჩევ­ნია ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც უჭირს თა­ვის კარ-მი­და­მო­ში, სჯობს გა­უ­ჭირ­დეს, ვიდ­რე ხი­დის ქვეშ იჯ­დეს და თვე­ო­ბით ელო­დოს, რომ ვი­ღაც წა­იყ­ვანს სან­ტექ­ნი­კის გა­სა­კე­თებ­ლად..."

წამ­ყვა­ნი ასე­ვე ძა­ლა­დო­ბის თე­მას შე­ე­ხო და ქეთი დო­ლი­ძეს ბესო ზან­გურ­სა და ნი­ნუ­ცა მა­ყაშ­ვილს შო­რის მომ­ხდარ სკან­დალ­ზე, გა­მოთ­ქმუ­ლი აზრი გა­ახ­სე­ნა, იმ­ჟა­მად ქეთი დო­ლი­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა: "ძა­ლა­დო­ბა­ზე თუ რამე გინ­და თქვა, 11 წელი არ უნდა ელო­დო 5000 ლა­რი­ან კონ­ვერტს! წერ­ტი­ლი! აბა, ახლა მეც ჩამ­ქო­ლეთ!"

რა­ზეც ქეთი დო­ლი­ძემ გა­ნა­ცხა­და:

"მასე არ მით­ქვამს, რომ "ელო­დო". მე ვთქვი, რომ ძა­ლა­დო­ბა არის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი. რას ლა­პა­რა­კობ, ჩემს ქმარს რომ ჩემ­თვის ოდეს­მე გა­დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი სი­ტყვა ეთ­ქვა, მა­გას მო­ვით­მენ­დი?! რომ თქვას ადა­მი­ან­მა, - ასე იყო, ვით­მენ­დი და მეტს ვე­ღარ მო­ვით­მე­ნო, გა­სა­გე­ბია, მაგ­რამ რო­დე­საც ამას ახ­ლავს ხუთი ათას­ლა­რი­ა­ნი კონ­ვერ­ტი, მე ამა­ზე მაქვს რე­აქ­ცია, თო­რემ არც ის ოჯა­ხი და არც გო­გო­ნე­ბი არი­ან ფუ­ლის ხა­მე­ბი. მი­თუ­მე­ტეს, როცა ყო­ფილ ქმარ­თან გყავს შვი­დი წლის შვი­ლი, უნდა იფიქ­რო იმა­ზეც, მე­ო­რე დღეს ბავ­შვი სკო­ლა­ში რომ მივა, მა­მა­მი­სი რო­გორ გა­მოჩ­ნდე­ბა მე­გობ­რე­ბის თვალ­ში. ძა­ლა­დო­ბას ით­მე­ნენ სუ­ლე­ლი ქა­ლე­ბი..."