როგორი ზაფხული გველოდება - ამინდის გრძელვადიანი პროგნოზი გარემოს ეროვნული სააგენტოსგან | Allnews.Ge

როგორი ზაფხული გველოდება - ამინდის გრძელვადიანი პროგნოზი გარემოს ეროვნული სააგენტოსგან

გარემოს ეროვნული სააგენტო ზაფხულის ამინდის პროგნოზს აქვეყნებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ტემპერატურა ცალკეულ რაიონებში 40 გრადუსამდე მოიმატებს. პროგნოზს უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოს ტერიტორიაზე ზაფხულის სეზონის ჰაერის მრავალწლიური საშუალო ტემპერატურა (ნორმა) დასავლეთ საქართველოს დაბლობზე +21, +23; მთაში +19, +21; მაღალ მთაში +15, +17; აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +21 +23; მთაში +17, +19; მაღალ მთაში +14, +16 გრადუსს შეადგენს.

ზაფხულის სეზონის ნალექების ნორმა დასავლეთ საქართველოს დაბლობზე 250-600 მმ, მთასა და მაღალ მთაში 200-300 მმ, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 120-180 მმ, მთასა და მაღალ მთაში 120-200 მმ-ის ფარგლებშია.