ვინ არის და როგორ ცხოვრობს "სანჯარ ეფე" რეალურ ცხოვრებაში - ცეცხლოვანი ენგინ აქიურექის იდუმალი ცხოვრება კადრს მიღმა | Allnews.Ge

ვინ არის და როგორ ცხოვრობს "სანჯარ ეფე" რეალურ ცხოვრებაში - ცეცხლოვანი ენგინ აქიურექის იდუმალი ცხოვრება კადრს მიღმა

ყვე­ლა­ზე ქა­რიზ­მა­ტუ­ლი, ცე­ცხლო­ვა­ნი, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლი, მეფე - ეს ის ეპი­თე­ტე­ბია, რო­მელ­საც თურ­ქუ­ლი კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­ის ვარ­სკვლავ ენ­გინ აქი­უ­რექ­ზე სა­უბ­რი­სას კი­ნოკ­რი­ტი­კო­სე­ბი და ფა­ნე­ბი ხში­რად იყე­ნე­ბენ. აქი­უ­რე­ქი თურ­ქუ­ლი კი­ნო­ინ­დუსტრი­ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი და მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით პო­პუ­ლა­რუ­ლი მსა­ხი­ო­ბია, რო­მელ­საც ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი სხვა­დას­ხვა რო­ლით იც­ნობს.

თურ­ქულ სე­რი­ა­ლებ­ში მის მიერ გან­სა­ხი­ე­რე­ბულ გმი­რებს უკვე ლე­გენ­და­რულს უწო­დე­ბენ. ენ­გი­ნი ერთ-ერ­თია იმ მსა­ხი­ო­ბებს შო­რის, რომ­ლებ­მაც თურ­ქულ კი­ნო­ინ­დუსტრი­ას მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით წარ­მა­ტე­ბა და აღი­ა­რე­ბა მო­უ­ტა­ნა.

engin5-47006-1622792592.jpg

თურ­ქეთ­ში ამ­ბო­ბენ, რომ ენ­გი­ნი - ეს ნიჭი და წარ­მა­ტე­ბაა. ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში აქი­უ­რექს იც­ნო­ბენ სე­რი­ა­ლე­ბი­დან - "რა და­ა­შა­ვა ფატ­მა­გულ­მა“, "შავი ფული და სიყ­ვა­რუ­ლი“ და ახლა უკვე სე­რი­ა­ლით - "ელ­ჩის ქა­ლიშ­ვი­ლი“, რო­მე­ლიც უახ­ლე­სი ნა­მუ­შე­ვა­რია.

fatmaguli-46355-1622792659.jpg

კად­რი სე­რი­ა­ლი­დან "რა და­ა­შა­ვა ფატ­მა­გულ­მა"

სა­მი­ვე სე­რი­ა­ლი გლო­ბა­ლუ­რი მას­შტა­ბი­თაა პო­პუ­ლა­რუ­ლი, უფრო მე­ტიც "შავი ფული და სიყ­ვა­რუ­ლი“ თურ­ქულ სე­რი­ა­ლებს შო­რის გა­ყიდ­ვე­ბით პირ­ველ ად­გილს იკა­ვებს და მსგავ­სი წარ­მა­ტე­ბა ამ დრომ­დე არ­ცერთ თურ­ქულ ნა­მუ­შე­ვარს არ ჰქო­ნია.

ენ­გინს ყვე­ლა­ზე ინ­ტე­ლექ­ტუ­ალ მსა­ხი­ობს უწო­დე­ბენ. ის პრო­ფე­სი­ით ის­ტო­რი­კო­სია და გარ­და მსა­ხი­ო­ბი­სა, მწე­რა­ლი­ცაა. მისი წიგ­ნი Sessizlik სხვა­დას­ხვა ენა­ზე ითარ­გმნა.

enginwigni1-47630-1622792732.jpg

ცოტა რამ ენ­გინ აქი­უ­რე­ქის კა­რი­ე­რის შე­სა­ხებენ­გი­ნი 1981 წლის 12 ოქ­ტომ­ბერს ან­კა­რა­ში და­ი­ბა­და. მამა პო­ლი­ტი­კო­სია, დედა დი­ა­სახ­ლი­სი. ენ­გინს ერთი ძმა ჰყავს. 2004 წელს, უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, ენ­გინ­მა მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო სა­ტე­ლე­ვი­ზიო კონ­კურ­სში "თურ­ქე­თის ვარ­სკვლა­ვი“, სა­დაც გა­ი­მარ­ჯვა, ამის შემ­დეგ კი, თა­ვი­სი პირ­ვე­ლი როლი მი­ი­ღო სე­რი­ალ­ში Yabanci Damat. ენ­გი­ნის პირ­ვე­ლი წარ­მა­ტე­ბუ­ლი სე­რი­ა­ლი Bir Bulut Olsam იყო, სა­დაც "შეშ­ლი­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლის", მუს­ტა­ფა ბუ­ლუ­თის როლი შე­ას­რუ­ლა და ეს როლი დღემ­დე მსა­ხი­ო­ბის სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თია.

"შავ ფულ­სა და სიყ­ვა­რულ­ში“ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი მთა­ვა­რი რო­ლის­თვის სე­უ­ლის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვალ­ზე ენ­გინ­მა 2014 წელს სა­უ­კე­თე­სო მსა­ხი­ო­ბი მა­მა­კა­ცის ტი­ტუ­ლი მი­ი­ღო. ასე­ვე, ამა­ვე რო­ლით ნო­მი­ნი­რე­ბუ­ლი იყო Emmy Awards-ზე სა­უ­კე­თე­სო მსა­ხი­ო­ბი მა­მა­კა­ცის კა­ტე­გო­რი­ა­ში.

განაგრძეთ კითხვა