"მსახიობის საფლავს 27 წელი ეძებდნენ" - უცნობი ფაქტები ვასილ ჩხაიძის ცხოვრებიდან | Allnews.Ge

"მსახიობის საფლავს 27 წელი ეძებდნენ" - უცნობი ფაქტები ვასილ ჩხაიძის ცხოვრებიდან

"კარ­გს იზამ­დი. ქალი რომ გე­თხო­ვა... ქალი ისე­თი მო­იყ­ვა­ნე, რომ მა­ინ­და­მა­ინც მა­ხინ­ჯი არ იყოს, არაა სა­სი­ა­მოვ­ნო სახ­ლში რომ მიხ­ვალ და უშნო ქალი დაგ­ხვდე­ბა... ექი­მი უნდა იყოს, თე­რა­პევ­ტი ჯო­ბია ყვე­ლას, პა­ტი­ო­სა­ნი, წყნა­რი, ოჯა­ხიშ­ვი­ლი," - ასე ეუბ­ნე­ბა პი­პი­ნია ერის­თა­ვი შვილს ფილმში "არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გა­მო­ფე­ნა“, რად­გა­ნაც ასე­თი ცოლი უნ­დო­და აგუ­ლის­თვის...

"ბი­ჭოს, ვე­ღარ გა­ი­გო ამ ხალ­ხმა, რომ სიყ­ვა­რუ­ლი ვერ­ტი­კა­ლუ­რია და თან, ბრუნ­ვა­დი", "არა ბა­ტო­ნო არა, ასე­თი ცოდ­ნით ვერ გავფრინ­დე­ბით, არა­და, უნდა გავფრინ­დეთ", - ეს ფრა­ზე­ბი კი ქრის­ტე­ფო­რე მგა­ლობ­ლიშ­ვილს, იგი­ვე ბი­ძია-ბა­ბუ­ას ეკუთ­ვნის, რო­მე­ლიც გე­ნი­ა­ლუ­რი ფილ­მის ("შე­რე­კი­ლე­ბი") გე­ნი­ა­ლუ­რი პერ­სო­ნა­ჟია და ერ­თა­ოზ ბრეგ­ვა­ძეს­თან ერ­თად, სა­პა­ტიმ­რო­ში მყო­ფი ცათ­მფრენს აგებს... ამ ეკ­რა­ნულ სა­ხე­ებს მა­ყუ­რე­ბე­ლი კარ­გად იც­ნობს და უყ­ვარს, თუმ­ცა მსა­ხი­ობ, ვა­სილ ჩხა­ი­ძე­ზე, რო­მელ­მაც პი­პი­ნია ერის­თა­ვი­სა და ქრის­ტე­ფო­რე მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლის რო­ლე­ბი შექ­მნა, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ბევ­რი არც არა­ფე­რი იცის.

194153150-172021301436954-106620541147791842-n-62292-1622791457.jpg

ვა­სილ ჩხა­ი­ძე 1905 წელს ლან­ჩხუ­თის რა­ი­ო­ნის სო­ფელ აცა­ნა­ში და­ი­ბა­და. თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფი­ლო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტე­ტი გერ­მა­ნუ­ლი ენის გან­ხრით და­ამ­თავ­რა, სწავ­ლობ­და ასე­ვე თე­ატ­რა­ლურ სტუ­დი­ა­ში. იყო ბა­თუ­მის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი, მოგ­ვი­ა­ნე­ბით - სა­ხელ­მწი­ფო თე­ატ­რში მუ­შა­ობ­და. 1937-1956 წლებ­ში სკო­ლა­ში პე­და­გო­გი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბა­საც ეწე­ო­და, რუ­სუ­ლი და გერ­მა­ნუ­ლი ენის მას­წავ­ლე­ბე­ლი გახ­ლდათ.

194179901-327998378765963-2753654608851747917-n-61319-1622791506.jpg

იყო ასე­ვე ფო­თის ვ. გუ­ნი­ას სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი. 1967 წლი­დან კი, როცა უკვე რე­ჟი­სორ­მა ელ­დარ შენ­გე­ლა­ი­ამ აღ­მო­ა­ჩი­ნა, კი­ნოს­ტუ­დია "ქარ­თულ ფილ­მის" თა­ნამ­შრო­მე­ლი გახ­და. კი­ნო­დე­ბი­უ­ტი სწო­რედ "არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ გა­მო­ფე­ნა­ში" 1968 წელს შედ­გა. ელ­დარ შენ­გე­ლა­ია რომ არა, ალ­ბათ, ეს ადა­მი­ა­ნი პრო­ვინ­ცი­ა­ში დარ­ჩე­ბო­და და ქარ­თულ კი­ნოს ისე­თი გა­მორ­ჩე­უ­ლი და და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი პერ­სო­ნა­ჟე­ბი არ ეყო­ლე­ბო­და...

193447580-518999115805749-7881135333433567842-n-61368-1622791557.jpg

"პი­პი­ნი­ას როლ­ზე თბი­ლის­ში ვე­რა­ვინ ვი­პო­ვე. ჩვე­ნი გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფი ფოთ­ში იყო. იქ მსა­ხი­ობ აკა­კი დო­ბორჯგი­ნი­ძეს წა­ვა­კი­თხე სცე­ნა­რი და ვკი­თხე, - ვინ­მეს ხომ არ იც­ნობ­და, ვინც პი­პი­ნი­ას როლს შე­ას­რუ­ლებ­და. აკა­კი დო­ბორჯგი­ნი­ძე ის კა­ცია, რო­მელ­საც "არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ გა­მო­ფე­ნა­ში" ძაღ­ლი მოჰ­ყავს. მან მი­თხრა, რომ გუ­რი­ა­ში, სო­ფელ აცა­ნა­ში იყო ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბო­და, გა­მოგ­ვდგო­მო­და - ვა­სილ ჩხა­ი­ძე ფო­თის თე­ატ­რში მუ­შა­ობ­და, იქი­დან გა­რი­ცხეს და სო­ფელ­ში პე­და­გო­გი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა გა­ნაგ­რძო. გუ­რამ ლორ­თქი­ფა­ნი­ძე, რო­მე­ლიც ჩემი ასის­ტენ­ტი იყო და არ ვფიქ­რობ­დი, აგუ­ლის როლ­ზე ამეყ­ვა­ნა...

გუ­რი­ა­ში ჩა­სუ­ლებს სა­ო­ცა­რი სახ­ლი დაგ­ვხვდა, - ზღაპ­რებ­ში რო­მაა, ისე­თი. გა­მო­ვი­და კაცი, რო­მე­ლიც ისე­თი­ვე ჩაც­მუ­ლი იყო, რო­გო­რიც შემ­დეგ ფილმშია. ფაქ­ტობ­რი­ვად, მის ჩაც­მუ­ლო­ბა­ში ბევ­რი არა­ფე­რი შეგ­ვიც­ვლია. გუ­რა­მი და ვა­სილ ჩხა­ი­ძე ერ­თად რომ და­ვი­ნა­ხე, მივ­ხვდი, რომ ესე­ნი აგუ­ლი და მა­მა­მი­სი, პი­პი­ნია იყ­ვნენ. ვა­სილ ჩხა­ი­ძემ მთა­ვარ როლ­ზე უარი მი­თხრა, - ეპი­ზოდ­ში ვი­თა­მა­შე­ბო. შე­ვე­ცა­დე, გა­და­მერ­წმუ­ნე­ბი­ნა და თბი­ლის­ში და­ვი­ბა­რე. როცა ჩა­მო­ვი­და, რკი­ნიგ­ზის სად­გურ­ში გუ­რა­მი დახ­ვდა და პირ­და­პირ კი­ნოს­ტუ­დი­ა­ში მო­იყ­ვა­ნა. პირ­ვე­ლად კა­მე­რის წინ რომ დარ­ჩა, შე­შინ­და, მაგ­რამ სინ­ჯე­ბის შემ­დეგ, პი­პი­ნი­ას როლ­ზე და­ვამ­ტკი­ცეთ," - ამ­ბობს რე­ჟი­სო­რი ელ­დარ შენ­გე­ლა­ია ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

193553587-171592878245240-9067840249059060561-n-61460-1622791624.jpg

მოკ­ლედ, ვა­სილ ჩხა­ი­ძის პირ­ვე­ლი კი­ნო­რო­ლი "არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ გა­მო­ფე­ნა­ში" პი­პი­ნია ერის­თა­ვი იყო, რა­საც 29 ქარ­თუ­ლი მხატ­ვრუ­ლი ფილ­მი მოჰ­ყვა, მათ შო­რის, - "ლა­ზა­რე", "ფე­ო­ლა", "შე­რე­კი­ლე­ბი", "ჩი­რი­კი და ჩი­კო­ტე­ლა", „მი­მი­ნო“, „დათა თუ­თაშ­ხია“, "რაჭა ჩემი სიყ­ვა­რუ­ლი", "სა­მა­ნიშ­ვი­ლის დე­დი­ნაც­ვა­ლი", "პირ­ვე­ლი მერ­ცხა­ლი" და სხვ. მნიშ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ მსა­ხი­ო­ბის გა­რეგ­ნო­ბას, მა­ნე­რებს, არ­ტის­ტუ­ლო­ბას ძა­ლი­ან უხ­დე­ბო­და მსა­ხი­ობ ერო­სი მან­ჯგა­ლა­ძის ხმა, რად­გა­ნაც უმე­ტე­სად მის რო­ლებს ერო­სი ახ­მო­ვა­ნებ­და.

მაია ჩხა­ი­ძემ, ლან­ჩხუ­თის ვ. წუ­ლა­ძის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რი­სა და კი­ნოს მუ­ზე­უ­მის გან­ყო­ფი­ლე­ბის გამ­გემ კი აი, რა გვი­ამ­ბო მსა­ხი­ობ­ზე: „ვა­სილ ჩხა­ი­ძე ქარ­თუ­ლი კი­ნოს ერთ-ერთი კაშ­კა­შა ვარ­სკვლა­ვია. 1979 წელს სა­ქარ­თვე­ლოს დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი არ­ტის­ტის წო­დე­ბა მი­ე­ნი­ჭა... მსა­ხი­ო­ბის მამა - ისა­ა­კი ღა­რი­ბი გლე­ხი იყო, დედა ჩი­ჩუ­ას ქალი გახ­ლდათ, წარ­მო­სა­დე­გი, კარ­გი დედა და დი­ა­სახ­ლი­სი. ვასო გა­რეგ­ნო­ბით, სი­მაღ­ლით, ინ­ტე­ლექ­ტით მას ჰგავ­და... ბა­ტონ ვა­სოს ძმაც მას­წავ­ლე­ბე­ლი იყო და დიდ­ხანს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და ლან­ჩხუ­თის გა­ნათ­ლე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბას. ვა­სილ ჩხა­ი­ძემ შე­სა­ნიშ­ნა­ვად იცო­და, არა მარ­ტო რუ­სუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა, გერ­მა­ნუ­ლიც, მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რა, ასე­ვე ინ­გლი­სე­ლი, ფრან­გი, იტა­ლი­ე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ხე­ლოვ­ნე­ბის მოღ­ვა­წე­ე­ბის ცხოვ­რე­ბა. ქარ­თვე­ლი ფი­ლო­სო­ფო­სე­ბი­დან მა­ღალ შე­ფა­სე­ბას მოსე გო­გი­ბე­რი­ძეს აძ­ლევ­და, მწერ­ლე­ბი­დან - მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვილს, პო­ე­ტებ­ში გა­ლა­კტი­ონ და ტი­ცი­ან ტა­ბი­ძე­ებს...

194037196-385218189484166-7697741108906464014-n-61566-1622791713.jpg

ჰყავ­და მე­უღ­ლე და ვაჟი გი­ორ­გი. მე­უღ­ლე, ნინა ვარ­დი­გუ­ლაშ­ვი­ლი ბა­ტონ­მა ვა­სომ მცხე­თა­ში გა­იც­ნო, რო­დე­საც უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ იქ გა­ა­ნა­წი­ლეს. ქალ­ბა­ტო­ნი ნინა მცხე­თე­ლი გახ­ლდათ და პრო­ფე­სი­ით ექი­მი, თუმ­ცა ბა­ტო­ნი ვა­სი­ლი ადრე დაქვრივ­და, 50 წლი­საც არ იყო, მე­უღ­ლე რომ გარ­და­ეც­ვა­ლა.

განაგრძეთ კითხვა