რა ღირს მიწის ნაკვეთები თბილისის შემოგარენში და რა უნდა გაითვალისწინოთ მისი ყიდვისას | Allnews.Ge

რა ღირს მიწის ნაკვეთები თბილისის შემოგარენში და რა უნდა გაითვალისწინოთ მისი ყიდვისას

დე­და­ქა­ლაქ­ში მა­ღალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი კორ­პუ­სე­ბის მშე­ნებ­ლო­ბე­ბის ფონ­ზე, იმა­ტა მო­თხოვ­ნამ თბი­ლი­სის შე­მო­გა­რენ­ში სახ­ლებ­ზე. წლე­ბია იზ­რდე­ბა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის რი­ცხვი, რომ­ლებ­საც სა­კუ­თა­რი გე­მოვ­ნე­ბით, ნუ­ლი­დან სურთ სახ­ლის აშე­ნე­ბა ქა­ლა­ქის ხმა­უ­რის­გან მო­შო­რე­ბით. რა უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს ადა­მი­ან­მა სახ­ლის ასა­შე­ნებ­ლად? რა თქმა უნდა, ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბა, მი­წის ნაკ­ვე­თის მიზ­ნობ­რი­ო­ბა და ფასი.

ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბის შერ­ჩე­ვა

პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი, რომ­ლის გა­დად­გმაც ამ დროს გვი­წევს ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბის სწო­რად შერ­ჩე­ვაა. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა­ში, მთა­ვარ როლს რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტო­რი თა­მა­შობს, ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს ის ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზე­ბი, რო­მელ­თა გა­მოც თბილსში ვი­ზი­ტე­ბი გვი­წევს - სამ­სა­ხუ­რი, სას­წავ­ლებ­ლე­ბი, ნა­თე­სა­ვე­ბი და ა.შ. ქვეც­ნო­ბი­ე­რის დო­ნე­ზე, გარ­კვე­ულ როლს თა­მა­შობს ასე­ვე, ჩვე­ნი წარ­მო­მავ­ლო­ბაც. ადა­მი­ა­ნე­ბი კა­ხე­თი­დან უფრო აღ­მო­სავ­ლეთ ნა­წილს ირ­ჩე­ვენ, ხოლო იმე­რე­თის მხრი­დან - და­სავ­ლეთ ნა­წილს. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა­ში, რა თქმა უნდა, უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ად­გი­ლი უჭი­რავს ბუ­ნე­ბას, გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბას, ინფრას­ტრუქ­ტუ­რას, სა­მე­ზობ­ლოს. ყო­ვე­ლი­ვე ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია და სა­ჭი­რო, თუმ­ცა მთა­ვა­რი ფაქ­ტო­რი, რო­მე­ლიც ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ამ ყვე­ლა­ფერს წინ უს­წრებს - მი­წის ნაკ­ვე­თის ღი­რე­ბუ­ლე­ბაა. გარ­და მდე­ბა­რე­ო­ბი­სა, ნაკ­ვე­თის ფასი უმ­თავ­რე­სად და­მო­კი­დე­ბუ­ლია მის მიზ­ნობ­რი­ო­ბა­ზე.

მი­წის ნაკ­ვე­თის მიზ­ნობ­რი­ო­ბა

მიწა, შე­იძ­ლე­ბა იყოს სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ან არა­სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის. ჩვენს შემ­თხვე­ვა­ში, გვა­ინ­ტე­რე­სებს არა­სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მი­წის ნაკ­ვე­თი. ამი­ტომ, მის შე­ძე­ნამ­დე აუ­ცი­ლე­ბე­ლია მო­ვი­კი­თხოთ რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია თუ არა სა­ჯა­რო რე­ესტრში კონ­კრე­ტუ­ლი მი­წის ნაკ­ვე­თი, რო­გორც არა­სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის. მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ მი­წის ნაკ­ვეთს შე­ეც­ვა­ლოს მიზ­ნობ­რი­ო­ბა, მაგ­რამ სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მი­წის ნაკ­ვე­თის არა­სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო და­ნიშ­ნუ­ლე­ბით შეც­ვლა შე­იძ­ლე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დეს, მხო­ლოდ და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში. ამას­თან, თუ მი­წის ნაკ­ვე­თი მდე­ბა­რე­ობს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რე­გუ­ლი­რე­ბის ტე­რი­ტო­რი­ის სა­ზღვრებ­ში ან თბი­ლი­სის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­ზღვრებ­ში, მისი მიზ­ნობ­რი­ო­ბის შეც­ვლა გარ­კვე­ულ გა­და­სა­ხადსაც მო­ი­ცავს, რაც მი­წის ზო­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე­ობს.

მი­წის ნაკ­ვე­თის ზომა და ფასი

ადა­მი­ა­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბის­თვის, რომ­ლებ­საც სურთ კერ­ძო სახ­ლის აშე­ნე­ბა, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცეს­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ად­გი­ლი ეზოს არ­სე­ბო­ბას უჭი­რავს. შე­სა­ბა­მი­სად, სა­შუ­ა­ლო სი­დი­დის სახ­ლის­თვის, მი­წის ნაკ­ვე­თი 500 კვ/მ მა­ინც უნდა იყოს, რომ სახ­ლს საკ­მა­რი­სი ზო­მის ეზო ჰქონ­დეს. 1კვ/მ არა­სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მი­წის ნაკ­ვე­თის ღი­რე­ბუ­ლე­ბა, თბი­ლი­სის შე­მო­გა­რენ­ში, 40$-დან 200$-მდე მერ­ყე­ობს.

მო­ნა­ცე­მე­ბის სი­ზუს­ტის­თვის, ნა­ან­გა­რი­შე­ბია 500 კვ/მ-დან 1000 კვ/მ-მდე ზო­მის, არა­სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მი­წის ნაკ­ვე­თის შე­თა­ვა­ზე­ბე­ბი, ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბე­ბის მი­ხედ­ვით.

ssgeshida-1617263998-62156-1622695827.jpg

დი­აგ­რა­მა­ზე მო­ცე­მუ­ლია თბი­ლი­სის შე­მო­გა­რე­ნის, ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი ად­გი­ლე­ბი. ინ­ფორ­მა­ცია და­მუ­შა­ვე­ბუ­ლია, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ერთ-ერთი უმ­სხვი­ლე­სი პლატ­ფორ­მის, SS.ge-ს მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით.