"მითხრეს, რომ სი­ცო­ცხლის 3-დან 6-თვემ­დე პე­რი­ო­დი მქონ­და დარ­ჩე­ნი­ლი"- რას ჰყვება ირაკლი იმნაიშვილი გადატანილ ორ მძიმე დაავადებაზე | Allnews.Ge

"მითხრეს, რომ სი­ცო­ცხლის 3-დან 6-თვემ­დე პე­რი­ო­დი მქონ­და დარ­ჩე­ნი­ლი"- რას ჰყვება ირაკლი იმნაიშვილი გადატანილ ორ მძიმე დაავადებაზე

"რუს­თა­ვი 2"-ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი, ირაკ­ლი იმ­ნა­იშ­ვი­ლი ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ზე, გა­და­ცე­მა "ფა­რულ კონ­ვერტს" სტუმ­რობ­და, სა­დაც ისა­უბ­რა თუ რო­გორ და­ა­მარ­ცხა ჯერ C ჰე­პა­ტი­ტი, შემ­დეგ კი სიმ­სივ­ნე. მას მძი­მე დი­აგ­ნო­ზი 2006 წელს და­უს­ვეს და ოჯა­ხის წევ­რებს უთხრეს, რომ პა­ცი­ენტს სი­ცო­ცხლის 3-დან 6-თვემ­დე პე­რი­ო­დი ჰქონ­და დარ­ჩე­ნი­ლი. ირაკ­ლის თქმით, ეს დი­აგ­ნო­ზი მა­შინ გა­ნა­ჩე­ნი იყო, რად­გან იმ პე­რი­ოდ­ში და­ა­ვა­დე­ბა სტიგ­მა­ტი­ზი­რე­ბუ­ლი იყო. საქ­მე ისაა, რომ იმ­ხა­ნად ეს და­ა­ვა­დე­ბა წა­მალ­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას­თან ასო­ცირ­დე­ბო­და.

"ერთი ინ­ცი­დენ­ტის შემ­დეგ ბევ­რი სის­ხლი დავ­კარ­გე, რა­მაც გა­მო­იწ­ვია პრობ­ლე­მე­ბი სის­ხლთან და­კავ­ში­რე­ბით, მარ­ტი­ვი ენით რომ ვთქვათ, რა­ღაც ელე­მენ­ტი სის­ხლში ქრე­ბო­და, თან იმ­დე­ნად სწრა­ფად, რომ იყო პე­რი­ო­დი, რო­დე­საც დღე­ში ორ­ჯერ იღებ­დნენ სის­ხლის ანა­ლიზს და ამით ზო­მავ­დნენ სი­ცო­ცხლის დარ­ჩე­ნილ დროს. მქონ­და სა­ში­ნე­ლი სი­სუს­ტე, 50 მეტ­რის გავ­ლა არ შე­მეძ­ლო. ერთ-ერ­თმა ექიმ­მა თქვა, რომ დარ­ჩე­ნი­ლი მქონ­და სა­მი­დან ექვს თვემ­დე სი­ცო­ცხლე.

C ჰე­პა­ტი­ტი იყო ერ­თგვა­რი სი­ნო­ნი­მი, რომ ეს არის მხო­ლოდ წა­მალ­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის და­ა­ვა­დე­ბა. სტიგ­მის გამო დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ვდუმ­დი. სი­ნამ­დვი­ლე­ში წა­მალ­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი წარ­მო­ად­გე­ნენ ძა­ლი­ან მცი­რე პრო­ცენტს, ადა­მი­ა­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბა უხა­რის­ხო სა­მე­დი­ცი­ნო სერ­ვი­სის გამო და­ინ­ფი­ცირ­და. ჩემს შემ­თხვე­ვა­ში ეს იყო სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი კლი­ნი­კა. მა­შინ თი­ნე­ი­ჯე­რი ვი­ყა­ვი. ავად­მყო­ფო­ბის სი­ვე­რა­გე იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ სიმპტო­მი არ გაქვს. რომ არ და­წყე­ბუ­ლი­ყო რუ­ტი­ნუ­ლი კვლე­ვა, C ჰე­პა­ტი­ტი გა­ნაგ­რძობ­და გან­ვი­თა­რე­ბას.

52 ნემ­სი გა­ვი­კე­თე, მკურ­ნა­ლო­ბა 1 წელი გაგ­რძელ­და... ძა­ლი­ან მძი­მე გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბი ჰქონ­და. ნემსს მოჰ­ყვე­ბო­და თა­ვი­სი ანო­ტა­ცია - იწ­ვევს მძი­მე ქი­მი­ურ დეპ­რე­სი­ას, რა­საც მოს­დევს თვით­მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბე­ბი, ხოლო შემ­დეგ აბ­ზაც­ში წე­რია, რომ იყო თვით­მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტე­ბი. ჩავ­თვა­ლე, რომ მე არ უნდა გა­მო­მე­ყე­ნე­ბი­ნა ან­ტი­დეპ­რე­სან­ტე­ბი, რა­საც მოჰ­ყვა უმ­ძი­მე­სი ქი­მი­უ­რი დეპ­რე­სია, ამ სიმ­ძი­მეს თან და­ერ­თო, რომ მე ჩემი ად­გი­ლის დამ­კვიდ­რე­ბას ვცდი­ლობ­დი ლონ­დონ­ში, ერთ-ერთი მე­დი­ა­კომ­პა­ნი­ა­ში.

ლონ­დონ­ში ცხოვ­რობს ჩვე­ნი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მე­გო­ბა­რი ელი­სა­ბედ ჩა­ჩხი­ანი, რო­მელ­მაც შეგ­ვი­ფა­რა. მის გა­რე­შე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იქ­ნე­ბო­და ეს ყვე­ლა­ფე­რი. მი­ხა­რია, რომ იმ პრე­პა­რა­ტით მკურ­ნა­ლო­ბა, რო­მე­ლიც დღეს სა­ქარ­თვე­ლო­შია შე­მო­სუ­ლი, სა­უ­კე­თე­სოა, რაც კი მსოფ­ლი­ო­ში არ­სე­ბობს, "- ჰყვე­ბა ჟურ­ნა­ლის­ტი.

ირაკ­ლი ასე­ვე იხ­სე­ნებს 2019 წელს. მას შემ­დეგ, რაც C ჰე­პა­ტიტ­თან ბრძო­ლა და­ას­რუ­ლა, მას კი­დევ ერთი სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა შე­ექ­მნა:

"უკან სიბ­რძნის კბილ­თან, მე­გო­ნა, რომ კანი მქონ­და გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი. მე და ჩემი მე­უღ­ლე ნა­თია ჩავფრინ­დით ვე­ნა­ში, გან­ცდა, მაქვს, რომ C ჰე­პა­ტი­ტი მორ­ჩა და ცუდი აღა­რა­ფე­რი მოხ­დე­ბა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. ექიმ­მა შე­მოწ­მე­ბის შემ­დეგ და­რე­კა და სას­წრა­ფო სა­ო­პე­რა­ციო და­ჯავ­შნა. და­კი­და ყურ­მი­ლი და თქვა, რომ ეს არის სიმ­სივ­ნუ­რი წარ­მო­ნაქ­მნი და უნდა ამოვ­კვე­თო­თო. ქი­რურ­გმა დი­აგ­ნო­ზი მა­ლე­ვე მი­თხრა: - არა­კე­თილ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნე, ვხვდე­ბო­დი, რომ ეს სიზ­მა­რი არ იყო.

რად­გა­ნაც სიმ­სივ­ნე პი­რის ღრუ­ში იყო, ქი­რურ­გმა გა­მაფრ­თხი­ლა, რომ ოპე­რა­ცი­ამ შე­საძ­ლოა, მე­ტყვე­ლე­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი დე­ფექ­ტი გა­მო­იწ­ვი­ოს.

ღა­მით დავ­ჯე­ქი და ამ ქი­რურგს მივ­წე­რე უზარ­მა­ზა­რი მე­ი­ლი, თუ რამე არის შე­საძ­ლე­ბე­ლი რომ გა­კეთ­დეს თა­ნა­მედ­რო­ვე მე­დი­ცი­ნა­ში, თუ შე­იძ­ლე­ბა, ვინ­მე კი­დევ ჩავ­რთოთ-მეთ­ქი. მივ­წე­რე, რომ თუ დავ­სა­ხიჩ­რდე­ბო­დი, ეს ნიშ­ნავ­და, რომ რაც რამე მი­კე­თე­ბია, ყვე­ლა­ფე­რი გა­ჩერ­დე­ბა… დი­ლის 5 სა­ათ­ზე გა­ვუგ­ზავ­ნე, 1 სა­ა­თი ვწერ­დი და მი­პა­სუ­ხა 15 წუთ­ში. მი­თხრა, რომ ყვე­ლა­ფე­რი ეს­მის, და­ა­მა­ტეს სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის რამ­დე­ნი­მე ბრი­გა­და, რომ­ლე­ბიც ამოწ­მე­ბენ, უჯრე­დი რამ­დე­ნად ჯან­მრთე­ლია, რომ არ მოჭ­რან იმა­ზე მეტი, ვიდ­რე სა­ჭი­როა"… - იხ­სე­ნებს "რუს­თა­ვი 2-ის" აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი.

მისი თქმით, მო­სა­ფიქ­რებ­ლად სულ რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი ჰქონ­და.

"ძა­ლი­ან შე­მე­ცო­და დე­და­ჩე­მი ისევ, რად­გან 2006 წლი­დან 2019 წლამ­დე ეს მორ­ჩა (C ჰე­პა­ტიტ­თან ბრძო­ლა). ჩა­ვიც­ვამ­დი ტან­საც­მელს, ჩა­ვი­დო­დი სას­ტუმ­როს კა­ფე­ში, ჩავ­წერ­დი ვი­დე­ოს – "დე, გუ­შინ გვი­ა­ნო­ბამ­დე ვი­ყა­ვით გა­რეთ ვერ და­გი­რე­კე, გკოც­ნი"… გა­და­ვი­ღებ­დი სელ­ფებს, ამო­ვი­დო­დი, გა­მო­ვიც­ვლი­დი, ჩა­ვი­დო­დი მე­ო­რე კუ­თხე­ში – გა­და­ვი­ღებ­დი. ვაგ­რო­ვებ­დი ჩემი ჭკუ­ით – თუ და­ზი­ან­და მე­ტყვე­ლე­ბა, თუ შე­იძ­ლე­ბა რომ ეს იყოს გა­მო­სას­წო­რე­ბე­ლი, რა­ტომ ინერ­ვი­უ­ლოს, მე ჩავ­წერ ვი­დე­ო­ე­ბის სე­რი­ას, თით­ქოს სხვა­დას­ხვა დროს არის ჩა­წე­რი­ლი. უამ­რა­ვი ვი­დე­ო­მი­მარ­თვა ჩავ­წე­რე"… – იხ­სე­ნებს ირაკ­ლი იმ­ნა­იშ­ვი­ლი.

მისი თქმით, ოპე­რა­ცია წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა, თუმ­ცა მცი­რე ცვლი­ლე­ბა მა­ინც და­უ­ტო­ვა.

"ზოგ­ჯერ, გან­სა­კუთ­რე­ბით, როცა ხან­გრძლი­ვი გა­და­ცე­მა მიმ­ყავს და სწრა­ფად არის აზრი ჩა­მო­სა­ყა­ლი­ბე­ბე­ლი, პი­რის აპა­რა­ტი არ მომ­ყვე­ბა და არის არა­ბუ­ნებ­რი­ვი პა­უ­ზე­ბი. ვნა­ხე, ამა­ზე ქი­ლი­კი და და­ცინ­ვე­ბი იყო, მაგ­რამ ეს არის ერ­თა­დერ­თი და არა­ფე­რი სა­წუ­წუ­ნო არ მაქვს," – ყვე­ბა ირაკ­ლი იმ­ნა­იშ­ვი­ლი "ფა­რულ კონ­ვერ­ტში".