რით განსხვავდება ერთმანეთისგან შავი, თეთრი და მწვანე კარკასი? | Allnews.Ge

რით განსხვავდება ერთმანეთისგან შავი, თეთრი და მწვანე კარკასი?

თეთ­რი კარ­კა­სი თუ შავი? რა გან­სხვა­ვე­ბაა მათ შო­რის? მწვა­ნე კარ­კა­სი რას ნიშ­ნავს? ეს კი­თხვე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად გა­გიჩ­ნდე­ბო­დათ, თუ ახა­ლა­შე­ნე­ბუ­ლი ან მშე­ნე­ბა­რე ბი­ნის შე­ძე­ნას გეგ­მავთ.

ზო­გა­დად, ბი­ნის ყიდ­ვა ცხოვ­რე­ბის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა და სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბამ­დე კარ­გად და­ფიქ­რე­ბაა სა­ჭი­რო. ამ დროს უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ თქვე­ნი ინ­ტე­რე­სე­ბი, მო­თხოვ­ნე­ბი და ეს ყვე­ლა­ფე­რი ფი­ნან­სურ მდგო­მა­რე­ო­ბას მო­არ­გოთ.

სა­სურ­ვე­ლი ბი­ნის შერ­ჩე­ვი­სა და შე­ძე­ნის შემ­დეგ უკვე მე­ო­რე მთა­ვა­რი ეტა­პი - რე­მონ­ტი იწყე­ბა. თუმ­ცა რე­მონ­ტამ­დე, მო­გაწ­ვდით სა­სარ­გებ­ლო ინ­ფორ­მა­ცი­ას თეთ­რი, შავი და მწვა­ნე კარ­კა­სის შე­სა­ხებ, რაც გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა­ში და­გეხ­მა­რე­ბათ.

  • შავი კარ­კა­სი

ეს ბი­ნის ტი­პის ტრა­დი­ცი­უ­ლი ტი­პია. წლე­ბის წინ ყვე­ლა ბინა შავი კარ­კა­სის სა­ხით ბარ­დე­ბო­და მე­პატ­რო­ნეს და ის თა­ვად არე­მონ­ტებ­და. თუმ­ცა დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში სამ­შე­ნებ­ლო ბიზ­ნე­სი გან­ვი­თარ­და, და­იხ­ვე­წა და დღეს შავ კარ­კასს თით­ქმის აღა­რა­ვინ აბა­რებს. სამ­შე­ნებ­ლო ბიზ­ნე­სი, ისე­ვე რო­გორც სხვა ყვე­ლა­ფე­რი, მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის მაქ­სი­მა­ლუ­რი კომ­ფორ­ტის შექ­მნა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი გახ­და.

ტრა­დი­ცი­უ­ლად, შავი კარ­კა­სი მო­ი­ცავს: ბი­ნა­ში შე­სას­ვლელ რკი­ნის კარს, მე­ტა­ლო-პლასტმა­სის კარ-ფან­ჯა­რას, კა­რამ­დე მიყ­ვა­ნილ კო­მუ­ნი­კა­ცი­ებს. და­ნარ­ჩე­ნი ყვე­ლა­ფერს მე­პატ­რო­ნე თა­ვად აკე­თებს.

უპი­რა­ტე­სო­ბე­ბი: და­ბა­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბა.

  • თეთ­რი კარ­კა­სი

დღეს ბი­ნე­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლი სწო­რედ თეთ­რი კარ­კა­სის სა­ხით ბარ­დე­ბა მო­ბი­ნად­რე­ებს. ის არის ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი ფორ­მა, რად­გან შავ კარ­კას­თან შე­და­რე­ბით, ბევ­რად უფრო მეტ დას­რუ­ლე­ბულ სა­მუ­შა­ოს მო­ი­ცავს და მე­პატ­რო­ნის­თვის ბი­ნის დას­რუ­ლე­ბა მარ­ტი­ვი ხდე­ბა. თეთ­რი კარ­კა­სი ყვე­ლა ტექ­ნი­კუ­რი სა­კი­თხის მოგ­ვა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს და ბინა უკვე კოს­მე­ტი­კუ­რი რე­მონ­ტის­თვის არის მზად. თეთ­რი კარ­კა­სი მო­ი­ცავს: შე­სას­ვე­ლი რკი­ნის კარს, მე­ტა­ლო-პლასტმა­სის კარ-ფან­ჯა­რას, ბლო­კით გა­და­ტიხ­რულ ოთა­ხებს, გა­ჯით შე­ლე­სი­ლი კედ­ლებს, მო­ჭი­მულ ია­ტაკს, ბი­ნა­ში შეყ­ვა­ნილ კო­მუ­ნი­კა­ცი­ებს.

უპი­რა­ტე­სო­ბე­ბი: და­ზო­გი­ლი დრო და ენერ­გია, რად­გან მარ­ტი­ვია გა­სა­რე­მონ­ტებ­ლად.

  • მწვა­ნე კარ­კა­სი

უკა­ნას­კნელ პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც მსოფ­ლიო ეკო­ლო­გი­უ­რი კრი­ზი­სის წი­ნა­შე დგას, ძა­ლი­ან აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­და მწვა­ნე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში და მათ შო­რის, მშე­ნებ­ლო­ბა­შიც. მწვა­ნე ეკო­ლო­გი­ურ სი­სუფ­თა­ვეს­თან ასო­ცირ­დე­ბა და მისი მთა­ვა­რი ფი­ლო­სო­ფია დამ­ზოგ­ვე­ლო­ბაა. კი­თხვა­ზე, თუ რას ნიშ­ნავს, მწვა­ნე კარ­კა­სი, ცალ­სა­ხა პა­სუ­ხი არ არ­სე­ბობს. თი­თო­ე­უ­ლი სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნია თა­ვად გან­სა­ზღვრავს მას. თუმ­ცა ზო­გა­დი პრინ­ცი­პი არის დამ­ზოგ­ვე­ლო­ბა. რო­გორც წესი, მწვა­ნე კარ­კა­სი არის თეთ­რის კი­დევ უფრო დახ­ვე­წი­ლი ვა­რი­ან­ტი, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს: შე­სას­ვე­ლი რკი­ნის კარს, მე­ტა­ლო-პლასტმა­სის კარ-ფან­ჯა­რას, ბლო­კით გა­და­ტიხ­რულ ოთა­ხებს, გა­ჯით შე­ლე­სილ კედ­ლებს, მო­ჭი­მულ ია­ტაკს, ბი­ნა­ში შეყ­ვა­ნილ კო­მუ­ნი­კა­ცი­ებს, ენერ­გო­ე­ფექ­ტურ მა­სა­ლებს, თბო გაყ­ვა­ნი­ლო­ბას.

უპი­რა­ტე­სო­ბე­ბი: მეტი კომ­ფორ­ტი და ნაკ­ლე­ბი და­ნა­ხარ­ჯი, ასე­ვე ნაკ­ლე­ბი მავ­ნე გავ­ლე­ნა გა­რე­მო­ზე ბი­ნა­ში ცხოვ­რე­ბის დროს.

myquiz