ჰაერის ტემპერატურა დადგენილ ზღვარს მალე გადააჭარბებს - მსოფლიო კლიმატის ცვლილების მძიმე შედეგების წინაშე და პროგნოზი გლობალურ დათბობაზე | Allnews.Ge

ჰაერის ტემპერატურა დადგენილ ზღვარს მალე გადააჭარბებს - მსოფლიო კლიმატის ცვლილების მძიმე შედეგების წინაშე და პროგნოზი გლობალურ დათბობაზე

კვლე­ვის მი­ხედ­ვით, გლო­ბა­ლუ­რი დათ­ბო­ბის თვალ­საზ­რი­სით არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა იმა­ზე მე­ტყვე­ლებს, რომ მომ­დევ­ნო ხუთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა იმ მაქ­სი­მა­ლურ ნიშ­ნულს მი­აღ­წევს, რო­მე­ლიც კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის შე­სა­ხებ პა­რი­ზის შე­თან­ხმე­ბი­სას და­ად­გი­ნეს.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ BBC წერს. გა­მო­ცე­მა აღ­ნიშ­ნავს, რომ 2025 წლის­თვის ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა, გლო­ბა­ლუ­რად, 1.5C-ით უფრო მეტი იქ­ნე­ბა, ვიდ­რე ეს იყო ინ­დუსტრი­ამ­დელ ეპო­ქა­ში.

ამას­თან, კვლე­ვის მი­ხედ­ვით, ალ­ბა­თო­ბა იმი­სა, რომ ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა ისე შე­იც­ვა­ლოს, რო­გორც ზე­მო­თაა აღ­ნიშ­ნუ­ლი, 40%-ია.

klimati3-41801-1622537508.jpg

კვლე­ვა და მისი დას­კვნა ეფუძ­ნე­ბა მსოფ­ლიო მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მო­ნა­ცე­მებს. ანა­ლიზს სა­ფუძ­ვლად უდევს გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფო­სა და კი­დევ 10 ქვეყ­ნის, მათ შო­რის აშშ-სა და ჩი­ნე­თის მკვლე­ვარ­თა დაკ­ვირ­ვე­ბა და მეც­ნი­ე­რე­ბი მას სან­დოს, მნიშ­ვნე­ლო­ვან­სა და სა­ყუ­რა­დღე­ბოს უწო­დე­ბენ.

ბრი­ტა­ნე­თის მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი მეც­ნი­ე­რი ლეონ ჰერ­მან­სო­ნი ამ­ბობს, რომ თუკი ბოლო წლე­ბის ტემ­პე­რა­ტუ­რას შვა­და­რებთ 1850-1900 წლებ­ში ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რას, ანუ ინ­დუსტრი­ამ­დე­ლი ეპო­ქის კლი­მატს, ვნა­ხავთ, რომ გან­სხვა­ვე­ბა თვალ­ში­სა­ცე­მია და რომ ბოლო პე­რი­ოდ­ში მნიშ­ნე­ლოვ­ნა­დაა გაზ­რდი­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა.

klimati5-41940-1622537542.png

"ყო­ვე­ლი­ვე მი­ა­ნიშ­ნებს, რომ ჩვენ ვუ­ახ­ლოვ­დე­ბით 1,5C-ს, პა­რი­ზის შე­თან­ხმე­ბი­სას დად­გე­ნილ ზღვარს, თუმ­ცა ამ ეტაპ­ზე ჯერ კი­დევ არ ვართ“, - ამ­ბობს მეც­ნი­ე­რი. მი­სი­ვე თქმით, დრო იწუ­რე­ბა და ახლა მკვეთ­რი მოქ­მე­დე­ბე­ბია სა­ჭი­რო.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია გა­ე­როს კლი­მა­ტის პა­ნე­ლის 2018 წლის მოხ­სე­ნე­ბა, რო­მელ­შიც სა­უ­ბა­რი შე­ე­ხე­ბო­და კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის მწვა­ვე შე­დე­გებს, თუკი იქ­ნე­ბო­და 1.5C-იანი ზრდა.

მეც­ნი­ე­რე­ბი გან­მარ­ტა­ვენ, რომ ამ დრო­ის­თვის არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი მხო­ლოდ ერთ რა­მე­ზე მე­ტყვე­ლებს - ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მა­ტე­ბის გზას ად­გას.

მსოფ­ლი­ოს მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი, პრო­ფე­სო­რი პე­ტერ თა­ა­ლა­სი ამ­ბობს, რომ კვლე­ვის შე­დე­გე­ბი იმა­ზე მე­ტია, ვიდ­რე მხო­ლოდ სტა­ტის­ტი­კა - "ყო­ვე­ლი­ვე მი­უ­თი­თებს, რომ ჩვენ ვუ­ახ­ლოვ­დე­ბით პა­რი­ზის შე­თან­ხმე­ბის დროს დად­გე­ნილ ქვე­და ზღვარს. მსოფ­ლიო უნდა გა­მო­ფხიზ­ლდეს", - ამ­ბობს თა­ა­ლა­სი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მეც­ნი­ე­რე­ბი სწო­რედ კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბებს უკავ­ში­რე­ბენ ბოლო წლებ­ში მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით მო­მა­ტე­ბულ ტყის ხან­ძრებს, რო­მელ­თა წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლაც უდი­დეს ძა­ლის­ხმე­ვას მო­ი­თხოვს და რო­მე­ლიც ანად­გუ­რებს ფლო­რი­სა და ფა­უ­ნის სხვა­დას­ხვა ჯი­შებს.