არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვაზე შესაძლოა, სანქციები გამკაცრდეს - რას გულისხმობს კანონპროექტი | Allnews.Ge

არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვაზე შესაძლოა, სანქციები გამკაცრდეს - რას გულისხმობს კანონპროექტი

არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვაზე შესაძლოა, სანქციები გამკაცრდეს.

აღნიშნულს პარტია „მოქალაქეების“ მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი გულისხმობს.

კერძოდ, როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, საჭიროა, გამკაცრდეს მიდგომები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის ნაწილში, რომელიც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მართვას ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში, ან სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემას ასეთ მდგომარეობაში მყოფი პირისთვის.

კანონპროექტის ავტორთა შეფასებით, მიუხედავად მოქმედი სანქციებისა, ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენის შემთხვევების საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება, კერძოდ კი 2021 წლის 1-ლი კვარტალის - წინაწარი მონაცემების თანახმად, ქვეყნის მასშტაბით 4 676 აღნიშნული სამართალდარღვევა გამოვლინდა. შესაბამისად, ცვლილებების თანახმად, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, კოდექსის 116-ე მუხლით გათვალისწინებული სხვადასხვა დაღვევის შემთხვევაში შემდეგი სანქცია იქნება გამოყენებული:

სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, ან სატრანსპორტო საშუალების მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდებისთვის, პასუხისმგებლობად განისაზღვრება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერება, ნაცვლად 6 თვისა;

განაგრძეთ კითხვა