"ამ პრეპარატის ბავშვებზე გამოყენება კატეგორიულად აკრძალულია" - ტილებთან ბრძოლისას ნუ დააზიანებთ შვილის ჯანმრთელობას | Allnews.Ge

"ამ პრეპარატის ბავშვებზე გამოყენება კატეგორიულად აკრძალულია" - ტილებთან ბრძოლისას ნუ დააზიანებთ შვილის ჯანმრთელობას

ბოლო ხანს ქარ­თულ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მრავ­ლად წა­ა­წყდე­ბით, ძი­რი­თა­დად, დე­დე­ბის პოს­ტებს, რო­მელ­შიც ისი­ნი ჩი­ვი­ან, რომ შვი­ლებს ტი­ლე­ბის­გან ვერ ათა­ვი­სუფ­ლე­ბენ:

"5 თვეა ვებ­რძვი ტი­ლებს, გა­ვაც­ლი, გა­ვუ­სუფ­თა­ვებ თავს, ერთ თვე­ში ისევ უჩ­ნდე­ბა, ბო­ლოს და­ახ­ლო­ე­ბით ორი თვის წინ მო­ვა­შო­რე, აღა­რა­ფე­რი ყავ­და და ახლა ისევ გა­უჩ­ნდა, რაც მთა­ვა­რია მეც მე­დე­ბა, ლა­მი­საა ავიძ­რო თავი ისე მე­ქა­ვე­ბა. რო­გორ მო­ვი­შო­რო ისე, რო აღარ გაგ­ვე­კა­როს სა­ერ­თოდ".

"დღეს აღ­მო­ვა­ჩი­ნე რო მე და ჩემს 4 წლის გო­გოს ტი­ლე­ბი გვყავს. გა­დავ­წყვი­ტე თმა შე­ვი­ღე­ბო ოღონდ, არ ვიცი, რო­მე­ლი სა­ღე­ბა­ვია კარ­გი, არას­დროს შე­მი­ღე­ბავს. ბავ­შვის­თვის მირ­ჩი­ეთ რამე ისე­თი წი­ლე­ბიც რო მოკ­ლას , ტი­ლებს კი გა­ვაც­ლი რო­გორ­მე მარა წი­ლებს რა მო­ვუ­ხერ­ხო"

"ვე­რა­სო­დეს ვი­ფიქ­რებ­დი, რომ ამას დავ­წერ­დი. გვიშ­ვე­ლეთ მე­გობ­რე­ბო, რით მო­ვა­შო­რო ჩემს 4 წლის გო­გო­ნას ტი­ლე­ბი?"

ამ პოს­ტებ­ში დე­დე­ბის მთა­ვა­რი კი­თხვაა რო­გორ მო­ა­შო­რონ შვი­ლებს ტი­ლე­ბი. რჩე­ვე­ბი გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. ქა­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს სა­კუ­თარ გა­მოც­დი­ლე­ბას უზი­ა­რე­ბენ. ხში­რად შეხ­ვდე­ბით ისეთ რჩე­ვებს, რო­მელ­შიც ზო­გი­ერ­თე­ბი ტი­ლებ­თან საბ­რძოლ­ვე­ლად, მათ ძაღ­ლე­ბის რწყი­ლის წამ­ლის "ბარ­სის’ გა­მო­ყე­ნე­ბას ურ­ჩე­ვენ:

"ჩემს ბავ­შვს ჰყავ­და ტი­ლე­ბი არა­ფერ­მა უშ­ვე­ლა, ვიდ­რე ძაღ­ლის რწყი­ლე­ბის წა­მა­ლი არ გა­მო­ვი­ყე­ნე. სულ რამ­დე­ნი­მე წვე­თია სა­ჭი­რო, ისე­თი სუნი აქვს ტილი აღა­რა­სო­დეს გა­ე­კა­რე­ბა".

ასეთ­მა რჩე­ვებ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მწვა­ვე დის­კუ­სია გა­მო­იწ­ვია, რად­გან ცხო­ვე­ლე­ბის­თვის გან­კუთ­ვნილ­მა ტოქ­სი­კურ­მა პრე­პა­რატ­მა შე­საძ­ლოა, სა­ვა­ლა­ლო შე­დე­გე­ბი გა­მო­იწ­ვი­ოს.

"ქა­ლაქ­ში ბავ­შვე­ბის ჩუმი სიკ­ვდი­ლია! და მას უცო­დი­ნა­რო­ბა ქვია! ძაღ­ლის რწყი­ლის წა­მა­ლი, რო­მე­ლიც იყი­დე­ბა მხო­ლოდ ვე­ტაფ­თი­აქ­ში და ლეკვსაც კი კლავს, ფარ­თოდ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ე.წ დე­დე­ბის მიერ ყვე­ლა­ზე ძვირ­ფას შვი­ლებ­ზე!"

"ბარ­სის" მთა­ვა­რი შე­მად­გე­ნე­ლი სი­თხე, ტოქ­სი­კუ­რი ნივ­თი­ე­რე­ბა ფიპ­რო­ნი­ლია. გარ­და ამი­სა, ის დიფ­ლუ­ბენ­ზუ­რონ­სა და დი­კარ­ბოქ­სი­მედ­საც შე­ი­ცავს. ამ უკა­ნას­კნელს გა­მო­ხა­ტუ­ლი ან­ტი­ან­დრო­გე­ნუ­ლი ეფექ­ტი აქვს, რაც ნიშ­ნავს, რომ ის მა­მა­კა­ცის სა­ს­ქე­სო ჰორ­მო­ნე­ბის დო­ნეს აქ­ვე­ი­თებს.

და­ვინ­ტე­რეს­დით რამ­დე­ნად მარ­ტი­ვად შევ­ძლებ­დით ამ პრე­პა­რა­ტის შე­ძე­ნას ვე­ტე­რი­ნა­ლურ აფ­თი­აქ­ში. პა­ლი­ტა­ვი­დე­ოს გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფი რამ­დე­ნი­მე ვე­ტაფ­თი­აქს ეს­ტუმ­რა. ბარ­სი ყვე­ლა აფ­თი­აქ­ში უპ­რობ­ლე­მოდ იყი­დე­ბა, თუმ­ცა, რო­გორც კი გა­ი­გეს, რომ ამ პრე­პა­რა­ტის გა­მო­ყე­ნე­ბას ბავ­შვის ტი­ლე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ ვა­პი­რებ­დით, უა­რით გა­მოგ­ვის­ტუმ­რეს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ წამ­ლის შე­ძე­ნა სულ რა­ღაც 2 ლა­რად და 50 თეთ­რად არის შე­საძ­ლე­ბე­ლი.

თბი­ლი­სის დერ­მა­ტო-ვე­ნე­რო­ლოგ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე, სოსო კო­ბა­ხი­ძე ამ­ბობს, რომ: "ამ პრე­პა­რა­ტის ბავ­შვებ­ზე გა­მო­ყე­ნე­ბა კა­ტე­გო­რი­უ­ლად აკ­რძა­ლუ­ლია. გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის, რომ ლე­ტა­ლუ­რი შე­დე­გი დად­გეს... ტი­ლის აღ­მო­ჩე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, ზუს­ტად შერ­ჩე­უ­ლი პრე­პა­რა­ტი, ბავ­შვის ჯან­მრთე­ლო­ბას და თა­ვის კანს, ყო­ველ­გვა­რი რის­კე­ბის გა­რე­შე და­ი­ცავს".