"რკინის ბარიკადებს ხელს 6 საათი ურტყამდნენ, ხმაური მხოლოდ გამთენიისას შეწყვიტეს" - რა ხდებოდა წუხელ რიონის ხეობაში, სადაც "ენკას" წარმომადგენლებს ოფისში შესვლის უფლებას ამ დრომდე არ აძლევენ | Allnews.Ge

"რკინის ბარიკადებს ხელს 6 საათი ურტყამდნენ, ხმაური მხოლოდ გამთენიისას შეწყვიტეს" - რა ხდებოდა წუხელ რიონის ხეობაში, სადაც "ენკას" წარმომადგენლებს ოფისში შესვლის უფლებას ამ დრომდე არ აძლევენ

რი­ო­ნის ხე­ო­ბის მცვე­ლებ­მა „ენ­კას“ ოფი­სის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია გა­და­კე­ტეს და კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს შეს­ვლის უფ­ლე­ბას არ აძ­ლე­ვენ.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი კომ­პა­ნი­ა­ში მი­სულ პი­რებს გზას უღო­ბა­ვენ.

რი­ო­ნის ხე­ო­ბის მცვე­ლე­ბი სო­ფელ ნა­მახ­ვა­ნის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბის უფ­ლე­ბას მხო­ლოდ ად­გი­ლობ­რი­ვებს აძ­ლე­ვენ.

"სხვა არა­ფე­რი დაგ­ვრჩე­ნია თუ არა ის, რომ ფი­ზი­კუ­რად დავ­დგეთ აქ - რი­ო­ნის ხე­ო­ბა მხო­ლოდ კომ­პა­ნია „ენ­კას­თვის“ სრუ­ლად ბლო­კი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, - ამის შე­სა­ხებ „ნა­მახ­ვა­ნ­ჰე­სის“ პრო­ტეს­ტის ერთ-ერ­თმა მო­ნა­წი­ლემ ვარ­ლამ გო­ლე­თი­ან­მა სო­ფელ გუ­მათ­ში გა­ნა­ცხა­და.

gumati1-37351-1622101450.jpg

მისი გან­მარ­ტე­ბით, მათი პო­ზი­ცია უც­ვლე­ლია, რაც გუ­ლის­ხმობს იმას, რომ კომ­პა­ნია „ენ­კას" ტექ­ნი­კას ხე­ო­ბა­ში ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბის­თვის სა­მუ­შა­ო­ე­ბის გაგ­რძე­ლე­ბის უფ­ლე­ბას არ მის­ცე­მენ.

„ხე­ო­ბა­ში გზა ჩა­კე­ტი­ლია - შე­მო­სას­ვლე­ლი რა­ჭი­დან, ლე­ჩხუმ­შიც და ასე­ვე ქუ­თა­ი­სი­დან. გა­კონ­ტროლ­დე­ბა უშუ­ა­ლოდ კომ­პა­ნი­ის სპე­ცტექ­ნი­კა, რომ არ გა­და­ა­ად­გილ­დნენ. რაც შე­ე­ხე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბას, ჩვე­უ­ლებ­რივ გამ­ვლელს, გა­და­ად­გი­ლე­ბის პრობ­ლე­მა არ ექ­ნე­ბა. ჩვენ უზ­რუნ­ველ­ვყოფთ, რომ სა­მუ­შაო პრო­ცე­სი აუ­ცი­ლებ­ლად შე­ჩერ­დეს უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში. უკვე ორი მან­ქა­ნა მი­ვაბ­რუ­ნეთ დი­ლით. ანუ, კომ­პა­ნი­ის ტრან­სპორ­ტს ამ გზა­ზე უწევს გავ­ლა, ამი­ტომ, ახლა რაც არ უნდა მა­რა­გი შე­ი­ტა­ნონ შიგ­ნით, ამ გზა­ზე გავ­ლას ვერ აც­დე­ბი­ან“, - გა­ნა­ცხა­და ვარ­ლამ გო­ლე­თი­ან­მა.

მი­სი­ვე თქმით, ზო­გა­დად დარ­ბე­ვას და პო­ლი­ცი­ას­თან და­პი­რის­პი­რე­ბას არ გა­მო­რი­ცხავს, რად­გან ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში „რი­ო­ნის ხე­ო­ბის მცვლე­ბის" დარ­ბე­ვა ხუთ­ჯერ მოხ­და. შე­სა­ბა­მი­სად, გო­ლე­თი­ა­ნის თქმით, შე­საძ­ლოა, მსგავ­სი რამ მოხ­დეს ზო­გა­დად.

„ჩვენ არ ვპ­რო­ვო­ცი­რებთ, რათა არ მოხ­დეს და­პი­რის­პი­რე­ბა. იე­რი­ში არ მიგ­ვაქვს პო­ლი­ცი­ა­ზე და ბა­რი­კადს იქეთ გა­დას­ვლას არ ვცდი­ლობთ. ვეც­დე­ბით, რომ მხო­ლოდ კომ­პა­ნი­ას შე­ე­შა­ლოს ხელი, რად­გან არ გან­ხორ­ცი­ელ­დეს ხე­ო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე სა­მუ­შა­ო­ე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და ვარ­ლამ გო­ლე­თი­ან­მა.

„ნა­მახ­ვან ჰე­სის“ მშე­ნებ­ლო­ბის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბი ამ დრო­ის­თვის სო­ფელ გუ­მა­თის შე­სას­ვლელ­თან დგა­ნან, იმ ტე­რი­ტო­რი­ას­თან, სა­დაც გან­ლა­გე­ბუ­ლია ჰე­სის მშე­ნე­ბე­ლი კომ­პა­ნია „ენ­კას" ერთ-ერთი სა­წყო­ბი. მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე პო­ლი­ცი­ას ბა­რი­კა­დე­ბი აქვს აღ­მარ­თუ­ლი.

„ნა­მახ­ვა­ნ­ჰე­სის“ მშე­ნებ­ლო­ბის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბი რკი­ნის ბა­რი­კა­დებს ხელს მთე­ლი ღა­მის, 6 სა­ა­თი გან­მავ­ლო­ბა­ში ურტყამ­დნენ და ხმა­უ­რი მხო­ლოდ გამ­თე­ნი­ი­სას შე­წყვი­ტეს.

თა­ვის მხრივ, შსს-მ მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე წყლის ჭავ­ლის მან­ქა­ნა მი­იყ­ვა­ნა.