ვისგან იღებენ დაფინანსებას "რი­ო­ნის ხე­ო­ბის მცვე­ლე­ბი"?- ვარ­ლამ გო­ლე­თი­ან­ის პასუხი | Allnews.Ge

ვისგან იღებენ დაფინანსებას "რი­ო­ნის ხე­ო­ბის მცვე­ლე­ბი"?- ვარ­ლამ გო­ლე­თი­ან­ის პასუხი

თუ ხალ­ხმა არ იგ­რძნო, რომ ეს მისი გა­სა­კე­თე­ბე­ლი საქ­მეა, აქ ჩე­მოდ­ნე­ბით მო­ტა­ნი­ლი ფული არა­ვის სჭირ­დე­ბა, რად­გან ხე­ლოვ­ნუ­რად შექ­მნი­ლი პრო­ტეს­ტი არა­ვის სჭირ­დე­ბა, - ამის შე­სა­ხებ "რი­ო­ნის ხე­ო­ბის მცვე­ლე­ბის" წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ვარ­ლამ გო­ლე­თი­ან­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რო­დე­საც "რი­ო­ნის ხე­ო­ბის მცვე­ლე­ბის" და­ფი­ნან­სე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით დას­მულ კი­თხვას უპა­სუ­ხა.

გო­ლე­თი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, "რი­ო­ნის ხე­ო­ბის მცვე­ლე­ბი" და­ფი­ნან­სე­ბას ემიგ­რან­ტე­ბის მიერ შე­მო­წი­რუ­ლი თან­ხე­ბით იღე­ბენ და ემიგ­რან­ტე­ბის­ვე სურ­ვი­ლია, რომ მათი გვა­რე­ბი და სა­ხე­ლე­ბი სა­ჯა­რო არ გახ­დეს. თუმ­ცა, რო­გორც გო­ლე­თი­ან­მა გან­მარ­ტა, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ვი­ნა­ო­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბით არ და­ზი­ან­დეს თან­ხის გად­მომ­რი­ცხვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი, სა­კითხს გა­ივ­ლი­ან იუ­რის­ტებ­თან, რის მე­რეც გა­სა­ჯა­როვ­დე­ბა თან­ხის რა­ო­დე­ნო­ბა­ზე დე­ტა­ლე­ბი.

"ბუ­ღალ­ტე­რი­ა­საც გა­ვა­კე­თებთ, გახ­დე­ბა სა­ჯა­რო. სა­უ­ბა­რია რამ­დე­ნი­მე ათას­ზე, რაც ნა­ხე­ვა­რი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შეკ­რე­ბი­ლია ემიგ­რან­ტე­ბის­გან", - აცხა­დებს ვარ­ლამ გო­ლე­თი­ა­ნი.

მისი თქმით, მათი პრო­ტეს­ტის წი­ნა­აღ­მდეგ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ რე­სურსსაც იყე­ნებს.

„სა­ერ­თოდ, ზო­გა­დად სურ­ვი­ლია, რო­დე­საც ემიგ­რან­ტე­ბი და სხვა­დას­ხვა ადა­მი­ა­ნე­ბი რი­ცხა­ვენ ხოლ­მე ფულს, პირ­და­პირ გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ მათი სა­ხე­ლი და გვა­რი სა­ჯა­რო არ იყოს. ადა­მი­ა­ნებს პირ­და­პირ ამუ­ნა­თე­ბენ, ვინც ამ ბრძო­ლა­ში მო­ნა­წი­ლე­ობს. ვხე­დავთ, რომ მე­რი­ა­ში იბა­რე­ბენ გამ­გებ­ლებს, სკო­ლის დი­რექ­ტო­რებს ეუბ­ნე­ბი­ან, რომ პოს­ტი არ გა­ა­ზი­ა­როთ და მხა­რი არ და­უ­ჭი­რო­თო.ზო­გა­დად, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ რე­სურსს აკონ­ტრო­ლებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. ვი­ცით, რომ ჩვენ ის ხალ­ხი მხარს გვი­ჭერს, მათ შო­რის, ამ პრო­ცეს­ში თან­ხით მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ და არ უნ­დათ, რომ გა­მოჩ­ნდეს თა­ვი­ან­თი სა­ხე­ლი და გვა­რი", - აცხა­დებს გო­ლე­თი­ა­ნი.

მისი თქმით, პრო­ტეს­ტი დიდი ხა­ნია და­წყე­ბუ­ლია და დახ­მა­რე­ბის მსგავ­სი პო­ლი­ტი­კუ­რი შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი იყო და ყვე­ლას მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად უარს ეუბ­ნე­ბი­ან, რად­გან ამას სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი არ მოჰ­ყვეს.

„თან ამ ტი­პის დახ­მა­რე­ბას ჩვენ არ ვსა­ჭი­რო­ებთ. თუ ხალ­ხმა არ იგ­რძნო, რომ ეს მისი გა­სა­კე­თე­ბე­ლი საქ­მეა, აქ ჩე­მოდ­ნე­ბით მო­ტა­ნი­ლი ფული არა­ვის სჭირ­დე­ბა, იმი­ტომ, რომ არც ხე­ლოვ­ნუ­რად შექ­მნი­ლი პრო­ტეს­ტი სჭირ­დე­ბა ვინ­მეს და არც ხე­ლოვ­ნუ­რად მო­წყო­ბი­ლი პრო­ტეს­ტი. ჩვენ არ გვჭირ­დე­ბა არა­ვის თან­ხა. რაც რი­ო­ნის ხე­ო­ბა­ში დავ­დე­ქით, არა­ვის­თვის გვით­ქვამს, მო­დით, დაგ­ვი­დე­ქით და ა.შ. ამ ტი­პის დი­ა­ლო­გი ჩემს მე­გობ­რებ­თა­ნაც კი არ მქო­ნია. ვინც სა­ჭი­როდ ჩათ­ვლი­და, რომ ეს არის ეროვ­ნუ­ლი საქ­მე და თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის სა­კე­თე­ბე­ლია, მოვა, დად­გე­ბა და მათ შო­რის, და­დებს ფულს", - აცხა­დებს გო­ლე­თი­ა­ნი.

გარ­და ამი­სა, რო­გორც გო­ლე­ა­თი­ან­მა აღ­ნიშ­ნა, მას შემ­დეგ, რაც თბი­ლი­სის­დან რი­ო­ნის ხე­ო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით წავ­ლენ, გა­და­კე­ტა­ვენ რი­ო­ნის ხე­ო­ბა­ში შე­სას­ვლელ ტე­რი­ტო­რი­ას იქამ­დე, სა­ნამ­დეც ბა­რი­კა­დე­ბია გან­ლა­გე­ბუ­ლი.