ანზორ მელიას ბაღ-ბოს­ტანში 500 ჯი­შის ხე­ხი­ლი ხა­რობს - "სოფ­ლად მუ­შა­ო­ბა არა­ვის უნდა... ხალ­ხს შია, მაგ­რამ მუ­შა­ო­ბა არ უნ­დათ, ამი­ტომ თვი­თონ მი­წევს შრო­მა" | Allnews.Ge

ანზორ მელიას ბაღ-ბოს­ტანში 500 ჯი­შის ხე­ხი­ლი ხა­რობს - "სოფ­ლად მუ­შა­ო­ბა არა­ვის უნდა... ხალ­ხს შია, მაგ­რამ მუ­შა­ო­ბა არ უნ­დათ, ამი­ტომ თვი­თონ მი­წევს შრო­მა"

მი­წის, ბუ­ნე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი ცნო­ბილ ექიმს, პრო­ფე­სორს, კარ­დი­ო­ლო­გი­უ­რი კლი­ნი­კის დამ­ფუძ­ნე­ბელ ან­ზორ მე­ლი­ას ბავ­შვო­ბი­დან მოს­დევს. უკვე 40 წე­ლი­წა­დია, თბი­ლის­თან ახ­ლოს, კო­ტო­რა­ანთკარ­ში თა­ვის გა­შე­ნე­ბულ ბაღ-ბოს­ტანს უვ­ლის. ბა­ტო­ნი ან­ზო­რის მი­წის მი­მართ გა­მორ­ჩე­ულ სიყ­ვა­რულ­სა და დიდ სა­მე­ურ­ნეო გა­მოც­დი­ლე­ბა­ში მას­თან სა­უბ­რი­სას რწმუნ­დე­ბი. ცნო­ბი­ლი ექი­მი თა­ვად გვი­ამ­ბობს, რო­გორც და­ი­წყო ეს ყვე­ლა­ფე­რი...

- 40 წლის წინ, რო­დე­საც "ლე­ჩკომ­ბი­ნატ­ში" ვმუ­შა­ობ­დი, მე­ბა­ღე­ო­ბის ნაკ­ვე­თე­ბი დაგ­ვი­რი­გეს თა­ნამ­შრომ­ლებს. ჩვენ უმე­ტე­სად მთავ­რო­ბას, ბი­უ­როს წევ­რებს ვემ­სა­ხუ­რე­ბო­დით და ასე აღ­მოვ­ჩნდით სა­გუ­რა­მო­დან 6 კი­ლო­მეტრში... სა­კავ­ში­რო სა­მე­დი­ცი­ნო კო­მი­სი­ამ წყნე­თი და­ი­წუ­ნა და მთავ­რო­ბის წევ­რე­ბის­თვის სა­გუ­რა­მო შე­ირ­ჩა, რო­გორც სა­უ­კე­თე­სო ად­გი­ლი და რად­გან ამ ნო­მენკლა­ტუ­რას ვემ­სა­ხუ­რე­ბო­დით, 75 თა­ნამ­შრო­მე­ლიც მოვ­ხვდით სი­ა­ში. სტან­დარ­ტულ 600 კვმ ფარ­თობ­ზე უფ­ლე­ბა მოგ­ვცეს, ასე­ვე სტან­დარ­ტუ­ლი სახ­ლე­ბი აგ­ვე­შე­ნე­ბი­ნა.

კლი­ნი­კის წამ­ყვან ნევ­რო­პა­თო­ლოგ ქალ­ბა­ტონ მთვა­რი­სას მე­უღ­ლე ნო­დარ ჩხო­ლა­რია გამ­წვა­ნე­ბის ტრეს­ტის მმარ­თვე­ლი გახ­ლდათ. მან მან­ქა­ნა მო­ა­ყე­ნა და ამ 75 ადა­მი­ანს ნერ­გე­ბი ჩა­მოგ­ვი­რი­გა. ასე გაჩ­ნდა ჩემს ნაკ­ვეთ­ში პირ­ვე­ლი ნერ­გე­ბი და, პრაქ­ტი­კუ­ლად, "ლე­ჩკომ­ბი­ნა­ტის" და­სახ­ლე­ბა კო­ტო­რა­ანთკარ­ში.

მგო­ნი, ყვე­ლა ქარ­თველ­შია ჩა­ბუ­დე­ბუ­ლი მი­წის სიყ­ვა­რუ­ლი. მა­ნამ­დე ვერც წარ­მო­მედ­გი­ნა, რომ თოხს და ბარს ხელ­ში ავი­ღებ­დი და მი­წას­თან ვი­მუ­შა­ვებ­დი, მაგ­რამ ამ საქ­მემ გა­მი­ტა­ცა - 600 კვმ მი­წის ფარ­თო­ბი 1200 გახ­და, მერე - 4000 და ნელ-ნელა გავ­ზარ­დე სა­ბა­ღე და სა­ბოსტნე ნაკ­ვე­თი, სა­დაც დღეს 500 ჯი­შის სხვა­დას­ხვა ხე­ხი­ლი ხა­რობს, არის ვე­ნა­ხი და 600 ჯი­შის ვარ­დი, მყავს 100 ფრთა ქა­თა­მიც.

meliasvazi-1621934574.jpg

- ბრო­ი­ლე­რის ჯი­შია?

- მეგ­რუ­ლა - ასე ეძა­ხი­ან. კვერ­ცხისმდებ­ლე­ბი არი­ან. წე­ლი­წად­ში თითო 350 კვერ­ცხს დებს. ექ­ვსი ძრო­ხა მყავ­და. მათ­გან ორი შვე­დუ­რი იყო, მაგ­რამ ძრო­ხებს სე­რი­ო­ზუ­ლი მოვ­ლა უნდა. ბაღს ავუ­დი­ვარ, მაგ­რამ ძრო­ხებს გვერ­დი­დან ვერ მოს­ცილ­დე­ბი, სხვა­ნა­ი­რი ყუ­რა­დღე­ბა სჭირ­დე­ბა, მე კი რთუ­ლი სა­მუ­შაო გრა­ფი­კი მაქვს, ამი­ტომ მათ­თვის ხალ­ხი ავიყ­ვა­ნე. ხელ­ფას­საც ვუხ­დი­დი, ჩემ­თან ვა­ცხოვ­რებ­დი, ვაჭ­მევ­დი, ვას­მევ­დი...

გარ­დაბ­ნის ქარ­ხნი­დან ძრო­ხე­ბის­თვის ტომ­რე­ბით სპე­ცი­ა­ლუ­რი ბი­ო­ლო­გი­უ­რი საკ­ვე­ბი მომ­ქონ­და. მა­ღა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის სპე­ცი­ა­ლის­ტიც მო­ვიყ­ვა­ნე, რო­მელ­მაც იმ ხალ­ხს მეგ­რუ­ლი წე­სით სულ­გუ­ნის ამოყ­ვა­ნა ას­წავ­ლა, მაგ­რამ კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი მუ­შა­ო­ბა არა­ვის უნდა... მათი უგუ­ლო და უდი­ე­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გამო ძრო­ხე­ბის კა­პი­კე­ბად გა­ყიდ­ვა მო­მიხ­და, არა­და, თითო 2 000 ლა­რად მყავ­და ნა­ყი­დი. მეც გავ­წვალ­დი და ძრო­ხე­ბიც მე­ცო­დე­ბოდ­ნენ - სა­თა­ნა­დოდ არ უვ­ლიდ­ნენ, თან, რო­გორც გა­ვარ­კვი­ეთ, პრო­დუქ­ცი­ა­საც მპა­რავ­დნენ. იმის თქმა მინ­და, რომ სოფ­ლად მუ­შა­ო­ბა თით­ქმის არა­ვის უნდა, არა­და, ადრე სო­ფე­ლი ძლი­ე­რი იყო, თავ­საც ინა­ხავ­და და ქა­ლაქ­საც, მაგ­რამ ყვე­ლა­ფერ­მა სახე და ფუნ­ქცია და­კარ­გა.

ვხე­დავ, ხალ­ხს რომ შია, სი­გა­რე­ტის ფული არა აქვს, მაგ­რამ მუ­შა­ო­ბა მა­ინც არ უნ­დათ, ამი­ტომ ისევ თვი­თონ მი­წევს შრო­მა. დამ­ხმა­რე ხალ­ხი მხო­ლოდ შა­ბათ-კვი­რას მომ­ყავს, რომ­ლებ­საც დი­ლი­დან სა­ღა­მომ­დე თავ­ზე ვად­გა­ვარ... ყვე­ლა სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო ია­რა­ღი და ტექ­ნი­კა მაქვს - თოხი და ცელი ბენ­ზინ­ზე, პა­ტა­რა ტრაქ­ტო­რე­ბი და რა ვქნა, და­ნარ­ჩენს თვი­თონ ვუვ­ლი. ცოტა ხნის წინ ჩემ­მა შვი­ლიშ­ვილ­მა სან­დრომ - თხა მინ­დაო და ორი მო­ვიყ­ვა­ნე, მეგ­რუ­ლი ჯი­შის, მაგ­რამ ბავ­შვს არ ვა­კა­რებ - ირ­ქი­ნე­ბი­ან, თუმ­ცა შო­რი­დან რომ უყუ­რებს, უხა­რია და ბედ­ნი­ე­რია. კურ­დღლე­ბიც მთხო­ვა და ულა­მა­ზე­სი კურ­დღლე­ბი მო­ვუყ­ვა­ნე. ასე შრო­მა-შრო­მა­ში ვერ­თო­ბი და ჩემს მო­ხუ­ცე­ბუ­ლო­ბას ვა­ტა­რებ.

nikameliasshvili-1621934575.jpg

- არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ ყვე­ლა­ფერს თან­და­თან სწავ­ლო­ბენ. თქვენც გა­ტყობთ, ბევ­რი რამ ის­წავ­ლეთ, მაგ­რამ მა­ნამ­დე თუნ­დაც თქვე­ნი სოფ­ლი­დან, სა­მეგ­რე­ლო­დან გა­მოც­დი­ლე­ბა არ გქონ­დათ?

- რა თქმა უნდა, მქონ­და. 8 კლა­სი ზუგ­დიდ­ში და­ვამ­თავ­რე. ოჯახს მი­წის ნაკ­ვე­თიც გვქონ­და. დედა მე­ურ­ნე­ო­ბის მთა­ვა­რი აგ­რო­ნო­მი იყო, მამა - ჩაის ფაბ­რი­კის დი­რექ­ტო­რი. მე და ჩემს ძმას გვა­ვა­ლებ­დნენ - ეს და­ბა­რეთ და გა­თოხ­ნე­თო. ძრო­ხაც გვყავ­და და ჩაის პლან­ტა­ცი­ე­ბის­კენ გამ­ყავ­და... შრო­მას დე­დამ შეგ­ვაჩ­ვია, თა­ნაც მე­ლია რომ ვარ, ბუ­ნე­ბი­სა და ცხო­ვე­ლე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი თა­ვის­თა­ვად მაქვს. პა­ტა­რე­ბი რომ ვი­ყა­ვით, ჩვენ­თან მო­სუ­ლი სტუმ­რე­ბი ფულს მჩუქ­ნიდ­ნენ, მე­ო­რე დღეს კი გავ­რბო­დი და 3 მა­ნე­თად კარ­გა მოზ­რდილ წი­წი­ლებს ვყი­დუ­ლობ­დი. ეს სიყ­ვა­რუ­ლი არც ახლა გამ­ნე­ლე­ბია და ამი­ტომ არის, ამ­დე­ნი ფრინ­ვე­ლი და ცხო­ვე­ლი რომ მყავს. ჩემი ქათ­მე­ბი დღე­ში 40-45 ცალ კვერ­ცხს დე­ბენ და სა­მე­ზობ­ლოს, სა­ნა­თე­სა­ვოს ვუ­რი­გებ. აბა, სად უნდა წა­ვი­ღო ამ­დე­ნი?!... წაიკითხეთ ვრცლად

myquiz