რა მოთხოვნები აქვთ "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეებს, რომლებიც ხელისუფლებას ვადას დღის 12 საათამდე აძლევენ? | Allnews.Ge

რა მოთხოვნები აქვთ "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეებს, რომლებიც ხელისუფლებას ვადას დღის 12 საათამდე აძლევენ?

„ნა­მახ­ვა­ნ­ჰე­სის" მშე­ნებ­ლო­ბის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ებ­მა დღე­ვან­დელ აქ­ცი­ა­ზე რამ­დე­ნი­მე მო­თხოვ­ნა წა­მო­ა­ყე­ნეს, მათ შო­რის არის „ენ­კას“ მიერ რი­ო­ნის ხე­ო­ბის და­ტო­ვე­ბა და კომ­პა­ნი­ას­თან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­წყვე­ტა.

რო­გორც აქ­ცი­ის ერთ-ერ­თმა ორ­გა­ნი­ზა­ტორ­მა, ვარ­ლამ გო­ლე­თი­ან­მა გა­ნა­ცხა­და, მათი ერთ-ერთი მო­თხოვ­ნა მო­რა­ტო­რი­უ­მის გა­მო­ცხა­დე­ბაა.

„ნა­მახ­ვა­ნ­ჰეს­თან“ და­კავ­ში­რე­ბით ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან ყვე­ლა­ნა­ი­რი დი­ა­ლო­გი ამო­წუ­რუ­ლია. დღეს დას­რულ­და იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ ჩვენ დავ­მსხდა­რი­ყა­ვით მათ­თან და ეს მოჩ­ვე­ნე­ბი­თი თით­ქოს დი­ა­ლო­გე­ბი გაგ­ვე­მარ­თა ან გავ­მარ­თოთ. ამი­ტომ, დღეს ჩვე­ნი მო­თხოვ­ნე­ბი არის მკა­ფიო:

კომ­პა­ნია „ენ­კამ“ უნდა და­ტო­ვოს რი­ო­ნის ხე­ო­ბა, უნდა გა­წყდეს ის ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც კომ­პა­ნი­ას­თან და­დე­ბუ­ლია, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხმობს რი­ო­ნის ხე­ო­ბის მთლი­ა­ნად კერ­ძო სა­კუთ­რე­ბა­ში გა­ცე­მას.

ზო­გა­დად, გა­უქ­მდეს ყვე­ლა სა­ხის დო­კუ­მენ­ტა­ცია, რო­მე­ლიც 2015 წლი­დან დღემ­დე არის გა­ცე­მუ­ლი.

ასე­ვე, მო­ვი­თხოვთ, მო­რა­ტო­რი­უ­მის გა­მო­ცხა­დე­ბას, პა­უ­ზის აღე­ბას ამ სექ­ტორ­ში, რომ ის აზრი, რო­მე­ლიც თქვენ გაქვთ, გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იყოს.

ენერ­გო­სექ­ტორ­ში რა მი­მარ­თუ­ლე­ბით მივ­დი­ვართ, რო­გორ ვვი­თარ­დე­ბით, ეს არის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი და ამა­ში უნდა იყოს ჩვე­ნი, ყვე­ლას ჩარ­თუ­ლო­ბა იმი­ტომ, რომ მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სია და ეს თი­თო­ე­ულ ჩვენ­თა­განს გვე­ხე­ბა. ამის­თვის სა­ჭი­როა სწო­რედ პა­უ­ზა, გვჭირ­დე­ბა დრო იმის­თვის, რომ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ მათ შო­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო პრაქ­ტი­კა და ზო­გად, თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის ინ­ტე­რე­სი, რომ აღარ იყოს მო­მა­ვალ­ში მსგავ­სი პრო­ტეს­ტი“, - გა­ნა­ცხა­და გო­ლე­თი­ან­მა.

რო­გორც მან გა­ნა­ცხა­და, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი მზად იყ­ვნენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან დი­ა­ლო­გის­თვის, თუმ­ცა, ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრი „შეხ­ვედ­რი­დან გა­ი­პა­რა“.

„ხში­რად გვდე­ბენ ბრალს, რომ ჩვენ ვლო­ბი­რებთ რუ­სუ­ლი კი­ლო­ვატ­სა­ა­თე­ბის გა­ყიდ­ვას ქვე­ყა­ნა­ში, ვართ დესტრუქ­ცი­უ­ლი ძალა, უბ­რა­ლოდ, არ გვინ­და, რომ ჰესი აშენ­დეს და ვართ კამ­პა­ნია „არა ჰე­სებს“. ეს ასე არ არის მე­გობ­რე­ბო, ჩვენ ამის­თვის გვჭირ­დე­ბა პა­უ­ზა და იმ ენერ­გო­პო­ლი­ტი­კის გან­სა­ზღვრა, რო­მე­ლიც დღეს ქვე­ყა­ნას არ აქვს და ასე ქა­ო­ტუ­რად ხდე­ბა ამ პრო­ცე­სის წარ­მარ­თვა ყვე­ლა ხე­ო­ბის და­ბე­ტო­ნე­ბა, რის­თვის და ვის­თვის, ეს არის გა­უ­გე­ბა­რი. ის, რომ აქ კონ­კრე­ტუ­ლად ვიწ­რო ინ­ტე­რე­სე­ბი იკ­ვე­თე­ბა ამა თუ იმ პერ­სო­ნა­ლის და ჩი­ნოვ­ნი­კე­ბის, ჩვენ ამას უკვე 209 დღეა ვამ­ბობთ. ამავდრო­უ­ლად ვი­თხოვთ, რომ აღიძ­რას საქ­მე ყვე­ლა იმ პირ­ზე, რომ­ლიც ჩარ­თუ­ლი იყო ამ დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის მომ­ზა­დე­ბის პრო­ცეს­ში. თქვენ იცით, რომ ჩვენ ვი­თხოვ­დით და ვი­თხოვთ ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრის გა­დად­გო­მას იმ ქმე­დე­ბის გამო, რაც მან ქუ­თა­ის­ში, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის შე­ნო­ბა­ში გა­ა­კე­თა. ჩვენ გვაბ­რა­ლე­ბენ, რომ თით­ქოს დი­ა­ლოგ­ზე არ მივ­დი­ვართ, მი­სუ­ლი ვი­ყა­ვით ამ დი­ა­ლოგ­ზე 8 ადა­მი­ა­ნის შე­მად­გენ­ლო­ბით და თვი­თონ გა­ი­პა­რა ამ შეხ­ვედ­რი­დან, ეს ყვე­ლამ კარ­გად ვნა­ხეთ. ამი­ტომ, ამ შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი ჟეს­ტის გამო, ჩვენ შემ­დგომ აქ­ცი­ა­ზე მო­ვი­თხო­ვეთ მისი გა­დად­გო­მა, თუმ­ცა, დღეს ემა­ტე­ბა მისი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი ამ ნა­წილ­ში. აუ­ცი­ლებ­ლად უნდა აღიძ­რას სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე, არა მარ­ტო ნა­თია თურ­ნა­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით, არა­მედ ყვე­ლა იმ პირ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც ხელს აწერს კონ­კრე­ტულ დო­კუ­მენ­ტა­ცი­ებს ამ პრო­ექტთან მი­მარ­თე­ბით“,-გა­ნა­ცხა­და გო­ლე­თი­ან­მა.

მან ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რის გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას შე­საძ­ლო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ზეც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ყვე­ლამ უნდა აგოს პა­სუ­ხი, ვინც კომ­პა­ნია “ენ­კას­თან“ დო­კუ­მენტს ხელი მო­ა­წე­რა.

„უნდა მოხ­დეს აღი­ა­რე­ბა, რომ და­სას­ჯე­ლი არი­ან მთე­ლი რიგი პერ­სო­ნე­ბი. იმის­თვის, რომ არ მოხ­დეს ამ სა­კი­თხის პო­ლი­ტი­ზი­რე­ბა, თუნ­დაც ვი­ცით, რომ ბა­ტო­ნი გა­ხა­რი­ას ხელ­მო­წე­რაც არის რი­ო­ნის ხე­ო­ბის გა­და­ცე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ვი­ცით, რომ 121 ლა­რად გა­ყი­დეს მთე­ლი ხე­ო­ბა სრუ­ლი­ად და­უ­სა­ბუ­თებ­ლად. ამი­ტომ, ხში­რად აპე­ლი­რე­ბენ, თქოს რა­ღაც პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სი გვაქვს და ამი­ტომ ვა­ყე­ნებთ თუნ­დაც მისი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კითხს. არა მე­გობ­რე­ბო, ასე არ არის. ვინც კი დამ­ნა­შა­ვეა, ვი­საც ხელი აქვს მო­წე­რი­ლი, მან ამ ნიშ­ნით უნდა აგოს სწო­რედ პა­სუ­ხი. ამი­ტომ ვერ შე­ვი­კა­ვებთ თავს, თუ დღეს ვინ­მეს პარ­ტი­უ­ლი ძა­ლის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა უნდა ამ ქვე­ყა­ნა­ში. ბო­დი­ში მას­თან, თუ რა­ღაც და­ნა­შა­უ­ლი აქვს ჩა­დე­ნი­ლი და არ ვთქვათ, რომ ხელი არ შე­ე­შა­ლოს თა­ვი­სი პარ­ტი­უ­ლი მიზ­ნე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში. ამი­ტომ, ვერ გა­ვი­ზი­ა­რებთ მო­სა­ზე­ბას, რომ ჩვენ ამ პრო­ცესს ხელს ვუშ­ლით. პი­რი­ქით, წინ­გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯია, როცა იქ­ნე­ბა იმის პრე­ცე­დენ­ტი, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი ბო­ლოს და ბო­ლოდ და­ის­ჯე­ბი­ან“, - გა­ნა­ცხა­და გო­ლე­თი­ან­მა.

მისი თქმით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან ნე­ბის გა­მო­ხატ­ვას ისი­ნი 24 მა­ი­სის 12:00 სა­ა­თამ­დე და­ე­ლო­დე­ბი­ან და არ აპი­რე­ბენ უკან და­ი­ხი­ონ ამ ბრძო­ლა­ში.

„დღეს ეს მო­ე­და­ნი და­ი­ფა­რე­ბა კარ­ვე­ბით, აქ ვრჩე­ბით... 24 მა­ი­სის 12:00 სა­ა­თამ­დე ვე­ლო­დე­ბით პა­სუხს - ნე­ბის გა­მო­ხატ­ვას ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან, რომ სრულ­დე­ბა ყვე­ლა ის მო­თხოვ­ნა, რო­მე­ლიც და­ვა­ყე­ნეთ. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ბრძო­ლა იზ­რდე­ბა, ვი­თარ­დე­ბა, ჩვე­ნი ერ­თო­ბა იკ­რებს კი­დევ უფრო დიდ ძა­ლას და ჩვე­ნი ეს მშვი­დო­ბი­ა­ნი, სა­მარ­თლი­ა­ნი, არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი ბრძო­ლა მო­არ­ყევს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას. მას აღარ დარ­ჩე­ბა სივ­რცე იმი­სა, რომ სხვა­ზე გა­და­ი­ტა­ნოს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, რომ რო­მე­ლი­მე დესტრუქ­ცი­ულ­მა ძა­ლამ აი­ძუ­ლა ამა თუ იმ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა, ამი­ტომ ჩვენ ვამ­ბობთ მკა­ფი­ოდ, რა არის ჩვე­ნი მო­თხოვ­ნე­ბი და თუ არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, ნა­თე­ლი იქ­ნე­ბა, რომ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას სწო­რედ ის იღებს ამ პრო­ცე­სებ­ზე“, - გა­ნა­ცხა­და გო­ლე­თი­ან­მა.