გადასაღებ მოედანზე დაწყებული დიდი სიყვარული და ულამაზესი თურქი წყვილი, რომლებიც მშობლებმა ერთმანეთს დააშორეს | Allnews.Ge

გადასაღებ მოედანზე დაწყებული დიდი სიყვარული და ულამაზესი თურქი წყვილი, რომლებიც მშობლებმა ერთმანეთს დააშორეს

პო­პუ­ლა­რუ­ლი თუქ­რუ­ლი სე­რი­ა­ლე­ბის მთა­ვა­რი გმი­რე­ბის ცხოვ­რე­ბა ბოლო დროს ხში­რად ექ­ცე­ვა ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რებ­ლის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში. გან­სა­კუთ­რე­ბით გულ­შე­მატ­კივ­რო­ბენ მთა­ვა­რი რო­ლე­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ შეყ­ვა­რე­ბულ წყვი­ლებს და სულ აინ­ტე­რე­სებთ, გრძელ­დე­ბა თუ არა მათი სიყ­ვა­რუ­ლი ეკ­რანს მიღ­მა. რამ­დე­ნი­მე წლის წინ უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ადევ­ნებ­და თვალს ფილმ „მარ­წყვის სურ­ნე­ლის“ მთა­ვა­რი გმი­რე­ბის, ბუ­რა­კი­სა და ას­ლის სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რი­ას.

თურ­ქე­თის ულა­მა­ზე­სი სა­კუ­რორ­ტო ად­გი­ლე­ბის ფონ­ზე გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ხა­ლი­სი­ა­ნი ამ­ბა­ვი რო­მან­ტი­კუ­ლი სცე­ნე­ბი­თა და ლა­მა­ზი ახალ­გაზ­რდე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, სწრა­ფად შე­იყ­ვა­რა მა­ყუ­რე­ბელ­მა. თუმ­ცა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი და ინ­ტე­რე­სი მა­ინც მთავ­რი რო­ლე­ბის შემ­სრუ­ლებ­ლე­ბის იუ­სუფ ჩიმ­სა და დე­მეტ ოზ­დე­მი­რის მი­მართ გა­მო­ი­ჩი­ნეს.

maxresdefault-48297-1621769463.jpg

ფილ­მის გა­და­ღე­ბი­სას იუ­სუ­ფი 23, დე­მე­ტი კი 22 წლის იყო. რო­გორც ხში­რად ხდე­ბა ხოლ­მე, მათი ეკ­რა­ნუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად მათ რე­ა­ლურ სი­ახ­ლო­ვე­ზეც ალა­პა­რაკ­დნენ. ჯერ კი­დევ გა­და­ღე­ბე­ბის დროს იწე­რე­ბო­და, რომ წყვი­ლი ერ­თმა­ნე­თის მი­მართ გულ­გრი­ლი არ იყო. ბევ­რს მათი სიყ­ვა­რუ­ლი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მარ­კე­ტინ­გუ­ლი ხრი­კი ეგო­ნა და ფიქ­რობ­დნენ, რომ სე­რი­ა­ლის ჩვე­ნე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ თან­და­თან და­ვი­წყე­ბას მი­ე­ცე­მო­და. თუმ­ცა ასე არ მოხ­და.

მათი გრძნო­ბე­ბი საკ­მა­ოდ ძლი­ე­რი აღ­მოჩ­ნდა და სე­რი­ა­ლის ეკ­რე­ნებ­ზე გა­მოს­ვლი­დან თით­ქმის ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არ გა­ნე­ლე­ბუ­ლა. ისი­ნი თურ­ქეთ­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ და ვარ­სკვლა­ვურ წყვი­ლად იქ­ცნენ. ყვე­ლა ელი­ტუ­რი წვე­უ­ლე­ბის ეპი­ცენ­ტრში და პრე­სის გა­რე­კან­ზე ხვდე­ბოდ­ნენ. სე­რი­ა­ლის პო­პუ­ლა­რო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე კი მათი ამ­ბა­ვი ქვეყ­ნის სა­ზღვრებს გა­რე­თაც ბევ­რს უჩუ­ყებ­და გულს.

fullsize-48351-1621769532.jpg

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობ­და იუ­სუფ ჩიმი, რომ­ლის­თვი­საც „მარ­წყვის სურ­ნე­ლი“ პირ­ვე­ლი წარ­მა­ტე­ბუ­ლი როლი იყო. გა­მორ­ჩე­უ­ლი გა­რეგ­ნო­ბის ახალ­გაზ­რდამ მალე და­ი­პყრო მა­ყუ­რებ­ლის გული. იუ­სუ­ფი თა­ვი­დან სე­რი­ო­ზუ­ლად იყო სპორ­ტით გა­ტა­ცე­ბუ­ლი და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ დო­ნე­ზეც თა­მა­შობ­და ფეხ­ბურთს. მაგ­რამ ფე­ხის ტრავ­მის შემ­დეგ დიდ სპორტზე ოც­ნე­ბა დას­რულ­და. იუ­სუფ­მა, რო­მელ­მაც სკო­ლა­ში­ვე გა­მო­ირ­ჩე­ო­და მა­თე­მა­ტი­კუ­რი ნი­ჭით, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ლი­ცე­უმ­ში გა­ნაგ­რძო სწავ­ლა. თან­და­თან მიხ­ვდა, რომ ეს არ იყო მისი მო­წო­დე­ბა და მშობ­ლი­ურ ქა­ლაქ­ში რა­დი­ო­სა და კი­ნოს სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ა­ბა­რა.

სტუ­დენ­ტო­ბის დროს­ვე შეს­თა­ვა­ზეს სა­რეკ­ლა­მო რგოლ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. პირ­ვე­ლი­ვე კლი­პის შემ­დეგ სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო­ებ­მა შე­ნიშ­ნეს და მალე თურ­ქე­თის სა­უ­კე­თე­სო მო­დე­ლის ტი­ტუ­ლის მფლო­ბე­ლიც გახ­და. ის მო­თხოვ­ნა­დი იყო რო­გორც პო­დი­უმ­ზე, ასე­ვე რო­გორც სა­უ­კე­თე­სო ფო­ტო­მო­დე­ლი. ცნო­ბი­ლი ბრენ­დე­ბი ერ­თი­მე­ო­რე­ზე მი­ყო­ლე­ბით აფორ­მებ­დნენ მას­თან კონ­ტრაქ­ტებს. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად